Tuesday, December 11, 2012

„თვითმფრინავის ბიჭები“, გმირები თუ ანტიგმირები?!





1983 წელს რამდენიმე თბილისელმა ბიჭმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა გადაწყვიტა. ამ  გზით მათ უნდოდათ თავი დაეწიათ საბჭოთა დიკტატორული  გარემოსათვის,სადაც თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს სული ეხუთებოდათ.

თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდგეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. . მართალია ამ პერიოდში გეგა სულ რაღაც 21 წლის იყო, მაგრამ უკვე საკმაოდ  პოპულარული მსახიობი იყო.თინა ფეტვიაშვილიგეგას მეუღლე  – სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახლდათ. სოსო წერეთელი, გეგას მეჯვარე, ილია II–ის ერთერთი პირველი სტიქაროსანი იყო.   დათო მიქაბერიძე პროფესიით მხატვარი იყო.

გაქცევის რამდენიმე გეგმა არსებობდა, თუმცა მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველაზე უსაფრთხო მაინც თვითმფრინავის გატაცება იქნებოდა. მათ ბოლომდე არ ჰქონდათ წარმოდგენა საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკეზე, ამიტომაც სჯეროდათ, რომ მთავრობა საშუალებას მისცემდათ  გაქცეულიყვნენ ...

გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა,რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის.გია ტაბიძე ადგილზევე გარდაიცვალა, როგორც კი თვითმფრინავის შტურმანმა სროლა ატეხა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დათო მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.

შტურმის ოპერაცია დაიწყო თვითმფრინავის დაჯდომიდან 14 საათის შემდეგ და შვიდ წუთში დამთავრდა:ჯერ რაღაც გაზი შეუშვეს თვითმფრინავში მერე კი იქიდან გამტაცებლებიც და მგზავრებიც უბრალოდ მიწაზე გადმოყარეს.ახლაც გაურკვეველია,ვინ გასცა ბრძანება,რომელსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა და ეს მაშინ,როდესაც მგზავრების უმრავლესობას ეგონა,რომ უკვე თითქმის გადარჩენილები იყვნენ.

ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძესა და მამა თეოდორეს, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თინა ფეტვიაშვილსაც, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. ციხეში თინას ძლიერმოქმედი პრეპარატები დაალევინეს, დილით გაღვიძებული სისხლდენით მიხვდა, რომ, როდესაც ეძინა, აბორტი გაუკეთეს

გამოძიებამ არც ისე დიდი ხანი გასტანა და სასამართლომ უმაღლესი ზომის სასჯელი გამოიტანა ვერდიქტად. გამოძიების განმავლობაში დაიკითხა ირაკლი ჩარკვიანიც, გეგას ახლო მეგობარი, რომელმაც წინასწარ იცოდა გაქცევის შესახებ. გეგამ მასაც შესთავაზა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ ირაკლი არ წავიდა. იგი თვლიდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ დაანებებთა მათ თავისუფლებით ტკბობას, აკი მართალიც აღმოჩნდა.

ნაწყვეტი ირაკლი ჩვენებიდან:

”-რატომ არ გაფრინდიარ გინდოდათ?
-
გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით.
-
რომ ვერ გაფრინდეთ?
-
მაშინ ზღვას გადავცურავ.
-
რას?
-
ზღვას.
-
როგორ?
-
სიმღერით.
-
ხუმრობთ?
-
არ ვხუმრობ.
-
დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-
კი, ბატონო.
-
მაინც როგორ ჩავწეროთ?
-
სიტყვასიტყვით.
-
მაინც როგორ?
-
მე გადავცურავ ზღვას…”
 
ხუთი  წლის შემდეგ გეგას მამა მიხეილ კობახიძე ჯუმბერ პატიაშვილთან მივიდა თავის ფილმებზე სასაუბროდ. და საუბარში შეაპარა. იქნებ გაგვაგებინოთ, სად არიან გადასახლებულებიო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ გეგა დახვრიტეს. დახვრიტეს თითქმის მაშინვე, როგორც კი სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. არადა მოსკოვში წერილი ჰქონდათ გაგზავნილი შეწყალებაზე

ქალბატონი ნათელა ერთგან წერს: ”საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუს (დუდუ დადიანიქალბატონი ნათელას გერი) მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი. მეორე დღეს ეს ამბავი რომ მოხდა, ხომ საშინელ დღეში ჩავვარდი, მაგრამ სხეული აღარ მიცახცახებდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია. ათი წელი გავიდა უკვე, რაც დუდუ აღარ არის და რამდენჯერ დამესიზმრა, გეგა კი არასდროს მინახავს სიზმარში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვხედავ, მაგრამ გამოკვეთილად არა, სადღაც ქრება. შინაგანად რაღაც არ მაძლევს იმის საშუალებას, დავჯდე და ვიტირო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს, თორემ, ასეთი სამი ვაჟკაცი გამოეცალოს ქალს ხელიდან, რად გინდა თავი ცოცხალი?! (ქალბატონმა ნათელამ გეგასთან და დუდუსთან ერთად 21 წლის დისშვილიც დაკარგა) არ მინდა, ვიღაცამ ჩემი ცრემლები დაინახოს და შემიცოდოს. ჩემი პრობლემები არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს.”

თითქმის ოცდაათი წელი გავიდა 1983 წლის მერე.საზოგადოებაში დღემდე  თვითმფრინავის ბიჭებზეერთგვაროვანი პოზიცია არარსებობს,ბევრი მათ ტერორისტებად მიიჩნევს, უფრო მეტი კიგმირებად.ვინ არიან სინამდვილეში ისისნი: გმირები თუ ანტიგმირები?!

ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ. მათი დანაშაული ის იყო, რომ ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც იყვნენ. მათ ყველაფერი დაინახეს (ეს ჩაკეტილი სივრცე) და სხვების სათქმელიც თქვეს. 
ეს ბიჭები ალბათ თეთრი ყვავები იყვნენ
 
 როცა მამალედ ზეპელინსუსმენდა, გარშემო მყოფი ხალხის უმრავლესობა კობზონით ტკბებოდა. ის შოპენჰაუერს, ხოლო ბევრი მხოლოდპრავდასკითხულობდა.ათი ქმედება იყო პროტესტი მიმართული დიკტატურის წინაღმდეგნ,მე ასე მგონია.

ჩვენ ბევრს გვგონია, რომ ვცხოვრობთ, სინამდვილეში მრავლესობა მხოლოდ არსებობ. გმირობის, თანაც უფასო გმირობის ჩადენა იცით, რა ძნელია? ისიც კი გესმის, რომ ამ გმირობის გამო მადლობას არავინ გეტყვის.

ცხოვრება სპექტაკლია!და მნიშვნელოვანი ის კი არაა,რამდენ ხანს გაგრძელდება,არამედ იქნება თუ არა  აპლოდისმენტები მის ბოლოს.




No comments:

Post a Comment