Sunday, July 17, 2011

ანნა მანიანი,როგორც ,,Mamma Roma“

ანნა მანიანი უდიდესი იტალიელი მსახიობია.ის პირველი იტალიელი ქალია,რომელმაც ,,ოსკარი“ მოიპოვა.

ანნა 1908 წელს დაიბადა.მამა ეგვიპტელი ყავდა,დედა კი იტალიელი.ის ორგზის მიტოვებული აღმოჩნდა ჯერ მამის მიერ,შემდეგ კი დედისგან.მას დედის მშობლები ზრდიდნენ რომში.სკოლის დამთავრების შემდეგ ის საცხოვრებლად სან-რემოში გადავიდა,სადაც კლუბში მღეროდა.იქ მანიანიმ იტალიელი რეჟისორის ჯოფრედა ალექსანდრინის ყურადღება მიიპყრო.ის ტრადიციულ ვარსკვლავურ სტანდარტებში არ ჯდებოდა:მას ძალიან სპეციფიკური გარეგნობა ქონდა.ის საკმაოდ დაბალი და მსუქანი იყო.მას ხშირად უსიცოცხლო გამომეტყველება ჰქონდა.ის არ ისწრაფვოდა მარადიული ახალგაზრდობისაკენ.მანიანი არ მალავდა დარდს და ნაოჭებს.მან თითოეული მისი ნაოჭი მის სამკაულად აქცია.

1938 წელს ითამაშა ტრაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში,თუმცა მას 20-იან წლებში თეატრში უფრო უმართლებდა ვიდრე კინოში,სადაც მას მხოლოდ ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ.მისი პირველი მთავარი როლი იყო დე სიკას ფილმში ,,ტერეზე-პარასკევს“.


მას გასაოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა და ეს მისმა ყოფილმა მეუღლემდა უდიდესმა რეჟისორმა რობერტო როსელინიმ აღმოაჩინა.მანიანის პლასტიკა და ხმის ტემბრი როსელინიმ შესანიშნავად წარმოაჩინა მის ეპოქალურ ფილმში ,,რომი ღია ქალაქი“ (ეს ფილმი 1945 წელს გამოვიდა და ითვლება იტალიური ნეორეალიზმის დასაწყისად).ფილმის გამოსვლისთანავე მანიანის თავს დაატყდა საყოველთაო აღიარება.მან ამ ფილმში ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი,რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ.მისი სიკვდილის სცემა აღიარებულლია სამსახიობო ხელოვნების მწვერვალად მსოფლიო კინემატოგრაფიაში.ანნა მანიანი ამ ფილმმა იტალიური ნეორეალიზმის სახედ აქცია.

დიდი სკანდალი მოყვა მის შემდეგ ნამუშევარს როსელინის ფილმში ,,საყვარელი“,სადაც მან გლეხი ქალის როლი ითამაშა,რომელსაც გამვლელი აუპატიურებს (გამვლელის როლს თამაშობს ფედერიკო ფელინი).ასევე აღსანიშნავია 50-იან წლებში ლუიჯო ზამპას ფილმში ,,დეპუტატი ანჯელინა“-ში მის მიერ განსახიერებული როლი,რომელმაც მას ვენეციის კინოფესტივალის პრიზი მოუტანა.

როსელინისთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ის დიდი წარმატებით თანამშრომლობს ვისკონტისთან და რენუართან.განუმეორებელია გენიალური მსახიობი ლუკიანო ვისკონტის ფილმში ,,ულამაზესი“.როსელინიმ მანიანთან დაშორების შემდეგ მალევე ცოლად ინგრიდ ბერგმანი შეირთო და ანა მანიანი ამის შემდეგ გამუდმებით ცდილობდა დაემტკიცებინა,რომ ის ბერგმანზე დიდებული მსახიობი იყო და მან ეს შეძლო.მან ეს არამარტო ბერგმანთან დაკავშირებით დაამტკიცა,არამედ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა,რომ ის საუკეთესოა.


50-იანი წლების შუაში იტალიურმა ნეორეალიზმმა განიცადა კრიზისი და ამიტომ ის თანხმდება ჰოლივუდიდან შემოთავაზებებს.დრამატურგმა ტენეს უილიამმა მისთვის დაწერა პიესა ,,ვარდის ტატუ“,მაგრამ მან ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო უარი თქვა ბროდვეიზე ეთამაშა,თუმცა კინოვერსიაზე გადაღებას დასთანხმდა,რამაც მას ,,ოსკარი“ მოუტანა.ის ,,ოსკარების“ ცერემონიალს არ დაესწრო,იმ მოტივით,რომ ფიქრობდა პრიზს ის ვერ დაიმსახურებდა,მაგრამ შეცდა,პრიზი მას მიანიჭეს და ეს მანიანის იტალიელმა რეპორტიორმა გააგებინა,როდესაც გვიან ღამით დაურეკა და არსებული ინფორმაცია შეატყობინა უდიდეს მსახიობს.ანნამ დიდხანს ვერ დაიჯერა არსებული რეალობა...ოცნება ასრულდა იტალიური კინოს სახე ოკეანისგაღმაც აღიარეს.ამას მოყვა 1957 წელს რეჟისორ ჯორჯ კიუკორის ფილმი ,,ველური ქარი“,რამაც ის ჰოლივუდში დააბრუნა და ამ როლისთვის ის კიდევ ერთხელ წარადგინეს ,,ოსკარზე“,მაგრამ ამჯერად ,,ოსკარი“ მას არ ერგო.

კრიტიკოსების აზრით ანნა მანიანი არასდროს თამაშობდა კამერის წინ,ის უბრალოდ ყოველთვის საკუთარ თავს განასახიერებდა.მიუხედავად მისი დიდი წარმატებისა თეატრში,ის მაინც დარჩა ისტორიაში,როგორც მეოცე საუკუნის უდიდესი კინომსახიობი ქალი,რომელიც ,მართალია ეკრანზე საკუთარ თავს თამაშობდა,მაგრამ არასდროს არ განმეორებულა-მისი სიდიადე მის უბრალოებაშია.



მისი გვიანდელი როლებიდან აღსანიშნავია პიერ-პაოლო პაზოლინის 1962 წელს გამოსული ფილმი ,,მამა რომა“ -მანიანი აქ ახალ ამპლუაშია,ის რომაელი მეძავის როლს განასახიერებს.მან შეუძლებელი შეძლო,შვილის ბედნიერებისთვის მებრძოლი მეძავი ქალი,რომის სიმბოლოდ გადააქცია.ის ამ როლით განადიდეს საბჭოთა კავშირში,რუსეთს ის 1965 წელს ეწვია.

ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უარს ამბობდა შეთავაზებულ როლებზე.კრიტიკოსები ამას ორი მიზეზით ხსნიდნენ:პირველი ის,რომ მან ვერ გაითავისა ფერადი კინოს ესთეთიკა და მეორე ის,რომ მას არ უნდოდა ხანდაზმული ადამიანების თამაში,საკუთარ კლასიკურ იმიჯს უფრთხილდებოდა.

ანნა მანიანი რომის სიმბოლო გახა არამარტო პაზოლინისთვის,არამედ ფედერიკო ფელინისთვისაც.მისი ფილმი ,,რომი“,რომელიც 1972 წელს გამოვიდა,უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა გენიალური მსახიობისთვის.ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.მას კუჭქვეშაჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,ის ,,რომის’ პრემიერიდან რამდენიმე თვეში 1973 წლის 26 სექტემბერს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ანნა მანიანი მთელმა რომმა გააცილა უკანასკნელ გზაზე.ქალაქი პარალიზებული იყო-არაფერი არ მუშაობდა.იტალიელები მის ცხედარს მიაცილებდნენ და დიდი სიყვარულის და სითბოს ნიშნად ჩუმად იმეორებდნენ ,,მშვიდობით,ნანარელა!“:..
მას ეს სახელი იტალიელებმა მათი მისდამი უდიდესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად შეარქვეს.ის დაკრძალულია როსელინების საგვარეულო სასაფლაოზე,ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შეურიგდა რობერტო როსელინის.

მანიანი იტალიელების სიმბოლოა.ის მათთვის იყო ,,ნანარელა“, ,,მამა რომა“ და უბრალოდ ქალი,რომელიც იყო იტალიელი ქალის სახე მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

2 comments:

  1. უდიდესი მსახიობია :*

    ReplyDelete
  2. სრულიად გეთანხმები.კერპთაყვანისმცემლობა,რომ იყოს საქართველოში,მე მას ჩემ კერპად ავირჩევდი <3

    ReplyDelete