Monday, December 3, 2012

მე,მართლმადიდებლობა და

ფარისევლობა...




მე

მინდა ჩემ თავს რიტორიკული კითხვა დავუსვა- რატომ ვარ მე მართლმადიდებელი? ჩემი აზრით ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:

პირველი ის,რომ დავიბადე ქვეყანაში,სადაც მოსახლეობის ოთხმოცდაათ  პროცენტზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია(სხვა საკითხია,როგორ ესმით ამ ადამიანებს ყველაზე ჰუმანური რელიგიის არსი) .

მეორე ის,რომ ჩემი ოჯახიც იმ ოთხმოცდაათ პროცენტს განეკუთვნებოდა და ქრისტიანული წესისი მიხედვით მეორმოცე დღეს მომნათლეს,რის შედეგადაც საწყისშივე წამართვეს არჩევანის თავისუფლების უფლება.

მიუხედავად ამისა მე მომწონს ჩემი აღმსარებლობა ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე.ქრისტიანობა ნამდვილად ყველაზე ჰუმანური რელიგიაა და მას არანაირი საერთო არ აქვს ძალადობასთან.ნებისმიერ ადამიანს თავად უნდა ჰქონდეს უფლება მოწიფულ ასაკში აირჩიოს ან არ აირჩიოს და გახდეს ან არ გახდეს იმ რელიგიის წარმომადგენელი,რომელიც მის შინაგან მრწამსთან არის ახლოს.

ჩემ შემთხვევაში,ჩემი შინაგანი მრწამსი ნამდვილად ახლოს არის იმ ქრისტიანობასთან,რომელიც იესომ იქადაგა.სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანი,სიყვარული,ერთმანეთის პატივისცემა და მიტევებაა და არა იმ ქრისტიანობასთან,რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ დღევანდელი საპატრიარქო და სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა პროპაგანდირებს და თავს გვახვევს,მათ მიერ შქმნილ და თავიანთი ძალაუფლების გასამყარებლად ინტერპრეტირებული დოგმებით,რომელიც საწყისშივე წინაღმდეგობაში მოდის მის რეალურ სახესთან.

როგორც ზევით აღვნიშნე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი,მაგრამ ხშირად არ დავდივარ ეკლესიაში და არ მიმაჩნია,რომ ამით ვცილდები უფალს;არ ვმარხულობ და მითუფრო საჩვენებლად;ჩემთვის ქრისტიანობა საპატრიარქოს და სასულიერო პირთა მიერ მახინჯად ინტერპრეტირებული რელიგია არ არის,ის ჩემთვის სიყვარულის და ჰუმანიზმის თავშესაფარია.

ჩემი შინაგანი მრწამსი სრულ ჰარმონიაში მოდის ჩემი რჩეული რელიგიის იდეოლოგიასთან:პირველ რიგში არ მძულს არავინ;ვცდილობ არ განვსაჯო არავინ,რადგან არ უნდა მოექცე სხვას ისე,როგორც არ გინდა შენ მოგექცნენ;რაც ყველაზე მთავარია მჯერა,რომ თითოეული ადამიანი უნდა გიყვარდეს ისეთი,როგორიც ის არის,განურჩევლად მისი ეთნიკურობის,რელიგიური კუთვნილების თუ იდენტობისა.

მართლმადიდებლობა

სამწუხაროა,მაგრამ რეალობაა ის ფაქტი,რომ  საპატრიარქოს მართლმადიდებლობაზე ექსკლუზიური უფლება აქვს აღებული და ცდილობს ქრისტიანობის სახელით საკუთარი ძალაუფლების გაფართოებას და გამყარებას.ჩემი აზრით ისისნი არ ცდილობენ ქრისტიანობის რეალური არსი იქადაგონ,არამედ მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი კეთილდღღეობის მოპოვება და საზოგადოებაზე კონტროლის გაზრდაა,რათა ადვილად შეძლონ ნებისმიერ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა საკუთარი ინტერესების და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

თუნდაც ის ფაქტი,რომ მართლმადიდებლობას განსაკუთრებული სტატუსი კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული საწყისშივე არღვევს საყოველთაოდ აღიოარებულ ადამიანის უფლებებს. ის პრივილეგიები,რაც მართლმადიდებელ ეკლესიას  აქვს, საქართველოში მოქმედი ყველა სხვა აღმსარებლობაც უნდა სარგებლობდეს.


რათქმაუნდა მათი მრევლის რაოდენობიდან გამომდინარა უნდა ფინანსდებოდნენ,რადგან ვაღიარებ,რომ არასწორია მართლმადიდებლ ეკლესიას,რომლის მრევლს მოსახლეობის ოთხმოცდაათ  პროცენტზე მეტი განეკუთვნება ფინანსდებოდეს იმ რაოდენობს ფინანსებით,რამდენითაც მასზე ბევრად რიცხობრივად ნაკლები მრევლის მქონე რელიგიური მიმდინარეობა.უნდა შევთანხმდეთ,რომ თუ ფინანსდება (2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ საპატრიარქოს დასაფინანსებლად გამოიყო და გადაერიცხა ოცდახუთი მილიონი ლარი)სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური ეკლესია უნდა ფინანსდებოდეს სხვა აღმსარებლობებიც.

ასევე  სამართლიანი იქნება ან გაუქმდეს კონკორდატი ან მისი მსგავსი ხელშეკრულებები დაიდოს სხვა აღმსარებლობებთან და ისინიც გამყარდეს კონსტიტუციით.

მინდა კიდევ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე ვისაუბრო,რომლისგანაც საპატრიარქო აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს.ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემათაგანია სასულიერო პირთა კონტიგენტი,რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.ასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია მათი ქსენოფობიური,ჰომოფობიური და ძალადობის გამაღვივებელი გამონათქვამების,მაგრამ ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვან.

მამა დავით ქვლივიძე:
“იაპონიაში მიწისძვრა იმიტომ მოხდა, რომ იქ ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არსებობს.”

მამა დავით ისაკაძე:
“გოგი გვახარია ლაპარაკობს ბავშვების გარყვნაზე, ეს არ არის პედოფილია?! აუცილებელი ხომ არ არის ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან.”

მამა თეოდორე გიგნაძე:
„ადამიანები არიან თეთრკანიანები, წითელკანიანები, ყვითელკანიანები… თითოეულ ამ რასას თავისი წარმომავალი ჰყავს. მინიშნებები არის წმინდა წერილში, მაგალითად, მონღოლოიდებს რომელი ჰყავთ, ზანგებს რომელი ჰყავთ, ევროპელებს რომელი ჰყავთ, არაბებს და ებრაელებს რომელი ჰყავთ და ა.შ. ამაზე ბევრი რამ მოქმედებდა… საეკლესიო განგებულება… ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვა ადამიანის ბუნებას აზიანებს და მასში რაღაც ცვლილებები შეაქვს. ცვლილებები სამედიცინო თვალსაზრისით შიგნიდან არ ვლინდება, მაგრამ ის ადამიანზე გავლენას ახდენს… ქამის ცოდვა ძალიან მძიმე იყო, ამიტომ, თუ არ ვცდები, სწორედ მანდედან არიან შავკანიანები. ასე რომ, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს გარეგანს. ზანგი რომ იბადება პირველ ხანებში თეთრია… იმიტომ აქვს ხელის გულები თეთრი“.


ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი:
„არავითარ შემთხვევაში ელექტრონული ბარათების, პირადობის მოწმობების აღება არ შეიძლება. იქ არის მხეცის სახელი დაფიქსირებული – სამი ექვსიანი… იუსტიციის სახლები შეიქმნა საქართველოში. ეს არის ის ადგილები, სადაც ანტიქრისტეს მომსახურება მოხდება და ანტიქრისტესთვის ყველანაირ ნიადაგს მოამზადებენ საზოგადოებაში”.

ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი მამა ელიზბარი:
„ნუ აფიქსირებენ ქართველები, რომ გეიები არიან. ეს არის უცხო ქვეყნიდან, გარედან მოხვეული თემა, რომ გადაფარონ დავით გარეჯის ისტორიული თემა… ერთი პატარა ბაღი გაუკეთეთ გეიებს და მიეცით… ეგენი პროვოკაციისთვის არიან მოსულები. არ არიან ქართველები. … ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ დაესხით თავს და რაღაცა – მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი”.

არა და ქრისტე ამბობს:"გიყვარდეთ ერთმანეთი და გადარჩებით".

ფარისევლობა

დღეს ეკლესიაში სიარული,მოძღვარის ყოლა,მარხვის შენახვა ქართველი ერის დიდი ნაწილის მიერ მოდის ტენდენციების დაცვის მაგვარი მოვლენაა და მეტი არაფერი.ამ აზრს უამრავი არგუმენტი და მტკიცებულება მიმყარებს.

პირველ რიგში გულისამრევია მრევლის მიერ მოჩვენებითი მორჩილება საკუთარი წინამძღვრის მიმართ და უაპელაციოდ მიღება ნებისმიერი მისი რჩევის.

ჩემთვის ასევე მიუღებელია რელიგიური თემებით საზოგადოებაში გარკვეული პიროვნებების მიერ მონოპოლიზება და განსაჯაროვება,რადგან რელიგია ძალიან ინტიმური თემაა და ამორალურად მიმაჩნია საკუთარი რელიგიური მრწამსით მანიპპულირება.

სამწუხაროა,როდესაც ქრისტიანობის სახელით სასულიერო პირები ძალადობას ახალისებენ და ხშირ შემთხვევაში ამ ძალადობისკენ უბიძგებენ საკუთარ მრევლს.

იმ ადამიანების მიერ მორალის კითხვა და მაღალ მატერიებზე საუბარი,რომლებიც ძალიან შორს დგანან მორალთანაც და მატერიებთანაც ძალიან სასაცილოა.ღიმილის მომგვრელია სხვა რელიგიის მომდევრების და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა დემონიზაცია.

ვერავინ მოიყვანს ბიბლიიდან არგუმენტს და ციტატასაც კი,რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლობა ცოდვაა და ავადმყოფობა.თუ ვინმე სოდომს და გომორს მოიყვანს მაგალითად ძალიან დავცინებ,რადგან ბიბლიაში არსად წერია,რომ უფალმა სოდომი და გომორი იმიტომ დაანგრია,რომ მანდ ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი ცხოვრობდა.ბიბლიაში წერია,რომ სოდომი და გომორი გარყვნილების გამო განადგურდა.ცივილიზებულ სამყაროში კი იდიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე,რომ გარყვნილებას არანაირი კავშირი არ აქვს პიროვნების განსხვავებულ იდენტობასთან.

ფარისევლობაა,დიდი ფარისევლობა,იცოდე ეს და კიდევ უამრავი ჭეშმარიტება და საზოგადოებაში დამყარებული ყალბი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე უარი თქვა ჭეშმარიტებაზე,რომელიც სამშობლოზეც მაღლა დგას.

P.S. ნატავ ეს ყველაფერი სხვანაირად იყოს,მაგრამ ფაქტი ის არის,რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ სიბნელეში იძირება.ქვეყანაში,რომელმაც სულ რაღაც ოციოდე წელია დააღწია თავის ტოტალიტარულ სივრცეს და ჯერ კიდევ დემოკრატიის საფუძვლების ჩაყრის პროცესშია,ძნელია  ამ ქვეყანის  საზოგადეობას გააგებინო ჭეშმარიტად მაღალი დემოკრატიული ფასეულობები.

No comments:

Post a Comment