მე(ც) მაქვს ოცნება !
მე მაქვს ოცნება,რომ ყველა
ადამიანი თანასწორი იყოს -
მარტინ ლუთერ კინგი.
ადამიანი თანასწორი იყოს -
მარტინ ლუთერ კინგი.
მე მაქვს ოცნება,რომ ჩემი ქვეყანა ვიხილო ერთიანი!
მე მაქვს ოცნება,რომ ჩემ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდება !
მე მაქვს ოცნება,რომ ჩემი ქვეყანა გახდება თითოეულ ადმიანზე ორიენტირებული სახელმწიფო !
მე მაქვს ოცნება,რომ ხელისუფლებები მოსახლეობას ემსახურებოდნენ !
მე მაქვს ოცნება,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ბოლომდე იქნებიან ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში !
მე მაქვს ოცნება,რომ ჩემ ქვეყანაში ფუნდამენტალიზმი ვეღარასდროს შეარყევს სეკულარული სახელმწიფოს საფუძვლებს !
მე მაქვს ოცნება,რომ საპატრიარქო გახდება უფრო ჰუმანური !
მე მაქვს ოცნება,რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არასდროს იქნებიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები !
მე მაქვს ოცნება,რომ გენდერული თანასწორობით ვიამაყოთ !
მე მაქვს ოცნება,რომ აღარ ვიყოთ ქსენოფობები !
მე მაქვს ოცნება,რომ 17 მაისის "ბართლომეს შუადღეები" არასდროს განმეორდეს !
მე მაქვს ოცნება,რომ ჩვენი ტოლერანტულობის შესახებ არსებული მითი
რეალური გახდეს !
რეალური გახდეს !
მე მაქვს ოცნება,რომ ყველა განსხვავებული იდეოლოგიის,ეთნოსის,რელიგიის თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა,შეძლოს ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობა !
მე მაქვს ოცნება,რომ განათლება იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი !
მე მაქვს ოცნება,რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოქალაქისთვის !
მე მაქვს ოცნება,რომ ადამიანები არ იყინებოდნენ ქუჩებში !
მე მაქვს ოცნება,რომ ბავშვები არ იყუპებოდენ შიმშილით !
მე მაქვს ოცნება,რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს თითოეული პენსიონრის ღირსეული სიბერე !
მე მაქვს ოცნება,რომ თითოეულმა მოქალაქემ,საკუთარ ქვეყანაში შეძლოს თვითრეალიზება !
მე მაქვს ოცნება,რომ ქართული ოჯახები,საქართველოდან სამუშაოდ გადახვეწილი ქალბატონების ამარა არ იყვნენ დარჩენილნი !
მე მაქვს ოცნება,რომ სოციალურად დაუცველი ფენა არ გვყავდეს !
მე მაქვს ოცნება,რომ არასდროს გაგვიჩნდება სურვილი მტრის "სალდათებს" ბათინკები ავულოკოთ !
მე მაქვს ოცნება,რომ საბჭოთა მენტალობისგან საბოლოოდ განვთავისუფლდეთ !
მე მაქვს ოცნება,რომ ჩემი ერი ინდივიდების საზოგადოებად ჩამოყალიბდეს !
მე მაქვს ოცნება,რომ საქართველო გახდეს ევროპის განუყოფელი ნაწილი და ვერავინ დაგვაბრუნოს ბნელ წარსულში !
მე მაქვს ოცნება,რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს გახრწნილი ინდივიდების საასპარეზო არენა !
მე მაქვს ოცნება,რომ კულტურა არ დაექვემდებაროს პოლიტიკურ კონიუნკტურას !
მე მაქვს ოცნება,რომ პოლიტიკა განვდევნოთ საკუთარი სამზარეულოებიდან !
მე მაქვს ოცნება,რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ !
მე მაქვს ოცნება,რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი !
მე მაქვს ოცნება,რომ ჰუმანურ საზოგადოებაში ვიცხოვრო !
P.S.მე(ც) მაქვს ოცნება,რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს ! ზნეობრივ,კულტურულ თუ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაში გამოვლენილი პლურალიზმი საზოგადოების სიჯანსაღისთვის აუცილებელია.კარდინალურად განსხვავებულ აზრებშიც მოიძებნება თანხვედრი წერტილები და ე.წ "მოუგვარებელ კონფლიქტებს" არ სცნობს !