Thursday, September 13, 2012

ზნეობის მაგალითი





პავლე ( სერბეთის პატრიარქი)


პავლე - ერობაში გოიკო სტოიჩევიჩი დაიბადა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს 1914 წლის 11 სექტემბერს,დღევანდელი ხორვატიის ისტორიულ ოლქ სლავონიაში,სოფელ კუჩანცში.


1929 წელს დაამთავრა ბელგრადიის გიმნაზია;
1936 წელს სარაევოს სემინარია;
1941 წელს ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;
1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე  და ხელდასმულ იქნა იეროდიაკვნად;
1949-1955 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში;
1954 წელს ხელდასმულ იქნა ბერმონაზვნად და დაინიშნა საპარტიარქოს პროტოსვინგელოზად;
1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში,საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;
1957 წელს,სწავლის დასრულების შემდეგ,აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;ამავე წელს წმ. სინოდმა პავლე დანიშნა რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად,ხელდასმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში 1957 წლის 21 სექტემბერს;
1990 წლის 1 დეკემბერს არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად,აღსაყდრება მოხდა ამავე წლის 3 დეკემბერს;

ის მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში დადიოდა მეტროთი და ავტობუსებით.მას არასოდეს ჰქონია საკუთარი ავტომობილი.მისი მოღვაწეობის პერიოდი დაემთხვა კოსოვოს ომს,და ომის განმავლობაში არასოდეს დაუტოვებია კოსოვო.

ეპიზოდები პატრიარქი პავლეს ცხოვრებიდან - „ერთხელ,სერბეთის ომის დროს,პატრიარქი პავლე ჩასული იყო ბოროვის ოლქში ,სდაც ხალხს ანუგეშებდა დაა მოძღვრავდა.
ერთხელ როცა ის შედიოდა ტაძარში,მასთან მიიჭრა კბილებამდე შეიარახებული სერბი კაცი და პატრიარქს ფეხებში ჩაუვარდა
 -თქვენო უწმინდესობავ!დამლოცეთ,მოვდივარ ომში რათა შური ვიძიო მტრებზე!
პატრიარქი შეცბუნდა და ცოტა არ იყოს დაიბნა.შემდეგ კაცს ზურგზე ხელი დაავლო და წამოაყენა,თვალებში შეხედა და თავისებური მამობრივი ნაზი ხმით დაუწყო საუბარი:
 -შვილიკო,ნუ ითხოვ სერბეთის პატრიარქისაგან შურისძიების დალოცვას,რისი ჩადენასაც აპირებ...
 -უნდა დამლოცოთ!უწმინდესო!შეხედეთ-უპასუხა კაცმა და ჯიბიდან ამოიღო ფოტო-შეხედეთ ამ ფოტოს ,მამაო,აი ამათ გამო ვაპირებ შურისძიებას!ეს ჩემი მოკლული შვილებია!....
 -საშინელებაა!საშინელება!-გააწყვეტინა ლაპარაკი პავლემ კაცს და ფოტო გულში ჩაიკრა-ბოროტებას ბოროტება მოყვება!
რა გინდა,გეკითხები შენ,გინდა იძიო შური და შენი შვილების მკლელებზე უარესი გახდე?!და აი რას გეტყვი შვილიკო:როცა დამთავრდება ეს წყეული ომი და გამაშკარავდება მრავალი ბოროტი კაცი და დამნაშავენი,ბედნიერი იქნება ის,ვინც შეძლებს თქმას :მე არ ჩამიდენია არცერთი ბოროტება..და ამის შემდეგ შენ გადაწყვიტე“ ...


სერბეთის მთავარი ჭირისუფალი 2009 წლის 15 ნოემბერს ბელგრადში გარდაიცვალა.

პატრიარქი პავლე უბრალოებით გამორჩეული,ზნეობის მაგალითი იყო მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.






No comments:

Post a Comment