„ბედნიერი ერი“
„
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.“
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.“
ილია ჭავჭავაძე
დედამიწაზე,როგორც
კი გაჩნდა პოლიტიკური ცხოვრება,მაშინვე გაჩნდნენ
ხელისუფლების მომხრე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მხარეები.წარმოიშვა მესამე შედარებით მცირერიცხოვანი მხარე,რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლები
მომხრე და მოწინარმდეგე მხარეებს. მთლიანობაში,
ეს ჯგუფი ასრულებდა ერთგვარი ხიდის ფუნქციას ხელისუფლების მკაფიო მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს
შორის.
საქართველოშიც უკვე მერამდენედ ხელისუფლების (ამჯერად ნაწილობრივი) ცვლის შემდეგ საზოგადოების ხელახალი დაყოფა დაიწყო.არსებობს
ხელისუფლების მომხრე ნაწილი „მეოცნებეები“,ხელისუფლები
მოწინაღმდეგეები - „ნაცმოელები“ და შუაში მდგომი მცირერიცხოვანი ჯგუფი „შუაშისტები“.
„ნაცმოელები“
მუდმივი დენი;გაზი;წყალი;პოლიტიზირებული,მაგრამ
არაკორუფციოული პატრული მილიციის ნაცვლად;კრიმინალებისგან გათავისუფლება;ერთიანი ეროვნუილი
გამოცდები;კორუფციის მოშლა სახელმწიფო მანქანის ქვედა ეშელონებში;გზები და შეღებილი ფასადები არის სააკაშვილის და მისი ნაციონალური
მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის მთავარი მიღწევები.
მაგრამ ნაცმოელების
მმართთველობის დროს შეიზღუდა მედია;დასუსტდა პარლამენტი;ბოლომდე დაკარგა დამოუკიდებლობა
სასამართლომ;კორუფციამ უმაღლეს ეშელონებში გადაინაცვლა;სახელმწიფო სტრუქტურების მიერ
ინფორმაციის გაუმჭვირვალეობა;მონოპოლიზირებული ბიზნესი;ნულოვანი ტოლერანტობა;ასობით
უდანაშაულო ახალგაზრდის ჩაცხრილვა ქუჩებში
პოლიტიზირებული პოლიციის მიერ;კანონის უზენაესობის და კონსტიტუციის მრავალგზის გაუპატიურება;სიღარიბის
ზღვარს ქვევით მილიონ რვაასი ათასი ადამიანი;პატიმრების
მასობრივი წამება;შიშის სინდრომის დანერგვა;აგვისტოს 2008 წლის მოვლენები,დამატებით
დაკარგული ტერიტორიები:ზემო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის
მიმდებარე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქართული 140 სოფელი და რუსეთის
მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარება.
საინფორმაციო პოლიტიკის
შედეგად, ფაქტობრივად, საკუთარი თავი დასავლეთს, უპირველესად კი - ამერიკის შეერთებულ
შტატებს გაუტოლა. ამერიკელებს, რა თქმა უნდა, აღაფრთოვანებდათ აგრერიგად „პროდასავლური“
ხელისუფლება, მაგრამ ამ აღფრთოვანება-აღკინებაში გამოეპარათ მთავარი: რომ დასავლეთსა
და განსაკუთრებით, ამერიკასთან გაიგივებული ხელისუფლების შეცდომებიც მათთან ასოცირდებოდა
და ჩნდებოდა საფრთხე, რომ ხელისუფლებისადმი უნდობლობა დასავლეთისადმი უნდობლობაში გადაზრდილიყო.
ერთ-ერთი მედიაგიგანტის -„"ფაინენშელ თაიმსის" ავტორი ნილ ბაკლი რამდენიმე
დღის წინ წერდა, რომ„დასავლეთი საქართველოს მოსახლეობის თვალში თვალთმაქცად აღიქმებოდა.
დარწმუნებული ვარ,
რომ ნაციონალური“ მმართველობის ყველაზე მძიმე შედეგი საქართველოსთვის იყო სწორედ დასავლეთის,
ან გნებავთ, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტის
და სტრატეგიული პარტნიორის იმიჯის შელახვა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობებმა„ნაციონალთა
რეჟიმის „ეს შედეგი უფრო ობიექტურად უნდა შეაფასონ. ჩვენდა ბედად, დასავლეთი გვიან,
მაგრამ მაინც მიხვდა ამას და 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის ნების
პატივისცემით, აღიარებითა და მხარდაჭერით, ხელის ერთი მოქნევით, ქართველი საზოგადოება
კიდევ ერთხელ შეაბრუნა თავისკენ.
ეს უკვე თითქმის
წარსულია,რადგან ნაცმოს ხელისუფლების ნარჩენი სააკასვილი 2013 წლის ბოლოსკენ გამოემშვიდობება პრეზიდენტის
პოსტს.ცუდია გლობალიზაციის აყვავების ხანაში,სადაც
თითოეული წამიც კი მნიშვნელოვანია სახელმწიფომ
ათიოდე წელი დაკარგოს და უძრაობის ხანაში ჩაიძიროს,მაგრამ ყველანაირ მოვლენას თუნდათ
ძალიან უარყოფითსაც აქვს დადებითი მხარე.მაჰათმა
განდიმ ბრძანა:“რომ ჭეშმარიტი ერი ტანჯვაში
იბადება“.
ჩემი აზით ნაციონალურ მოძრაობას არანაირი მკვეთრად გამოხატული
იდეოლოგია არ აქვს და ამიტომაც ძალიან გამიჭირდება ვისაუბრო ამ მოძრაობის იდეოლოგიის
გულმხურვალე მხარდამჭერებზე.ნაცმოელები - მხოლოდ
ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების ოჯახების წარმომადგენლები და პარტიული აქტივისტები არიან.არსებობს გონივრული
ეჭვი,რომ ისინი ერთმანეთთან დანაშაულებრივი
ძაფებით არიან გადახლართულნი.
„შუაშისტები“
"შუაშისტობასთან" დაკავშირებით ორი სტერეოტიპი არსებობს:პირველი მათგანი გვეუბნება, რომ "შუაშისტობა"
აპოლიტიკური პოზიციაა: "შუაშისტი" პოლიტიკისაგან შორს დგომას არჩევს. მეორე
კი გვეუბნება, რომ "შუაშისტების" პოზიცია "ნეიტრალურია": ის ცდილობს
"არც მწვადი დაწვას, არც შამფური",უფრო
რბილი ვერსიით, იყოს „დამბალანსებელი“.
სინამდვილეში, ორივე სტერეოტიპი მცდარია:
ამ ე.წ. "შუაშისტური"
პოზიცია არც ნეიტრალურია და, მით უმეტეს, არც აპოლიტიკური. პირველ რიგში: "შუაში"
ყოფნა ემიჯნება ორ რადიკალიზმს - ერთპარტიულ ავტოკრატიას და ეთნონაციონალიზმის რენესანსს,
რომელსაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" წარმოადგენენ.
"შუაშისტებისათვის" ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს ერთი მხრივ ერთპარტიული
ავტოკრატია, მეორე მხრივ კი - ეთნიკური ნაციონალიზმი. "შუაში" ყოფნა დღეს
ნიშნავს პირველ რიგში დემოკრატიის სრულ და უპირობო პრიორიტეტს ნებისმიერი მიზეზით გამართლებულ
ერთპარტიულ ავტოკრატიაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობას, ეკლესიის და სახელმწიფოს
სრულ გამიჯვნას.
26 მაისის ღამის შემდეგ, ვარდების
რევოლუციიდან მოყოლებული, პირველად შეიქმნა ვითარება, როცა „დამბალანსებელთა“ ჯგუფი
თვალსა და ხელს შუა ნადგურდებოდა. ადამიანები,
რომლებიც აქამდე ყოველთვის ახერხებდნენ, რომ საერთო ენა და ღირებულებები მოეძებნათ
როგორც ხელისუფლების მომხრეებთან, ასევე, მის მოწინააღმდეგეებთან, დაკარგეს უნარს, ორივე მხარეს გააგებინონ საკუთარი პოზიცია.
პოლიტიკურად ეს ჯგუფი ჩამოუყალიბებელია.
არსებული პოლიტიკური პარტიებისათვის კი ეს პოზიცია საინტერესო ან არ არის, ან საერთოდაც
მიუღებელია.ეს ჯგუფი ცდილობს ერთგვარი ხიდის
ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების მკაფიო
მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ჩემი აზრით ასეთი უნდა იყოს „ჭეშმარიტი შუაშისტი“ და „ჭეშმარიტი შუაშისტობა“,მაგრამ
რამდენად აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს ქართველი „დამბალანსებლები“ სხვა საკითხია და სხვა მსჯელობის საგანი.
„მეოცნებეები“
"ქართული ოცნების"
მიერ მმართველი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის დამარცხება ჩემთვის დიდი
მოულოდნელობა იყო.არა იმიტომ,რომ „ნაცები“ “მეოცნებეებზე’ უფრო რეიტინგულები იყვნენ,უბრალოდ
წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ავტორიტარული რეჟიმის,მთელი სახელმწიფო რესურსებით ზურგამაგრებულ
ბანდას „ცივილიზებულ“ ბრძოლაში თუ დაამარცხებდა ოპონენტი.ჩემთვის კიდევ უფრო წარმოუდგენელი
იყო არჩევნების შედეგების ასე იოლად აღიარება პრეზიდენტის და მისი გუნდის მიერ.
ეს მრავალპარტიული კოალიცია ერთი
ადამიანის გარშემო შეიქმნა. ივანიშვილი საქართველოში რუსეთში დაგროვილი უზარმაზარი კაპიტალით ჯერ კიდევ 1996 წელს გამოჩნდა და ერთი წლის შემდეგ ბანკი „ქართუ“
დაარსა. სწორედ
„ქართუ ჯგუფის“ მეშვეობით გაშალა მან საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც
ორი ნიშნით ხასიათდებოდა: უპრეცედენტო
მაშტაბებითა და უკიდურესი გასაიდუმლოებით.
მილიარდელს უბრალოდ აკრძალული ჰქონდა მასზე საჯარო საუბარი, მადლობის
გადახდის ჩათვლითაც კი. იგი
ეწეოდა უკიდურესად კარჩაკეტილ ცხოვრებას, რამაც საზოგადოებაში ივანიშვილის პერსონის სრული მითოლოგიზება გამოიწვია. ოქტომბრის
დასაწყისში კი საჩხერის რაიონის მშობლიურ სოფერ ჭორვილაში მცხოვრებმა მონტე-კრისტომ მოულოდნელად „სცენარი
შეცვალა“ და
როგორც მისი, შვილის, რეპერ ბერას ახალ კლიპშია „პუბლიკა შოკში“ ჩააგდო.
მილიარდელმა ქართულ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე
მკვეთრი ხაზი გაავლო იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებთანაც
აპირებდა თანამშრომლობას და რომლებიც მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო.რჩეულთა შორის მოხვდნენ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ
დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“
და „ეროვნული
ფორუმი“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური ამბიციის გამჟავნებისთანავე მილიარდელს, მის მიერვე შვიდი წლის წინ მინიჭებული მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ
თავად მმართველ პარტიაში სერიოზული აზრთა სხვადასხვადაობა
გამოიწვია. განათლების
ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ პრეზიდენტის ბრძანებულებას „ძალიან დიდი სისულელე და დიდი პოლიტიკური შეცდომა უწოდა“.
„ქართული
ოცნება
- დემოკრატიული საქართველო” დაფუძნდა
2012 წლის 21 აპრილს.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო
იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან“, „თავისუფალ
დემოკრატებთან“, „ეროვნულ
ფორუმთან“, აპრილში
კი პარტიასთან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. კოალიცია
ბლოკის სახით წარსდგა
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო
კამპანია ოფიციალურად 27 მაისს რამდენიმე ათასიანი მიტინგით დაიწყო.რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში
მათი გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება „მეოცნებეებს“,აქ საქმე
მარტივად არ არის,რადგან კოალიცია შედგება რამდენიმე სუბიექტისგან და მისი მომხრეების
იდეოლოგია პირდაპირპროპორციულია,კოალიციაში არსებული ერთი არებული პარტიის იდეოლოგიასთან
და იქაც არ არის საქმე მარტივად,რადგან კოალიცია,როგორც ზევით ავღნიშნე მრავალსუბიექტურია
და თუ კლასიკურ იდეოლოგიის გაგებაზე ვსაუბრობთ.მანდ ერთადერთი პარტია,რომელსაც იდეოლოგია
გააჩნია რესპუბლიკური პარტიაა,რომლის ლიბერალურ და დასავლურ ორიენტირებს პირადად მე
სრულიად ვიზიარებ.
საქართველოს საზოგადოების განვითარების
დონე პირდაპირპროპორციული იქნება რესპუბლიკური პარტიის პოპულარობაზე საზოგადოებაში.დღეს
ამ მხრივ საქმე არ არის სახარბიელო,რადგან რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი საზოგადოებაში
4%-ია,რაც ამ ეტაპზე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
P.S. დასავლეთისაკენ
მისწრაფების მიუხედავად, საქართველოში შესაძლოა
კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია, ანტიამერიკანიზმი და ევროპისადმი უნდობლობა.
თუ ქართველები დაიჯერებენ, რომ დემოკრატიული სამყაროსაკენ მათ მისწრაფებას დასცინიან,
მაშინ ამ ყველაფრის გაღვივება შესაძლოა მოხდეს. საქართველოს დემოკრატიისაკენ სწრაფვა
საკმაოდ მყიფეა, ნატო და ამერიკა კი ის ფაქტორებია, რომელიც ამ სწრაფვას კარგად დაასრულებენ.
ახლა არ არის იმის დრო, რომ ეს გავლენა შესუსტდეს.
No comments:
Post a Comment