Saturday, December 22, 2012

Cohabitation ქართულად





კოაბიტაცია ბოლო პერიოდის ქართული რეალობის  ყველაზე აქტუალური და საყვარელი ტერმინი  გახდა.ძალიან საინტერესოა რამდენად რეალურია ამ მოთხოვნის განხორციელება? ვინ არის პასუხისმგებელი და რა არის გადამწყვეტი პროცესის წარმატებით დასრულებაში?!

სანამ არსებული რეალობის ჩემეულ ნააზრევს წარმოგიდგენთ,მანამდე მინდა მოკლე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ კოაბიტაციის შესახებ.

კოაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას ნიშნავს,ის საფრანგეთში წარმოიშვა და ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყნებში გვხვდება,სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო  უმრავლესობა შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. ასეთი მდგომარეობა იქმნება იმის გამო, რომ მსგავსი სისტემა პრეზიდენტს აიძულებს დანიშნოს პარლამენტისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი, რადგან პრემიერ-მინისტრს ამტკიცებს პარლამენტი. ამგვარად კოაბიტაცია ხდება ორმაგხელისუფლებიანობის გამო: არჩეული პრეზიდენტი და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უნდა იყოს მისაღები, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთვის  ასევე პრეზიდენტისთვის.

კოაბიტაცია არის საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პროდუქტი, თუმცა დაუგეგმავიახალმა კონსტიტუციამ ერთად მოუყარა თავი ძლიერ პრეზიდენტს მრავალფეროვან პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშვალდებულია კანონმდებლებთან. პრეზიდენტის უპირველესი ამოცანა იყო, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და გადამწყვეტი მოქმედება უმოქმედობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკაში იყო გავრცელებული; პრემიერ-მინისტრი, ასევე, იყო მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლებას და ეხმარება პარტიათშორისი კინკლაობის გადალახვაში.

1962 წლიდან საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი საერთო-სახალხო კენჭისყრის სისტემით. ამ სისტემამ ჩაანაცვლა საარჩევნო კოლეგიის ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. ეს ცვლილება განხორციელდა პრეზიდენტის ძალაუფლების გასაზრდელად, რაც შეუძლებელი იყო ძველი კონსტიტუციით. ამავე დროს, პრეზიდენტს გადაეცა სახალხო მანდატი და იგი იქცა ერის სახედ და სიმბოლოდ. რა თქმა უნდა ეროვნული ასამბლეის უმრავლესობა ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტს მიენიჭა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება, იგი წარმოჩნდა როგორც უმაღლესი ლიდერი, რომელსაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის მომხდარი ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტა შეეძლო. გარდა ამისა, დისბალანსი ვლინდება იმაშიც, რომ მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს ასამბლეა ნებისმიერ დროს (მაგრამ არაუმეტს ერთისა წელიწადში), მაშინ როდესაც ასამბლეას არ აქვს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მოხსინის ძალა.

პრეზიდენტის ამგვარი უპირატესობის ერთადერთი ნაკლი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას სჭირდებოდა პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის თანხმობა: რადგან საკონმდებლო ორგანოს შეუძლია გამოუცხადოს უნდობლობა და დაითხოვოს მთავრობა, აქედან გამომდინარე პრემიერ-მინისტრს სჭირდება ასამბლეის მხარდაჭერა. აღნიშნული გარემოება არ იყო პრობლემა მაშინ როდესაც პრეზიდენტი და საკანონმდებლო უმრავლესობა ერთ პარტიას წარმოადგენდნენ, მართლაც პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელიც იყო კონსტიტუციის უდიდესი ნაწილის სულის ჩამდგმელი, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უთანხმოება შეიძლება მომხდარიყო; ასეთ სიტუაციაში საფრანგეთის საზოგადოება მას არ ჩააყენებდა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი ირჩევა შვიდწლიანი ვადით, ხოლო ასამბლეა ხუთწლიანი ვადით, ადრე თუ გვიან ასეთი მდგომარეობა წარმოიშვებაპოლიტოლოგებმა ეს შეაფასეს როგორც ხარვეზი კონსტიტუციაში, რომელსაც მეხუთე რესპუბლიკის დაქცევა შეუძლია.

კოაბიტაციასთან პირველი შეხება მოხდა 1981 წელს, მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტად სოციალისტი ფრანცუა მიტერანი აირჩიეს. ამ დროს ასამბლეის უმრავლესობას მემარჯვენე ძალა იკავებდა. ახლადარჩეულმა პრეზედენტმა მიტერნმა თითქმის მაშინვე გამოიყენა მისდამი მინიჭებული ძალაუფლება და მოიწვია ასამბლეის არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველებმა მხარი ფრანსუა მიტერანის სოციალისტებს დაუჭირეს. ამგვარად, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ასამბლეაში სრული უმრავლესობა მოიპოვა და პოლიტიკური კრიზისიც თავიდან იქნა აცილებული. თუმცა, როდესაც ასამბლეის ხუთწლიანი უფლებამოსილების ამოწურვის გამო ჩატარდა ასამბლეის ხელახალი არჩევნები, სოციალისტები დამარცხდნენ, დაკარგეს უმრავლესობა და დაიწყო კოაბიტაციის პირველი ექსპერიმენტი.

საფრანგეთში კოაბიტაციის მხოლოდ სამი პერიოდი იყო, მაგრამ თითოეული მათგანი გამოირჩეოდა უფლებამოსილების ილუსტრირებული რხევებით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.

ახლა კი,რაც შეეხება ჩვენბედნიერ ერს“.2012  წლის 1ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში  კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება კოაბიტაციის რეჟიმზე გადავიდა.პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  პარტიამ, „ერთიანმა ეროვნულმა ნაციონალურმა მოძრაობამარჩევნებში 40.34% მოიპოვა  რითაც საპარლამენტო  უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის კოალიციაქართულ ოცნებასდაუთმო და ოპოზიციაში გადავიდა. პრეზიდენტსა და კოალიციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინახოლო 2012 წლის 25 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადა .


 1–ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ლიდერებმა საქართველოს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები მოულოცეს და ხელისუფლებას პოლიტიკური თანაცხოვრებისკენკოაბიტაციისკენ მოუწოდეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ქართულ პარტიებს ურჩია ერთად არსებობა შეძლონ და გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები კონსტიტუციის დაცვით, ქართველი ხალხისა და საქართველოსათვის, თუმცა ეს ევროპული რჩევები, მხოლოდ სიტყვებად დარჩა, რეალურად კი საქართველოში განსხვავებული აზრი არსებობდა.
საარჩევნოდ შექმნილმა კოალიციაქართულმა ოცნებამმოახერხა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, ხოლო ხელისუფლებაში მყოფმანაციონალურმა მოძრაობამმარცხი აღიარა და ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ოპოზიციაში გადაინაცვლა.ქართული პოლიტიკური კულტურისთვის,კი უცხო აღმოჩნდა მშვიდი თანაცხოვრება.

2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების აღიარებსი შემდეგ ჩემდა გასაკვირად სააკაშვილის ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა.თითქოსდა კოაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობდა,რამაც მხოლოდ ორი თვეღა გასტანა და მისი დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი ქუთაისში და მასთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები,რამაც თითქოსდა კოაბიტაციას შეგუებული პრეზიდენტი წყობიდან გამოიყვანა.სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები არსებულ მთავრობაზე და საპარლამენტო უმრავლესობაზე აშკარად გასცდა არა თუ კოაბიტაციის პრონციპებს ,არამდე ყოველგვარ რაციონალურს და საღი გონებით ნააზრევს.“ოროსნების ბრიგადასთანაც გვაქვს საქმე, მარტო მნგრეველების ბრიგადასთან კი არა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მოწინაღმდეგეების მისამართით გაკერთებული განცხადებების დროს თავის კონსტიტუციური უფლებებისკენ გააკეთა მინიშნება,მას პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს.ის, სულ ცოტა, საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან იცის, რომ საბოლოო ჯამში გარკვეული მძიმე დანაშაულები მასზეც გავიდეს. ხოლო ის, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობა უარს ამბობს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე, ეს თავად "ნაცმოძრაობისათვისაა" უარესი. ეს მწარე "გაკვეთილი" ხომ უკვე ნასწავლი გვაქვს ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და ამით საკუთარი მნიშვნელობა დააკნინეს...

როდესაც უნდა მაშინ თქვას და ამით ნუ გვაშინებენ. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ, პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ, იმიტომ, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ“,- ამბობს პრემიერი და აცხადებს, რომ პრეზიდენტი სამთავრობო კრიზისს ვერ გამოიწვევს.ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, თუმცა, მან ახალი მთავრობა პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე კი მოვალეობას ძველი ასრულებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რესპონდენტთა 80% ბიძინა ივანიშვილს  დადებითად აფასებს, რესპონდენტთა 63%-მაქართული ოცნებადაასახელა მათ შეხვედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად.პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რესპონდენტთა 29% აფასებს დადებითად, ხოლოერთიანი ნაციონალური მოძრაობაგამოკითხულთა 10%-ის შეხედულებებთან დგას ახლოს

ყოფილი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში დამაცხდა ის პოლიტიკიდან უნდა გაქრეს. ასეთი აღმოჩნდა საზოგადოების დაკვეთა, რაც აისახა სოციალურ ქსელებსა, თუ პრესატელევიზიაშინაციონალური მოძრაობის გეგმაში არ შედიოდა რეალურ ოპოზიციაში გადასვლა, მათთვის ხელსაყრელი იყო ძლიერი ხელისუფლების ალტერნატივა ყოფილიყვნენ, რათა ყველანაირად მოეხდინათ ახალი მთავრობის დისკრედიტაციაოპოზიცია მაღალჩინოსანთა კანონიერ თუ უკანონო დაპატიმრებას პოლიტიკურ იარლიყს აკრავს.ქვეყანაში შეიქმნა გარემო  სადაც წარმოუდგენელი ხდება კოაბიტაცია ორ ძირითად პარტიას შორის.

მიუხედავად დასავლეთის დამაიმედებელი განცხადებებისა, რომ საქართველო შეძლებს პოლიტიკურ თანაცხოვრებას, ქვეყნის შიგნით კოაბიტაციის პრინციპი თითქმის მთლიანად ირღვევა.საქართველოსთვის პოლიტიკური ცვლილებები უჩვეულოა. უჩვეულოა, მტრებად ქცეული ოპონენტების ერთ სისტემაში მუშაობაცსაქართველოს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი კოაბიტაციის პრინიციპის სრულად გათავისებამდე.  

ქართული კოაბიტაცია ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და არსებობს შესაძლებლობა,რომ  ქვეყანამ  ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში შეძლოს ცხოვრება.დიდი იმედი მაქვს,რომ ამჯერად მაინც პოლიტიკოსები საკუთარ ამბიციებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ,რათა ქვეყანამ შეძლოს განვითარების შეუქცევადი კურსით დაიწყოს  სვლა.