Thursday, April 26, 2012

მე - სომეხი,შენ - არმენოფობი !!!

 

 
2009 წლის აგვისტოში მე და ჩემი მეგობრები საზოგადეობრივი ორგანიზაცია ,,თავისუფალი აზრის სახლის“ ეგიდით ვიყავით ექსპედიციაში წასული ყვარლის რაიონის სოფლებში,რათა შეგვესწავლა მანდ მცხოვრები ჩვენი დაღესტნელი და უდი თანამემამულეების წეს-ჩვეულებები და ისტორია.ექსპედიციამ,რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი ორ კვირას გასტანა და თითოეული დღე ჩემთვის სასიამოვნოდ განსაცვიფრებებლი აღმოჩნდა,რადგან მე დაღესტნელებით და უდიებით დასახლებულ სოფლებში უკეთესი საქართველო აღმოვაჩინე.ისინი ჩვენზე-ეთნიკურად ქართველებზე უფრო უკეთესი ქართველები იყვნენ და მე ამან აღმაფრთოვანა.წამოსვლის ბოლო დღეს კი ერთ-ერთმა ეთნიკურად დაღესტნელმა მაჩუქა მის მიერ გაკეთებული კერამიკის სუვენირი სადაც ეწერა : ,,გურჯია ბატი ბატიაბ რაყ“(საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა) .საქართველოს უნიკალურობა სწორედ,რომ მის მრავალეროვნულობაშია.

ლესელიძის ქუჩის მრავალფეროვნება,სადაც ქართული,სომხური და ებრაული ეკლესიები თითქოს სამაისავით აერთიანებენ და აძლიერებენ ქართულ გენს,ყოველთვის მეგონა,რომ თითოეული ქართველის შინაგანი მდგომარეობა იყო,მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი ან შეიძლება ეს ყველაფერი ფარსად მე მეჩვენება,მაგრამ არამგონი ამ რამდენიმე დღის წინ საქართვცელოს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულმა მოვლენებმა თითოეულ თქვენთგანს ჩემგან განსხვავებული თვალსაზრისი დაგიტოვათ.სრულიად გამაოგნა პარლამენტში განვითარეებულმა მოვლენებმა,როდესაც ერთმა დეპუტატმა მეორის შეურაცყოფის მიყენების მიზნით მას სომეხი უწოდა,ამას კი მომდევნო დღეებში არანაირი რეაგირება არ მოჰყვა.არა და არმენოფობიური გამოთქმებისათვის მინიმუმ  დეპუტატის იმუნიტეტი უნდა შეეწყვიტათ სიძულვილის ენის გამღვივებლისათვის.

 
ბოლო პერიოდის საქართველოში არემენოფობიური გამონახტომები მოდაში შემოვიდა.ხელისულების წარმომადგენლებისათვის არმენოფობიური გამონათქვამების ავტორებისათვის ორმაგი სტანდარტი არსებობს,თავისიანებს ყველაფერი ეპატიებათ და ამაზე ზევით დავწერე,ხოლო სხვები უნდა დაისაჯონ,თანაც სამაგალითოდ. ამის ნათელი დადასტურება იყო რუსთაველის თეატრიდან,რობერტ სტურუას გაგდება,როცა მან პრეზიდენტზე ბრძანა;სომეხია და რა ჰქნას ქვეყანა არ უყვარსო.ერთგან სამართლიანად დაისაჯა სიძულვილის ენის ავტორი,მეორეგან კი ,,გმირი“  ,,ჩემიანია და რა ვქნას“ პრინციპმა იხსნა.

საქართველოში ბოლო დროს არმენოფობიის კიდევ ერთი მაგალითია მხცოვასნი მსახიობის ოთარ კობერიძის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუ სადაც მან ბრძანა,რომ პრეზიდენტს ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს,რადგან მას სომხობას აბრალებენ და ითმენს,მე კი ამას არ მოვითმენდიო.მასაც ,,შეუნდეს“ ხელისუფლების მესვეურებმა ,რადგან მათიანია და ეპატიება.ამავე კონტექსტში შემიძლია მოვიყვანო მაგალითად  2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრის ბესო ჯუღელის საგაზეთო ინტერვიუ,სადაც მან თქვა:ცენტრალური უბნებიდან მიკირტუმეები უნდა გავასახლოთ და ეხლა ჩვენ ვიცხოვროთო.

არმენოფობიური გამონათქვამების მაგალითების მოყვანა მრავლედ შემიძლია,მაგრამ ეს არ არის მთავარი,მთავარი ის არის,რომ სიძულვილის ენის გამავრცელებლობა კანონით უნდა ისჯებოდეს,ხოლო გამავრცერლებლები უმკაცრესად დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით განურჩევლად იმისა ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ არა.კანონი ერთია და ის ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს,მაგრამ ეს შორეული პერსპექტივის ამბავია,რადგან ჯერ სახელმწიფოს უნდა დავემსგავსოთ სადაც კანონი ყოველგვარ ვნებაზე მაღლა დადგება!

მე სომეხი ვარ!

No comments:

Post a Comment