Tuesday, April 17, 2012

,,ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები"



 20.01.2012 ფრონტლაინ ჯორჯია 18:00 საათი,შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის ანიეს ვარდას ფილმის ,,კანონგარეშე და უსახლკარო“-ს ჩვენება და დისკუსია ქართული საზოგადოების მარადიულ პრობლემატურ თემაზე ,,ჩაკეტილი საზოგადოება და საქართველი“.მომხსენებლები:ია ანთაძე და შორენა შავარდაშვილი,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.

დისკუსია ძალიან საინტერესო იყო,მითუფრო მომხსენებლები ქართული ჟურნალისტიკის  ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ჟურნალისტები იყვნენ.ძალიან საინტერესო იყო მათი ნააზრევიც ,მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ მე კიდევ უფრო მეტი კითხვებვი  გამიჩნდა,იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი საზოგადოება და როგორ გარდავიქმნათ ჯერ კიდევ კოლექტიური საზოგადოება ინდივიდების საზოგადოებად.


 
ყოველთვის მაინტერესებდა,როგორ ვახერხებთ ვიყოთ ერთმანეთს დაპირისპირებულ ,,ტუსოვკებად“ დაყოფილი?ეს ყოველთვის ძალიან მაღიზიანებდა.უსამართლობა მაღიზიანებს ყველგან სადაც ის მხვდება.ამაზრზენია ე.წ ინტელექტუალების მიერ ლიბერალური იდეოლოგიის პრივატიზება  და არნაკლებ ამაზრზენია ე.წ პატრიოტების მიერ კონსერვატიული იდეოლოგიის პრივატიზება და კიდევ უფრო ამაზრზენია ორივე მხარის მიერ  ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის პროპაგანდირება და ედრთმანეთის დისკრედიტაცია,რომელიც ხელს უწყობს ჩაკეტილი საზოგადოების კიდევ უფრო ჩაკეტვას და კიდევ უფრო მკვეთრი წითელი ხაზების გასმას საზოგადოების ,,ტუსოვკებად’ დაყოფილ ნაწილებს შორის.


 
არაფერი არ არის ქილიკზე უფრო ადვილი (ამისათვის შეგიძლია პრეზიდენტის ნებისმიერი გამოსვლა ნახო და დილიდან საღამომდე გაერთო),ბევრად უფრო მეტი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე და თავი დავანებოთ ერთმანეთზე შეურაწყოფების მიყენებას .არ ჩატარებულა დისკუსია,სადაც ეს ორი ძალა ერთმანეთთან ცივილიზებული დებატებით შემოიფარგლა,ლიბერალები კონსერვატორებს (აქ საპატრიარქოს ვგულისხმობ,რადგან კონსერვატორიზმზე ექსკლუზიური უფლება მას აქვს შეძენილი) ბნელებს ეძახიან,კონსერვატორები ლიბერალებს კი ანტიეროვნულებს და მოღალატეებს.

როდესაც ვამბობთ ლიბერალებს საინტერესოა ვის უწოდებთ  მათ,ჩემი აზრით ავტორიტარული სისტემის მეხოტბე წარმოუდგენელია იყოს ლიბერალი.ჩემთვის წარმოუდგენელია იყო ლიბერალი,როდესაც პატივს არ სცემ განსხვავებულ აზრს თუნდაც შენთვის ძალიან მიუღებელს.ეს კიდევ ცალკე თემაა ვინ არის ლიბერალი და ვინ არა,ვინ მიჩნევს,რომ არის ის და ვინ არა.

 
და არის ერთი დიდი დილემა,რომელიც ხელს უშლის ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას,ეს ერთმანეთის მიუღებლობაა,ერთმანეთის მიმართ შიშია.გვეშინია ერთმანეთს მოუსმინოთ და გავიგოთ ჭეშმარიტება,რომ კოსმოპოლიტიზმს და პარტიოტიზმს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე სხვაობა.და კიდე ერთი დიდი დილემა ის არის,რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ინდივიდუალური აზროვნება.ინდივიდუალური აზროვნების ნაკლებობა ორივე ფრთაში იგრძნობა,თოთოეულ ამ ფრთას ყავს გამოკვეთილი გურუები და მათი მიმდევრები,როგორც ცხვრები ფარაში ისე ემორჩილებიან და იზიარებენ თავიანთი ლიდერების ნააზრევს,თუნდაც თითოეული მათგანისათვის მიუღებელს.

ერთადერთი გამოსავალი გავარღვიოთ ჩაკეტილი საზოგადოება და იმ მოჯადოებულ წრეს დავაღწიოთ თავი,რომელზეც ოცი წელია დავძრწივართ არის გავბედოთ აზროვნება და ნურავის მივცემთ უფლებას ჩვენს ნაცვლად იაზროვნოს.



No comments:

Post a Comment