2012
აღმოსავლური ჰოროსკოპით
2012 – დრაკონის წელი იყო. წინა წელს იყო ძალიან ბევრი ღირშესანიშნავი მოვლენა ,რომელიც პირადად ჩემს ცხოვრებაში,საქართველოში და ზოგადად
მსოფლიოში მოხდა. ამრიგად ჩემი გადასახედიდან
ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გადმოვცემ ჩემი ახალი ბლოგპოსტის მეშვეობით.
საქართველო
2012-მა წელმა საქართველოს
მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ქართველმა მილიარდელმა,
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ
2011 წლის მიწურულს გააკეთა, 2012 წლის 21 თებერვალს კი კოალიცია „ქართული ოცნება“
საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.
ბიძინა ივანიშვილის
მიერ ჩამოყალიბებულ კოალიციაში ოთხი პოლიტიკური პარტია გაერთიანდა: "ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ რესპუბლიკური
პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“. კოალიციას მოგვიანებით „მრეწველებიც“ შეუერთდნენ. პოლიტიკური
ერთობა საბოლოოოდ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდა, სახელწოდებით "ბიძინა ივანიშვილი
- ქართული ოცნება“.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ივნისის
მიწურულს სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის პოსტი ვანო მერაბიშვილმა
დაიკავა, შს მინისტრი - ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრი კი - დიმიტრი შაშკინი გახდა.
2012 წლის ყველაზე
მძიმე და დაძაბული თვე სექტემბერი აღმოჩნდა. მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის
ეთერით პოლიტიკოსების მაკომპრომატირებელი ფარული ვიდეო-ჩანაწერები გადაიცემოდა, თუმცა
საბედისწერო ე.წ. „ციხის კადრები“ აღმოჩნდა, რამაც,პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებით,
ოქტომბრის არჩევნების ბედი გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც.გლდანის მეშვიდე საპყრობილის
ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელიც ამ დრომდე ბრიუსელში იმყოფება,
ჟურნალისტ ირმა ინაშვილის საშუალებით ქართულ ტელეარხებს ციხეში პატიმრების წამების
ამსახველი ვიდეო-მასალა მიაწოდა. კადრების გავრცელებისთანავე მთელი ქვეყნის მასშტაბით
საპროტესტო აქციები დაიწყო. მრავალათასიანი გამოსვლები გაიმართა თბილისშიც, რომლის
ორგანიზატორები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ.აქციის მონაწილეები
ითხოვდნენ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრების, ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის
პოსტებიდან გათავისუფლებას და მათ გასამართლებას, ასევე - ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან
გადაყენებას.
სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე მინისტრის პოსტიდან საკუთარი განცხადებით გადადგა, რამდენიმე დღეში იგივე გადაწყვეტილება მიიღო შს მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას 3 წელი ხელმძღვანელობდა.პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სისტემა ყველასთვის გამჭვირვალე იქნებოდა.
ივნისის დასაწყისში
თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეწვია. მან განაცხადა, რომ აშშ-ს
ადმინისტრაცია და კონგრესი საქართველოს საპარლამენტო აღცევნებზე დამკვირვებელთა მაქსიმალურ
რაოდენობას გამოგზავნიდნენ, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის.2012
წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკელ დამკვირვებლებთან ერთად დიდი რაოდენობით
ევროპელი მონიტორებიც იყვნენ წარმოდგენილი, საარჩევნო უბნებზე მონიტორინგს აწარმოებდნენ
სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც. დასავლელი პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და
ოპოზიციას, ყველაფერი ეღონათ, რათა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულიყო.
1 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები,
რომელიც, პოლიტოლოგთა შეფასებით, ისტორიულია, რადგან ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად
მოხდა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პარტიების
მიერ მოპოვებული ხმები ასე გადანაწილდა :„ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ –
54.97%;„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ – 40.34%.ყოფილმა მმართველმა
პარტიამ დამარცხება აღიარა, მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ
ის ოპოზიციაში გადადის.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად
დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღნიშნეს.
გადაბარების პროცესმა
მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ ჩაიარა - ძველი მინისტრები მთავრობის ახალმა შემადგენლობამ
შეცვალა, რომელიც პარლამენტმა 25 ოქტომბერს, 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნებოდა
და დანაშაულის შემთხვევაში, პასუხს ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მაღალჩინოსნებიც
აგებდნენ.
იუსტიციის მინისტრმა,
თეა წულუკიანმა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან ერთად ხმაურიანი დაკავებების სერია
დაიწყო - ნოემბრის პირველ რიცხვებში ყოფილი შს მინისტრი, ბაჩო ახალაია, გაერთიანებული
შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა დააკავეს,
მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ. მოგვიანებით სასამართლომ შამათავასა
და კალანდაძეს გირაო შეუფარდა, ახალაია კი სასჯელს ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ იხდის.
ორი პოლიტიკური
ძალის „თანაცხოვრება“ უფრო და უფრო მტკივნეულ ფორმებს იღებს. მიუხედავად დასავლელი
პოლიტიკოსების მკაცრი მოთხოვნისა, რომ კოჰაბიტაცია მშვიდობიან ფორმებში უნდა მიმდინარეობდეს,
დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის სულ უფრო მწვავდება. დაძაბულია
ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორისაც. ხელისუფლებისადმი
მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა დედაქალაქის მერი, გიგი უგულავაც, რომელიც მაღალჩინოსნების
და მერიის თანამშრომლების დაკითხვას სხვადასხვა ფინანსურ საკითხზე პოლიტიკურ დევნად
აფასებს.
დაპირისპირებაა
პარლამენტშიც - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ხმაურით
მიმდინარეობს კომიტეტების სხდომებიც, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთა
უმეტეს ნაწილს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
ყველაზე ხმაურიანი
აღმოჩნდა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო
და პრეზიდენტს გადაუგზავნა. მიხეილ სააკაშვილმა კანონს ვეტო დაადო და გარმარტა, რომ
ამნისტიის შედეგად ქუჩაში ბევრი საშიში დამნაშავე გამოვა და პარლამენტის გადაწყვეტილება
არასწორია.პრეზიდენტის მიერ პირველად გამოყენებული ვეტო პარლამენტმა დაძლია. იმ შემთხვევაში,
თუ სააკაშვილი კანონს არც ახლა მოაწერს ხელს, ამ ფუნქციას პარლამენტის თავმჯდომარე,
დავით უსუფაშვილი შეასრულებს და კანონი ძალაში შევა.
საქართველოს ახალმა
ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი უცვლელია და ნატო-ში ინტეგრაცია
კვლავ პრიორიტეტად რჩება, თუმცა, მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა
საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რუსეთთან ურთიერთობაში
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი მზად
არის, ქართული პროდუქცია ბაზარზე მიიღოს, ამასთან, განიხილოს რეგულარული ავიამიმოსვლის
აღდგენის საკითხიც.ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საუბარი მხოლოდ კულტურული და ეკონომიკური
ურთიერთობების აღდგენას შეეხო. საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ რუსულ
მხარესთან შეხვედრები კვლავ გაიმართება.
რიგით მეოთხე საერთაშორისო
თეატრალურმა ფესტივალმა, მაყურებელს წელს ტრადიციულად ქართული და უცხოური სპექტაკლების
პროგრამების ნაკრები შესთავაზა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შევედეთის,
პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსიის, ისრაელის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის,
ლიტვის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, მექსიკისა და იაპონიის თეატრალურ დასების სპექტაკლები.
მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო მაია კლიჩევსკაიას ,,ღმერთების დაცემა”, რომელიც ლუკინო
ვისკონტის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით იქნა დადგმული. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ცნობილი რუსი მსახიობი
სერგეი ბეზრუკოვიც ესტუმრა სპექტაკლით ,,ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”.
ხმაურიანი და წარმატებული
აღმოჩნდა თბილისის წელს 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის განმავლობაში
100 ზე მეტი ქართული და უცხოური ფილმი იქნა ნაჩვენები. 10 დღის განმავლობაში მაყურებელმა
არაერთი ცნობილი რეჟისორის გახმაურებული თუ უცნობი ფილმები იხილა. ფესტივალის დასასრულს,
ჟიურიმ რომელშიც შედიოდნენ მოჰსენ მახმალბაფი, კრისტოფერ ჰემპტონი, მაიკ დაუნი და სხვები
პრიზები სამ ძირითად და რამოდენიმე დამატებით ნომინაციაში გადაანაწილა. ოქროს პრომეთე
საუკეთესო ფილმისთვის მიენიჭა სლავომირ ფაბიცკის ფილმს „სიყვარული". სერგო ფარაჯანოვის
სახელობის პრიზი გადაეცა ტატო კოტეტიშვილს ფილმისთვის „საზამთრო", ხოლო ვერცხლის
პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა გიორგი ფარაჯანოვს ფილმისთვის „ყველა წავიდა".
საუკეთესო ქართულ ფილმად კი დასახელდა თინათინ გურჩიანის "მანქანა, რომელიც ყველაფერს
აქრობს.
წინა წელს 15-ე
ჯაზფესტივალზე თბილისს ოთხი ლეგენდარული ჯაზის ოსტატი ეწვია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო,
სამი გრემის მფლობელი ჯაზ ვოკალისტი დი დი ბრიჯვოტერი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი დრამერიჯეკ დიჯონეტი ბენდთან ერთად, ლეგენდარული ნილს ლანდგრინი და 18 გრემის
მფლობელი, ყველა ჯაზ ფესტივალის ყველაზე სასურველი სტუმარი ჩიკ კორეა.საინტერესო ცვლილება
მოხდა წელს ჯაზფესტივალის პროგრამაში: ჩიკ
კორეასთან ერთად დაუკრა ახალგაზრდა ქართველმა ჯაზმენმა ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ამჟამად
ამერიკაში მოღვაწეობს. ფესტივალის დახურვის After Pary-ზე კი ყველა ქართველმა ჯაზმუსიკოსმა
და ჯაზ-ბენდმა მიიღო მონაწილეობა.
2012 წლის 25 დეკემბერს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II –ის აღსაყდრების
35 წლისთავი აღინიშნება.
2012 წლის მიწურულს
ახალი ხელისუფლება უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.სავარაუდოდ, დაძაბული იქნება
2013 წელიც, რადგან მომავალი წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები
გაიმართება.
მე
წლევანდელი წელი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო ბევრი მიზეზის გამო.ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი მქონდა,იყო ცოტა ტკივილი და ტრაგედიაც,მაგრამ ერთმა მოვლენამ ასოთხმოცი გრადუსით შემიცვალა ყველა გეგმა და ყველა მიზანი.მე ვიპოვე ის,ის ვისაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვეძებდი.უზომოდ,უსაზღვროდ და უკიდეგანოდ ვარ შეყვარებული და ბედნიერი.მადლობა უფალს,რომ მისი სიყვარულის თანაზიარი და ღირსი გამხადა.მადლობა პაწაწუნა შენ,რომ შენი პატარა გულუნას მესაკუთრედ მაქციე.სიყვარულის შეგრძნებას ყველაზე დიდი ნიჭი უნდა.ყველას სიყვარულის უკიდეგანო ოკენეში დაუფიქრებლად ბოლომდე გადაშვებას და მის ბოლომდე შეგრძნებას გისურვებთ.
მინდა ვიყვირო და მთელ მსოფლიოს გავაგებინო თუ,როგორ მიყვარხარ,როგორი ბედნიერი ვარ და რარიგ მიხარია შენთან ერთად ყოველი დღის გათენება,მაგრამ ისიც საკმარისია,რომ ჩვენ ვართ ბედნიერები და ეს არის ყველაზე მთავარი.მიყვარხარ,საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდო მონაპოვარო.
მსოფლიო
პირველივე თვეებიდან
ნათელი იყო, რომ საბერძნეთს პრობლემები ქონდა. ქვეყნის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში ჩაიძირა.
მისი მშპ 2011 წლის შედეგებით 6,9%–ით შემცირდა. ინვესტორებმა დაკარგეს ყველანაირი
იმედი, რომ საბერძნეთი შეძლებს ვალების გადხდას. ევროკავშირის მომდევნო ტრანში ეჭვქვეშ
დადგა. ბევრი ეკონომისტი ელოდებოდა, რომ საბერძნეთი დატოვებდა ევროზონას. დაძაბულობამ
პიკს მაისში მიაღწია, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საბერძნეთმა ვერ შეძლო
მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება. 15 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საპარლამენტო
არჩევნების ჩატარების შესახებ. მდგომარეობა გადაარჩინა იმან, რომ ბერძენთა უმრავლესობას
არ სურდა ევროზონის დატოვება და არჩევნებში „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა, რომელიც
მხარს უჭერდა საბერძნეთის რეგიონში შენარჩუნებას. პარტიის ლიდერმა შეძლო კოალიციის
შექმნა „პასოკთან“ და „დემოკრატიულ მემარცხენეებთან.“მას შემდეგ გერმანიის მკაცრი რიტორიკა
შერბილდა: სულ უფრო მეტმა პოლიტიკოსმა გაიაზრა, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა
გრძელვადიან ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს გამოიღებს.ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ბანკი მზადაა ევროს შენარჩუნებისთვის
გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. მალე ცნობილი გახდა, რაზეა საუბარი: ევროპის
ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მზადაა პრობლემური ქვეყნების ობლიგაციები განუსაზღვრელი
რაოდენობით გამოისყიდოს. ევროს დაშლის საფრთხემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. საბერძნეთმა
მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ტერმინი „ფისკალური
გარღვევა“ ფართო გამოყენებაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოჩნდა. 2013 წლის
1 იანვრიდან მოხდება ამერიკული ბიუჯეტის ორი კანონის მოქმედების ავტომატური შეჩერება.
ბუშის დროს მიღებული საგადასახადო შეღავათები უქმდება, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები
კი 600 მილიარდი დოლარით, ანუ ამერიკული მშპ–ს 6%–ით მცირდება.ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად
დაამძიმოს სიტუაცია ეკონომიკაში, რომელიც ისედაც არცთუ კარგ მდგომარეობაშია. სხვადასხვა
პროგნოზით, შეღავათების გაუქმებამ შესაძლოა უმშევრად მილიონი ადამიანი დატოვოს ანუ
უმუშევრობის დონე კიდევ 0,7%–ით გაიზარდოს ამჟამინდელი 8,3%–დან, რომელიც მესამე წელია
არ იცვლება.
ტუნისის შემდეგ
რევოლუციის ყველაზე მასშტაბურმა ტალღამ ეგვიპტეს გადაუარა. დემონსტრაციები კაიროში,
ალექსანდრიასა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 25 იანვრიდან 11 თებერვლამდე იმართებოდა,
რასაც ჯერ ქვეყნის მთავრობის, შემდეგ კი ჰოსნი მუბარაქის გადადგომაც მოყვა.მუბარაქის
გადადგომის გარდა დემონსტრანტები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასაც მოითოხვდნენ,
რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ათეული წელი მოქმედებდა. გარდა ამისა, დემონსტრანტები
მინიმალური ხელფასების ამაღლებას, საცხოვრებელი ფართის უკმარისობის პრობლემის მოგვარებას,
ფასების ზრდის შეჩერებას, სიტყვის თავისუფლებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას
მოითოხვდნენ.მუბარაქი საბოლოოდ, პრეზიდენტის სავარძელს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში
იკავებდა, 11 თებერვალს შეელია. პრეზიდენტის სასახლის შემდეგ ჰოსნი მუბარაქი, რომელსაც
ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა სახსოვრად მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობა
დაუტოვა, სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ამჟამად მისი და მისი ორი შვილის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი მოსახლეობისთვის ცეცხლის
გახსნის ბრძანების გაცემასა და კორუფციაში, ხოლო მის ორ შვილს მხოლოდ კორუფციაში ედებათ.
მსოფლიო საინფორმაციო
გამოშვებები მოიცვა სენსაციურმა ცნობამ – მსოფლიოს #1 ტერორისტი, პარამილიტარისტული
და ტერორისტული ორგანიზაციის “ალ-ქაიდას” დამაარსებელი და ლიდერი, 2001 წლის 11 სექტემბერს
“მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე” ორგანიზირებულ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოსამა
ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.9/11-ის მოვლენის შემდეგ ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა
იყო გამოცხადებული. ხოლო ბარაკ ობამამ პრეზიდენტად არჩევისთანავე გასცა ბრძანება ბინ
ლადენის დაკავების ან ლიკვიდაციის შესახებ. დეკადიანი დევნის შედეგად ამერიკელმა სამხედროებმა
წარმატებით ჩაატარეს სპეცოპერაცია და ტერორისტის ლიკვიდაცია, ასევე გვამის ხელში ჩაგდება
მოახერხეს. ამის შესახებ ბატონმა ბარაკ ობამამ დღეს გააკეთა განცხადება. “ალ-ქაიდას”
ლიდერი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან ჩრდილოეთით, 60 კმ-ის დაშორებით იმალებოდა
კერძო სახლში. ეს სახლი 1 მილიონი დოლარის ღირებულებისა იყო და 4-5 მეტრი სისქის კედლები
ჰქონდა. აიგო 2005 წელს და მასში არც სატელეფონო ხაზი გაუყვანიათ, არც ინტერნეტი. ინფორმაცია
ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ჰქონდათ.
მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება მისი
დაკავების შესახებ.
სომხეთმა სამხრეთ
სუდანის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.ამასთან, სომხეთის მმართველი, რესპუბლიკური
პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის მაგალითი
მთიანი ყარაბაღისათვის პრეცედენტი უნდა გახდეს.შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი
სახელმწიფო ცოტა ხნის წინ გახდა. დღეს სუდანის დედაქალაქ ჯუბაში დამოუკიდებლობის აღსანიშნავი
ზეიმი დაიწყო. სამხრეთ სუდანი მსოფლიოში 193-ე ქვეყანაა, რომლის დამოუკიდებლობაც გაერომ
აღიარა. სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს, აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ.
გენერალ რატკო მლადიჩის
დაკავება მსოფლიო სენსაციად გადაიქცა. ის სამხედრო დამნაშავედ იყო გამოცხადებული და
საერთაშორისო ძიებაში იმყოფებოდა. – მლადიჩს მასობრივ ხვრეტებში ედება ბრალი. მისი
ბრძანებით, მოსპობილ იქნა 30 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, – ნათქვამია რადიო
"თავისუფლების" კომენტარში.
ნორვეგიაში, ოსლოში
მომხდარი აფეთქება და და დედაქალაქის ჩრდილო - დასავლეთით მდებარე კუნძულ უტოიაზე საზაფხულო
ბანაკში მოზარდების დახოცვა, სამართალდამცავთა ვერსიით, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული
აქტი იყო. დაკავებულმა 32 წლის ანდერს ბრეივიკმა ორივე დანაშაული აღიარა და თქვა, რომ
ეს სისასტიკე აუცილებელი იყო. არსებული ინფორმაციით, ბრეივიკი ფუნდამენტალისტი ქრისტიანია
და მისი ქმედების მოტივი ანტიმუსლიმური შეხედულებები გახდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია
მიენიჭა.საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია. თუმცა, დაკარგული გუშინდელი
საღამოს მონაცემებით, კიდევ 5 ადამიანი იყო, ამიტომ სამართალდამცავები არ გამორიცხავენ,
მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. აფეთქება ოსლოს ცენტრსა და კუნძულ უტოიაზე დაახლოებით,
ორსაათიანი ინტერვალით მოხდა.ნორვეგიის დედაქალაქის სამთავრობო კვარტალში პრემიერ-მინისტრის
ოფისთან აფეთქება პარასკევს, დაახლოებით, 15:30-ზე გაისმა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ტოკიოს ოკეანოგრაფიის უნივერსიტეტის გათვლით, 11 მარტს იაპონიას თავს დამტყდარი ცუნამი დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.ივატეს პრეფექტურასთან ახლოს ცუნამის ტალღების სიგრძე 38,9 მეტრს აღწევდა.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის სიმაღლე, დაახლოებით, ათი მეტრი იყო. შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უკანასკნელმა ცუნამმა მოხსნა 1876 წლის რეკორდი, როდესაც იმავე პრეფექტურაში ქალაქ ოფუნატოსთან ტალღების სიგრძე 38,2 მეტრს შეადგენდა.თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ყველაზე გიგანტური ცუნამი იაპონიას 1771 წელს დაატყდა, როდესაც ტალღების სიგრძე 85 მეტრს შეადგენდა. მეცნიერებს არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება.იაპონიაში 9-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 28 ათას კაცს გადააჭარბა. ეროვნული პოლიციის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე ძლიერ დაზარალდა მიაგის პრეფექტურა, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლია.იაპონიის ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალდნენ. კომპენსაციას თავად ოპერატორი კომპანია "ტეპკო" გადაიხდის. დახმარება გაეწევა 48 ათას ოჯახს, რომლები, სადგურთან 30 კმ-ს რადიუსში ცხოვრობენ.
29 აპრილს დედამიწის
მოსახლეობის ერთი-მესამედი ტელევიზორთან იჯდა და ლონდონიდან სამეფო ქორწილის პირდაპირ
რეპორტაჟს ადევნებდა თვალს.2 მილიარდი მაყურებელი ერთდროულად რეკორდული ციფრია. პრინც
უილიამის და ქეითის ბედნიერება კიდევ ათობით მილიონმა ადამიანმა ინტერნეტში ნახა. ეს
იყო ქორწილი, რომელიც უძველესი ბრიტანული ტრადიციების მიხედვით ჩატარდა და ამავდროულად
ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი.ლონდონის
ქუჩებში ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს სამეფო ქორწილს.მთელი დღე გრძელდებოდა
წვეულება ბუკინგემის სასახლეში განსაკუთრებული სტუმრებისათვის. ოფიციალურ ლანჩს
650 სტუმარი ესწრებოდა. მოგვიანებით კი, 300 ყველაზე ახლო ნათესავი და მეგობარი საღამოს
წვეულებაზე დაპატიჟეს.თავად ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად არ წასულან.
პრინცი უილიამი, რომელმაც ქორწინების შემდეგ ბებიისგან ოფიციალურად მიიღო კემბრიჯის
ჰერცოგის წოდება, თავის სამსახურს დაუბრუნდა. უილიამი ენგლსიში, უელსის ჩრდილო-დასავლეთით
მდებარე ბაზაზე სამეფო-საჰაერო ძალების პილოტია. უილიამი ამავე დროს არის ირლანდიის
გვარდიის საპატიო პოლკოვნიკი, სწორედ ამ სამხედრო ფორმაში გამოცხადდა ის თავის ქორწილში.
P.S 2012 წლის 21 დეკემბერს დაანონსებული აპოკალიფსი არ შედგა.ძირითადად ეს თემა გაჩნდა მაიას კალენდრის მიხედვით, რადგან 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება მაიას კალენდარი, მაგრამ მაია უსასრულოდ ვერ გააგრძელებდა თავის კალენდარს ესეც ხო ფაქტია, ამიტომაც ამერიკელმა მკვლევარმა, რომელმაც გაშიფრა და გამოიკვლია ეს თემა ამბობდა, რომ 21 დეკემბერს მართლაც სრულდება კალენდარი, მაგრამ იმასაც ამბობდა, რომ ამის შემდეგ იწყება კოსმიური ცივილიზაციის ახალი ციკლი.
No comments:
Post a Comment