Friday, August 19, 2011

ჯულიეტა მაზინა - ,,ჩარლი ჩაპლინი კაბაში"

ჯულია ანა მაზინა დაიბადა 1921 წლის 22 თებერვალს სან-ჯორჯო დი პიანოში (იტალია),მასწავლებლისა და მოსამსახურის ოჯახში.სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად გააგზავნეს რომში დეიდასთან.მან რომის უნივერსიტეტში ჩააბარა და უახლესი ლიტერატურის მასწავლებელი გახდა.მაზინა სტუდენტურ ექსპერიმენტალურ თეატრში თამაშობდა,საიდანაც მიიწვიეს თეატრ კვირიონოში.ის მისი პროვინციული აქცენტის მოსაცილებლად საკმაოდ დიდხანს მუშაობდა რადიოში.
ფელინიმ მაზინას ხმა საკვირაო რადიოსადგურში ,,ჩიკო და პოლინაში“ გაიგონა.ჯულიეტას ფელინიმ მალევე დაურეკა,უთხრა,რომ ფილმის გადაღებას აპირებდა და შეხვედრა შესთავაზა,შეხვედრა შედგა...ეს 1943 წელს მოხდა,ფელინი 23 წლის იყო,ხოლო ჯულიეტა 21-ის.თავდაპირველად ფელინის გამხდარი და სუსტი გარეგნობის ჯულიეტა არ მოეწონა,მიუხედავად ამისა მალე დიდი სიყვარულის ისტორია დაიწყო და მათ იმავე წლის 30 ოქტომბერს იქორწინეს.ფედერიკოს თხოვნით ჯულია ჯულიეტა გახდა.მათ შვილი არ ჰყოლიათ.მაზინა პირველი ფეხმძიმობისას კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა,ხოლო მეორე მცდელობაც ტრაგიკულად დასრულდა-ახალშობილი ორ კვირაში გარდაიცვალა.ამან ფელინი და მაზინა კი არ დააშორა,პირიქით უფრო შეაკავშირა.
 
მაზინა კინომ გაიტაცა,მაგრამ პროდიუსერებისთვის ის სასურველი კანდიდატურა არ აღმოჩნდა.მიუხედავად იმისა,რომ ფელინი სცენარებს ძალიან ხშირად წერდა,ძალიან დიდხანს არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა თავისუფალი ჯულიეტასთვის.
როგორც იქნა მან როლი მიიღო ალბერტო ლატუადას ფილმში ,,სიბრალულის გარეშე“ 1947 წ.მან ტრაგიკომიკური მეძავის მარჩელას სახე შექმნა.ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს.მას ,,ვერცხლის ლენტის“ ჯილდო გადასცეს.
მაზინამ კიდევ ერთი,,ვერცხლის ლენტა“ 1951 წელს ფელინის ფილმში ,,ვარიეტეს შუქურაში“ მოგზაური მსახიობის როლის შესრულებისტვის გადასცეს.კინოკრიტიკოსები მას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ,მაგრამ პროდიუსეები ძველებურად ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ.ძალიან დიდი კამათის შემდეგ პროდიუსერები:კარლო პონტი და დინო ლაურენტისი დათანხმდნენ ფილმისთვის ,,გზა“ ჯულიეტა გადაეღოთ.


1954 წელს ფილმ ,,გზაში“ დაიბადა ლეგენდარული მსახიობი ჯულიეტა მაზინა.მან ამ ფილმში მოხეტიალე ცირკისთვის მიყიდული გოგონა ჯელსომინა განასახიერა.ტრაგიკომიკური სახე და მისი უძირო ღიმილი არ შეიძლება წაგეშალოს მეხსიერებიდან,როცა ამ ფილმს ნახავ.ის გენიალურია,ალბათ გენიალურზეც უფრო მეტი.
ამ ფილმის შემდეგ მაზინას წარმატებამ და აღიარებამ იტალიის საზღვრები გაარღვია და მთელ მსოფლიოს მოედო.მას კინოკრიტიკოსები-,,ფელინის მუზას“ , ,,ჩარლი ჩაპლინს კაბაში“ და კიდევ უამრავი დასაფასებელი ეპითეტებით ამკობდნენ.საკმაოდ მცირე იყო მისი როლი ფელინის მომდევნო ნმუშევარში ,,თაღლითობა“ სადაც მხატვრის მზრუნველი ცოლის როლი განასახიერა.
1957 წელს ითამაშა ,,კაბირიას ღამეებში“  სადაც ისევ მეძავის როლი განასახიერა,მას ეს როლი ძალიან მოსწონდა და ამ როლისათვის მან უამრავი ჯილდო მიიღო.ჯულიეტას და ფელინის დებიუტი ჰოლივუდში წარმატებული აღმოჩნდა.ჯულიეტას ბევრი არ უთამაშია,მაგრამ რაც ითამაშა საკმარისია,იმისთვის,რომ მის გენიალურობაში ეჭვი არ შეიტანო.
 
1957 წელს ასევე ითამაშა ,,ფორტუნელაში“, ხოლო 1958 წელს ითამაშა ბნრენატო კასტელანის ფილმში ,,ჯოჯოხეთის ქალაქში“ არანაკლებ მასზე გენიალურ და საოცარ მსახიობ ანნა მანიანისთან ერთად,მაგრამ ამ ფილმს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია.ჰოლივუდმა მაზინას 5 წლიანი კონტრაკტი შეათავაზა,მაგრამ მან ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა,მიზეზი ფედერიკო იყო.მას არ შეეძლო ესოდენ დიდი ხნით განშორებოდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს და მამოძრავებელ ძალას.
1965 წელს ფილმი ,,ჯულიეტა და სუნამო“ საგანგებოდ მისთვის შეიქმნა,აქ ის მოტყუებულ და დამცირებულ ცოლს თამაშობდა.რეალობაში მას ასეთი ქალები სძულდა.
1973 წელს ტელესერიალ ,,ელეონორაში“ გადაიღეს,ხოლო 1976წ.-,,კამილაში“.მან საკმაოდ ბევრ ფილმზე თქვა უარი საკუთარი პრინციპების გამო.ის 27 ფილმშია გადაღებული,მათგან შედევრი 11-ია,7 ფელინიმ გადაიღო და აქედან მხოლოდ 4 ფილმში განასახიერა მთავარი როლი.

მაზინამ და ფელინიმ ერთად 50 წელი იცხოვრეს,მათი ბავშვები მათივე ფილმები იყვნენ.ჯულიეტა მათ ოჯახზე წერდა: ,,მე და ფედერიკოს ვერაფრით დაგვარქმევთ ოჯახს,არც მემკვიდრე,არც ახლო ნათესავები...ჩვენ უფრო წყვილი ვართ,ორი ადამიანი,რომელნიც ურთიერთშეთანხმებულად,ერთად ცხოვრობს.მაგრამ უნდა გამოვტყდე,ძველებურად სხვადასხვაგვარები დავრჩით,მე ლაპარაკი მიყვარს ის კი სიტყვაძუნწია,მე მოგზაურობა მიყვარს ის კი ვერ იტანს,მე სიამოვნებით ვუსმენ მუსიკას,მას კითხვა ურჩევნია.ხშირად მეკითხებიან,როგორ ვცხოვრობ გენიოსთან ერთად,მე კი ვპასუხობ,სულელთან გამიჭირდებოდა ცხოვრება-მეთქი.და მაიც,რაღაცა გვაერთიანებს,თუნდაც,შინ გატარებული წყნარი კვირადღე და სანახაობისკენ ლტოლვა.ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად,თუმცა ისიც უნდა ვთქვა,მასთან გადაღება გაცილებით მიჭირს,ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისორთან".
1994 წლის 23 მარტს ჯულიეტა მაზინა ძილში მიიცვალა,ხოლო ერთი წლით ადრე 1993 წლის 31 ოქტომბერს ფელინი გარდაიცვალა,ერთი დღით ადრე კი მათ ქორწინების 50 წელი შეუსრულდათ.
კინემატოგრაფში რაღაც დიდი დასრულდა...

1 comment:

  1. ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი - იტალიური კინოს გრანდები,ორი მოვლენა მსოფლიო კინოხელოვნებაში

    ReplyDelete