Sunday, April 29, 2012

ჩემი ,,ივენთები" ,,ფრონტლაინ ჯორჯია"-ში


15.03.2012,18:00,გუდიაშვილის 11, ,,ფრონტლაინ ჯორჯია",მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ,,ჭეშმარიტება,რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას",მომხსენებლები:ლევან ბერძენიშვილი,ნათელა სახოკია და ზაზა შათირიშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.


9.02.2012,18:00,გუდიაშვილის 11, ,,ფრონტლაინ ჯორჯია", დისკუსია თემაზე ,,სქესობრივი განათლება- ეთიკა და მიდგომებ",მომხსენებლები:ლელა გაფრინდაშვილი და ლევან ბუთხუზი, იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.


20.01.2012,18:00, გუდიაშვილის 11, ,,ფრონტლაინ ჯორჯია",ანიეს ვარდას ფილმის Vagabond (1985), ჩვენება და დისკუსია თემაზე ,,ჩაკეტილი საზოგადოება და საქართველო",მომხსენებლები:ია ანთაძე და შორენა შავარდაშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.





28.10.2011, 18:00, ბროსეს 2, ,,ფრონტლაინ ჯორჯია",მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის ,,ზაბრისკი პოინტი" (1969),ჩვენება და დისკუსია თემაზე ,,მეამბოხე ახალგაზრდობა",მომხსენებლები:ნინია კაკაბაზე,თეო ხატიაშვილი და ლელა გაფრინდაშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.






6.07.2011,  ბროსეს 2, ,,ფრონტლაინ ჯორჯია",ლინდსეი ანდერსენის ფილმის ,,იღბლიანი'' (1973) ჩვენება და დისკუსია თემაზე ,,კარიერა და ფასეულობები",მომხსენებლები:გოგი გვახარია და ლელა გაფრინდაშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.




გაგრძელება  იქნება ...



Thursday, April 26, 2012

მე - სომეხი,შენ - არმენოფობი !!!

 

 
2009 წლის აგვისტოში მე და ჩემი მეგობრები საზოგადეობრივი ორგანიზაცია ,,თავისუფალი აზრის სახლის“ ეგიდით ვიყავით ექსპედიციაში წასული ყვარლის რაიონის სოფლებში,რათა შეგვესწავლა მანდ მცხოვრები ჩვენი დაღესტნელი და უდი თანამემამულეების წეს-ჩვეულებები და ისტორია.ექსპედიციამ,რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი ორ კვირას გასტანა და თითოეული დღე ჩემთვის სასიამოვნოდ განსაცვიფრებებლი აღმოჩნდა,რადგან მე დაღესტნელებით და უდიებით დასახლებულ სოფლებში უკეთესი საქართველო აღმოვაჩინე.ისინი ჩვენზე-ეთნიკურად ქართველებზე უფრო უკეთესი ქართველები იყვნენ და მე ამან აღმაფრთოვანა.წამოსვლის ბოლო დღეს კი ერთ-ერთმა ეთნიკურად დაღესტნელმა მაჩუქა მის მიერ გაკეთებული კერამიკის სუვენირი სადაც ეწერა : ,,გურჯია ბატი ბატიაბ რაყ“(საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა) .საქართველოს უნიკალურობა სწორედ,რომ მის მრავალეროვნულობაშია.

ლესელიძის ქუჩის მრავალფეროვნება,სადაც ქართული,სომხური და ებრაული ეკლესიები თითქოს სამაისავით აერთიანებენ და აძლიერებენ ქართულ გენს,ყოველთვის მეგონა,რომ თითოეული ქართველის შინაგანი მდგომარეობა იყო,მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი ან შეიძლება ეს ყველაფერი ფარსად მე მეჩვენება,მაგრამ არამგონი ამ რამდენიმე დღის წინ საქართვცელოს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულმა მოვლენებმა თითოეულ თქვენთგანს ჩემგან განსხვავებული თვალსაზრისი დაგიტოვათ.სრულიად გამაოგნა პარლამენტში განვითარეებულმა მოვლენებმა,როდესაც ერთმა დეპუტატმა მეორის შეურაცყოფის მიყენების მიზნით მას სომეხი უწოდა,ამას კი მომდევნო დღეებში არანაირი რეაგირება არ მოჰყვა.არა და არმენოფობიური გამოთქმებისათვის მინიმუმ  დეპუტატის იმუნიტეტი უნდა შეეწყვიტათ სიძულვილის ენის გამღვივებლისათვის.

 
ბოლო პერიოდის საქართველოში არემენოფობიური გამონახტომები მოდაში შემოვიდა.ხელისულების წარმომადგენლებისათვის არმენოფობიური გამონათქვამების ავტორებისათვის ორმაგი სტანდარტი არსებობს,თავისიანებს ყველაფერი ეპატიებათ და ამაზე ზევით დავწერე,ხოლო სხვები უნდა დაისაჯონ,თანაც სამაგალითოდ. ამის ნათელი დადასტურება იყო რუსთაველის თეატრიდან,რობერტ სტურუას გაგდება,როცა მან პრეზიდენტზე ბრძანა;სომეხია და რა ჰქნას ქვეყანა არ უყვარსო.ერთგან სამართლიანად დაისაჯა სიძულვილის ენის ავტორი,მეორეგან კი ,,გმირი“  ,,ჩემიანია და რა ვქნას“ პრინციპმა იხსნა.

საქართველოში ბოლო დროს არმენოფობიის კიდევ ერთი მაგალითია მხცოვასნი მსახიობის ოთარ კობერიძის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუ სადაც მან ბრძანა,რომ პრეზიდენტს ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს,რადგან მას სომხობას აბრალებენ და ითმენს,მე კი ამას არ მოვითმენდიო.მასაც ,,შეუნდეს“ ხელისუფლების მესვეურებმა ,რადგან მათიანია და ეპატიება.ამავე კონტექსტში შემიძლია მოვიყვანო მაგალითად  2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრის ბესო ჯუღელის საგაზეთო ინტერვიუ,სადაც მან თქვა:ცენტრალური უბნებიდან მიკირტუმეები უნდა გავასახლოთ და ეხლა ჩვენ ვიცხოვროთო.

არმენოფობიური გამონათქვამების მაგალითების მოყვანა მრავლედ შემიძლია,მაგრამ ეს არ არის მთავარი,მთავარი ის არის,რომ სიძულვილის ენის გამავრცელებლობა კანონით უნდა ისჯებოდეს,ხოლო გამავრცერლებლები უმკაცრესად დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით განურჩევლად იმისა ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ არა.კანონი ერთია და ის ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს,მაგრამ ეს შორეული პერსპექტივის ამბავია,რადგან ჯერ სახელმწიფოს უნდა დავემსგავსოთ სადაც კანონი ყოველგვარ ვნებაზე მაღლა დადგება!

მე სომეხი ვარ!

Tuesday, April 17, 2012

,,ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები"



 20.01.2012 ფრონტლაინ ჯორჯია 18:00 საათი,შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის ანიეს ვარდას ფილმის ,,კანონგარეშე და უსახლკარო“-ს ჩვენება და დისკუსია ქართული საზოგადოების მარადიულ პრობლემატურ თემაზე ,,ჩაკეტილი საზოგადოება და საქართველი“.მომხსენებლები:ია ანთაძე და შორენა შავარდაშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.

დისკუსია ძალიან საინტერესო იყო,მითუფრო მომხსენებლები ქართული ჟურნალისტიკის  ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ჟურნალისტები იყვნენ.ძალიან საინტერესო იყო მათი ნააზრევიც ,მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ მე კიდევ უფრო მეტი კითხვებვი  გამიჩნდა,იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი საზოგადოება და როგორ გარდავიქმნათ ჯერ კიდევ კოლექტიური საზოგადოება ინდივიდების საზოგადოებად.


 
ყოველთვის მაინტერესებდა,როგორ ვახერხებთ ვიყოთ ერთმანეთს დაპირისპირებულ ,,ტუსოვკებად“ დაყოფილი?ეს ყოველთვის ძალიან მაღიზიანებდა.უსამართლობა მაღიზიანებს ყველგან სადაც ის მხვდება.ამაზრზენია ე.წ ინტელექტუალების მიერ ლიბერალური იდეოლოგიის პრივატიზება  და არნაკლებ ამაზრზენია ე.წ პატრიოტების მიერ კონსერვატიული იდეოლოგიის პრივატიზება და კიდევ უფრო ამაზრზენია ორივე მხარის მიერ  ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის პროპაგანდირება და ედრთმანეთის დისკრედიტაცია,რომელიც ხელს უწყობს ჩაკეტილი საზოგადოების კიდევ უფრო ჩაკეტვას და კიდევ უფრო მკვეთრი წითელი ხაზების გასმას საზოგადოების ,,ტუსოვკებად’ დაყოფილ ნაწილებს შორის.


 
არაფერი არ არის ქილიკზე უფრო ადვილი (ამისათვის შეგიძლია პრეზიდენტის ნებისმიერი გამოსვლა ნახო და დილიდან საღამომდე გაერთო),ბევრად უფრო მეტი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე და თავი დავანებოთ ერთმანეთზე შეურაწყოფების მიყენებას .არ ჩატარებულა დისკუსია,სადაც ეს ორი ძალა ერთმანეთთან ცივილიზებული დებატებით შემოიფარგლა,ლიბერალები კონსერვატორებს (აქ საპატრიარქოს ვგულისხმობ,რადგან კონსერვატორიზმზე ექსკლუზიური უფლება მას აქვს შეძენილი) ბნელებს ეძახიან,კონსერვატორები ლიბერალებს კი ანტიეროვნულებს და მოღალატეებს.

როდესაც ვამბობთ ლიბერალებს საინტერესოა ვის უწოდებთ  მათ,ჩემი აზრით ავტორიტარული სისტემის მეხოტბე წარმოუდგენელია იყოს ლიბერალი.ჩემთვის წარმოუდგენელია იყო ლიბერალი,როდესაც პატივს არ სცემ განსხვავებულ აზრს თუნდაც შენთვის ძალიან მიუღებელს.ეს კიდევ ცალკე თემაა ვინ არის ლიბერალი და ვინ არა,ვინ მიჩნევს,რომ არის ის და ვინ არა.

 
და არის ერთი დიდი დილემა,რომელიც ხელს უშლის ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას,ეს ერთმანეთის მიუღებლობაა,ერთმანეთის მიმართ შიშია.გვეშინია ერთმანეთს მოუსმინოთ და გავიგოთ ჭეშმარიტება,რომ კოსმოპოლიტიზმს და პარტიოტიზმს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე სხვაობა.და კიდე ერთი დიდი დილემა ის არის,რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ინდივიდუალური აზროვნება.ინდივიდუალური აზროვნების ნაკლებობა ორივე ფრთაში იგრძნობა,თოთოეულ ამ ფრთას ყავს გამოკვეთილი გურუები და მათი მიმდევრები,როგორც ცხვრები ფარაში ისე ემორჩილებიან და იზიარებენ თავიანთი ლიდერების ნააზრევს,თუნდაც თითოეული მათგანისათვის მიუღებელს.

ერთადერთი გამოსავალი გავარღვიოთ ჩაკეტილი საზოგადოება და იმ მოჯადოებულ წრეს დავაღწიოთ თავი,რომელზეც ოცი წელია დავძრწივართ არის გავბედოთ აზროვნება და ნურავის მივცემთ უფლებას ჩვენს ნაცვლად იაზროვნოს.



Friday, April 13, 2012

მეოცე საუკუნის უდიდესი ვარსკვლავი



კეთრინ ჰეპბერნი 1907 წლის 12 მარტს დაიბადა ა.შ.შ-ს ქალაქ ჰარფორდში.მამა ჰარფორდის ერთ-ერთ საავადმყოფოში  უროლოგად მუშაობდა ,ხოლო დედა აქტიური ფემინისტი იყო და ამავე ტიპის ორგანიზაციას ედგა სათავეში.

12 წლის ასაკში ის თამაშობდა არაპროფესიონალი რეჟისორების მიერ დადგმულ სპეკტაკლებში,ხოლო მისი დებიუტი დიდ სცენაზე  შედგა 1928 წელს ბალტიმორის თეატრში.1929 წელს ცოლად გაყვა ფილადელფიელ ბროკერს ოგდენ სმიტს,მათმა ქორწინებამ 1934 წლამდე გასტანა.ის 1929 წელს გადავიდა საცხოვრებლად ბროდვეიზე,მის მიერ ნათამაშევი სპეკტაკლები ძალიან პოპულარული იყო საზოგადოებაშიც და ამავე დროს თეატრის კრიტიკოსებშიც კი.


 
მისი დებიუტი კინოში 1932 წელს ფილმით ,,იყო განქორწინებული“,მან ამავე წელს მოიპოვა პირველი ოსკარი ფილმისაtვის ,,ადრეული აღიარება“ ,თუმცა ვერც უდიდესმა აღიარებამ და ოსკარმა ვერ მოუპოვა მას მისთვის ნანატრ ფილმში  ,,ქარწაღებულში“ სკარლეტ ო,ჰერას როლი,ის ამ როლისთვის მეტისმეტად არასექსუალურად და ქედმაღლად ჩათვალეს,თუმცა მისი ეს თვისებები განასხვავებდა მას სხვებისგან და სწორედ იმიტომ შეიყვარეს და გააღმერთეს ის ამერიკაში,რომ კეტირნი არავის არ ჰგავდა.

ჰეპბერნი ოსკარზე 12 ჯერ იყო ნომინირებული და მათგან 4 ოსკარი გადაეცა.ის 1933 წელს გადაიღეს ,,პატარა ქალებში“,ხოლო 1938 წელს გამოსული ფილმის ,,კატების აღზრდის“ ჩავარდნის შემდეგ მან გადაწყვიტა დროებით ჩამოშორებოდა კინემატოგრაფს და ცოტა დაესვენა.

ის ტრიუმფით დაბრუნდა კინოში 1940 წელს ბარნის ფილმით ,,ფილადელფიის ისტორია“,რომელშიც შესანიშნავად შესრულებული როლისთვის მას კიდევ ერთი ოსკარი მოუპოვა.

 
1942 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში ,,ქალის წელი“,სადაც მისი პარტნიორი იყო ჰოლივუდის მეორე ლეგენდა სპენსერ ტრეისი და ფილმის გადაღების პროცესში მათი რომანი დაიწყო,რომელმაც გასტანა თითქმის 30 წელი (სპენსერის გარდაცვლებამდე) და რომელიც იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი სიყვარულის ისტორია.

იმ დროისათვის სპენსერი ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული მამაკაცი მსახიობი იყო,მექალთანე და გამოუსწორებელი ლოთი,კეტრინი კი ულამაზესი და ძალზე მოწესრიგებული პიროვნება იყო.ეს წყვილი პრესის პირველი ფურცლებიდან ცხოვრების ბოლომდე არ ჩამოსუყლან.სპენსერმა 1938 წელს ფილმისთვის ,,მამაცი კაპიტანი“ ოსკარი გადაეცა,თუმცა ცერემონიალს ვერ დაესწრო საავადმყოფოში იყო,მის მაგივრად ცერემონიალზე ოსკარი მისმა მეუღლემ ლუიზამ აიღო.მას მის მეუღლესთან ვაჟი შეეძინა,რომელიც ყრუ აღმოჩნდა და რომელიც უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა ტრეისისათვის.მისი ცოლი მისგან ყველა ღალატს ღირსეულად იტანდა,მაგრამ კეტრინი სხვა შემთხვევა იყო,რომელიც მას მთელი ცხოვრება ეცილებოდა ქმარსა და საყვარელ მამაკაცს.

კეტრინი ეგოცენტრულ ვარსკვლავად ითვლებოდა.ის მდიდარი ოჯახიდან იყო,რამდენიმე უცხო ენა იცოდა,ფიგურულ სრიალში მედალოსანი იყო,გოლფს და ჩოგბურთს ძალიან კარგად თამაშობდა.პარადოქსი ის იყო,რომ ის დასანახავად ვერ იტანდა ლოთებს და მას სიგიჟემდე შეუყვარდა სპენსერი.

 
კეტრინთან ერთად პირველი ფილმის გადაღების წინ სპენსერის მეგობრებს მასთან სანაძლევოს დადება უნდოდათ,რამდენად მალე ჩაიწვენდა ის ქალს საწოლში,მან კი უპასუხა; ,,რა მინდა ლესბოსელის საწოლში“.მათი ერთობლივი მუშაობა ერთგვარ დუელს ჰგავდა.ჰეპბერნი ვერ იტანდა მოუწესრიგებელ პიროვნებებს და ერთხელ სპენსერი ფაბიდან გამოათრია და ბავშვივით დატუქსა.არც კეტრინს ეხატებოდა გულზე სპენსერი და მასთან არც ის ფიქრობდა რომანს,მაგრამ ერთ-ერთი საერთო ვახშმის დროს ქალმა მამაკაცს სრულიად გულწრფელად გადაუშალა გული და მათ შორის დაიწყო ჰოლივუდის საუკუნის რომანი.ტრეივისი მიხვდა,რომ ეს ის ქალი იყო რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება უნდოდა,მაგრამ მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი,რომ ვაჟიშვილის გამო ცოლს არ გაცილებოდა.ამ რომანის პრესაში გაჟონვის შემდეგ მისი ცოლი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში მოხვდა.

მათ ერთად 10 მდე ფილმში ითამაშეს.ჰოლივუდის ქალღმერთი მისთვის ძიძაც,მძღოლიც,დამლაგებელიც,საყვარელიც და ნდობით აღჭურვილი პიროვნებაც იყო.მათი რომანი ჰოლივუდის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო,ისინი ბავშვებივით დასეირნობდნენ პარკში და აწყობდნენ პიკნიკებს.


1967 წელს ფილმისთვის ,,გამოიცანი ვინ მოვა სადილზე“ კეტრინს მორიგი ოსკარი გადაეცა,მაგრამ თავად არ წავიდა ცერემონიალზე,ის ამ დროს სპენსერის საყვარელ სასტუმროში იყო და იქ შეიტყო ეს მოვლენა.კეტრინთან ერთად ნათამასევი ეს როლი სპენსერისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა და გადაღებების დასრულების შემდეგ ის  ორ კვირაში გარდაიცვალა.ჰოლივუდის დიდი სიყვარულის ისტორიაც მასთან ერთად დამთავრდა.კეტრინი დიდი ხანი ვერ გამოდიოდა დეპრესიიდან.

1972 წელს გადაღებული ფილმი ,,ტრეისი და ჰეპბერნი:ინტიმუტი დღიურები“კეტრინის შესრულებით ბეტსელერად იქცა.მას მთელი ცხოვრება კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა,მაგრამ ოთხმოცდაათიანი წლების შუარიცხვებში მისი ჯანმრთელობა შეირყა.2003 წლის 29 ივნისს ყველა დროის ყველაზე დიდი მსახიობი,ლეგენდარული ქალი,კინემატოგრაფიის გენია კეტრინ ჰეპბერნი ოლდ-სეიბურგში გარდაიცვალა.ის საოჯახო სასაფლაოზე ქალაქ ჰარფორდში დაასაფლავეს.

ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ინიციატივით 2003 წელს მას მიანიჭეს ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოს სტატუსი,მისი უდიდესი წვლილისათვის მსოფლიო კინემატოგრაფში.ოლდ-სეიბურგის თეატრს მიანიჭეს მისი სახელი.ის მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარეს.მისი სამსახიობო ხელოვნება გარკვეულწილად რევოლუციური იყო.მისი გარდაცვალებით მსოფლიო კინემატოგრაფმა ყველაზე დიდი ვარსკვალავი დაკარგა და ის თავის ერთადერთ ქალღმერთს დაემშვიდობა.