Monday, October 8, 2012

ლიბერალიზმი არ არის განყენებული ბრჭყვიალა იდეა






საქართველოში  თითქმის ყველაფერი  და მათ შორის ლიბერალიზმიც განსხვავებულად ესმით.არა ისე,როგორც ცივილიზებულ დასავლეთში,არამედ თავისებური მცდარი ინტერპრეტირებით.

რა არის სინამდვილეში ლიბერალიზმი?

ლიბერალიზმი იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია,რომლის მიხედვითაც თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა.ლიბერალიზმის იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში  იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია.ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

ლიბერალიზმის ქვაკუთხედს წარმოადგენს ინდივიდის თავისუფლება. ლიბერალთა უმრავლესობისათვის სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია ინდივიდის თავისუფლების შესანარჩუნებლად, რასაც შეიძლება დაემუქრონ სხვა ინდივიდები და სახელმწიფოები. მაგრამ სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდთა ნების და არა ძალაუფლების მატარებლის მსახური.

ახლა კი,როგორ ესმით საქართველოში ლიბერალიზმი ე.წ ინტელექტუალ ლიბერალებს?

ქართული ლიბერალიზმი არის ფარისევლობა და მას სრულიად დაკარგული აქვს მორალური საწყისები.ის არ იცავს ადამიანის უფლებებს,მის ავანგარდში არიან გრანტიჭამია ლიბერალები.ქართველ ლიბერალებს მიაჩნიათ,რომ მათი ნააზრევი ჭეშმარიტებაა,რომლის განხილვა და მითუფრო უარყოფა ჩამორჩენილობა და გოიმობაა.არსებობს საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული და ე.წ ინტელექტუალები,რომლებიც  არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული ადამიანები არიან,რომლებსაც შექმნილი აქვთ პატარა ჩაკეტილი საზოგადოებები და საქართველოში ლიბერალიზმზე ესკლუზიურად უფლებები აქვთ პრივატიზებული.

მათ  არანაირი მცდელობა საკუთარი იდეების საზოგადოების ყველა წევრამდე მიტანის და  საკუთარი ჯგუფის ახალი წევრებით შევსების არ გააჩნიათ.რაც მთავარია ამ ჯგუფს ,,არ ევასება,, მისნაირად მოაზროვნეები, მათ  მხოლოდ ფანები იზიდავთ.ქართველი  ლიბერალი  ასევე აუცილებლად უნდა ლანძღავდეს ეკლესიას, საპატრიარქოს  და სასულიერო პირებს.ქართველი  ლიბერალი გეტყვის, რომ აუცილებელია რწმენის თავისუფლება , მაგრამ ამავე დროს იგი აგინებს შენს რწმენას და მასთანავე ჩამორჩენილს გეძახის . (თქვენ არაფრით განსხვავდებითმეცნიერული ათეიზმისმქადაგებელი კომუნისტებისგან).

ქართული ლიბერალიზმი  იმდენად შორდება ყოველგვარ რაციონალურს, იმდენად მოწყდა მის რეალურ საფუძვლებს, რომ მასზე, როგორც თანამედროვე საზოგადოების აუცილებელ იდეოლოგიაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია.მხოლოდ ქართველი  ლიბერალი შეიძლება იყოს შეუწყნარებელი განსხვავებული აზრის მიმართ და ამ დროს ქადაგებდეს შემწყნარებლობას. ფსევდო-ლიბერალიზმი არის ჭეშმარიტების ერთადერთი აღიარებული ფორმა, ხოლო თვითონ ამ ფორმის ჭეშმარიტებაზე კამათი არისსიბნელედა უმეცრება.

საქართველოში უამრავი „ჭეშმარიტი“ ლიბერალია,მათ შორის ინტელექტუალთა წრიდანაც,მაგრამ ქართველების ერთ-ერთი ყველაზე ორგანულ  თვისება მანკიერებას ქართულ ე.წ ინტელექტუალთა ძალიან დიდ ნაწილში აქვს ფესვები ღრმად გადგმული და  ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ მათ მიერ ჩაკეტილ  წრეზე გვატარონ.დარწმუნებული ვარ არ არსებობს არანაირი მოჯადოებული წრე,რომელსაც არ შეუძლია თავი დააღწიოს ადამიანმა.უბრალოდ  ადამიანებს,რომლებისთვისაც ლიბერალური პრინციპები ძალიან ახლობელი და თავისია ნუ მოექცევით ქართველი ე.წ ინტელექტუალი ლიბერალების გავლენის ქვეშ და ნუ გადააქცევთ მათ საკუთარ გურუებად,რადგან ჩაკეტილ საზოგადოებას და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულ     განდიდების მანიით შეპყრობილ პიროვნებებს არანაირი საერთო არ ააქვთ ლიბერალიზმთან,რომლის მთავარი მონაპოვარი კი არ არის  ვინმეს აზრის დიკტატი მეორე ადამიანის გონებაზე,არამედ ლიბერალიზმის ქვაკუთხედს  ინდივიდის თავისუფლება წარმოადგენს.

ჩემთვის ლიბერალიზმი ჩემი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იმის გასათვალისწინებლად ,რომ ინდივიდის თავისუფლება ვაღიარო და პატივი ვცე  სულაც არ მესაჭიროება ქართველი ე.წ  ინტელექტუალი ლიბერალების  მიერ  ჩაკეტილი საზოგადეობის განუყოფელი ნაწილი ვიყო. ლიბერალიზმი არ არის განყენებულ, ბრჭყვიალა იდეა, რომელსაც პირადად ვერ განახორციელებ.ის შემწყნარებლობა  განსხვავებული აზრის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ზნეობრივ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაში გამოვლენილი პლურალიზმი საზოგადოების სიჯანსაღისათვის აუცილებელია. კარდინალურად განსხვავებულ აზრებშიც მოიძებნება თანხვედრის წერტილები და .. “მოუგვარებელკონფლიქტებს არ სცნობს.ლიბერალიზმი არ არის მხოლოდ ელიტების თავშესაფარი,მისი გათავისება სასიცოცხლოდ აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის,რათა უფრო კაცთმოყვარენი და ჰუმანურნი გავხდეთ.


No comments:

Post a Comment