Thursday, July 12, 2012

რეალიზმი და დეკადენტობა

 

ფელინი,ანტონიონი,ჯერმი და დე სანტისი


სიტყვა ,,დეკადენტური“ გადაშენების გზაზე მდგარს,დაკნინებულს ნიშნავს.დეკადენტობა თანამედროვე კინემატოგრაფში ხშირად ვლინდება და ძნელი შესამჩნევია.ამ ტერმინში იგულისხმება იდეალისტური მსოფლმხედველობა,სუბიექტივიზმის გამოვლინება,რეალური სინამდვილისგან გაქცევა,ნაწარმოების შინაარსის,ხელოვნების იდეურობის,მისი საზოგადოებრივი იდეების უკუგდება და ამასთან ეჭვის შეტანა პროგრესსა და ჰუმანიზმში.

უამრავი რეჟისორის შემოქმედებაში რეალიზმი და დეკადენტობა ერთმანეთში არის შერეული.

ფედერიკო ფელინი-კინემატოგრაფში არის როსელინის (,,რომი-ღია ქალაქი“,,პაიზა“,,სიყვარული“,,წმინდა ფრანცისკო-ღვთის მასხარა“)და ჯერმის (,,იმედის გზა“ დასხვა.)ფილმების სცენარისტი,მის სცენარებში დემოკრატიული და რეალისტური ტენდენციები რთულად იყო გადახლართული რელიგიასთან,ის მართლმორწმუნე კათოლიკე იყო.

ფელინი დამოუკიდებელ რეჟისორულ გზას 1951 წელს დაადგა და თავდაპირველად ნეორეალიზმის კალაპოტში იყო მოქცეული.მისი ,,თეთრი შეიხი“(1952)-ირონიული იგავი იმის შესახებ,თუ როგორ იტყუებენ თავს უფერული,პროვინციელი მეოცნებენი,და ,,ვიტელონი“ (,,დედიკოს ბიჭები“, 1953) -მოთხრობა გზასაცდენილ,ფლიდ ახალგაზრდობაზე-ტრადიციული ნეორეალისტურ ტიპის ფილმებია,ამ სურათებში მძაფრად ისმის კრიტიკული სოციალურ მოტივები.

ფელინის მესამე სურათმა ,,გზამ“ (1954) მსოფლიო სენსაცია გამოიწვია.მისი პერსონაჟები-მოხეტიალე კომედიანტები-კეთილისა და ბოროტის,გონებისა და უხეში ძალის ოდინდელ საწყისებს განასახიერებენ.ეს გენიალური ფილმი რეალიზმისაგან განდგომას ნიშნავდა.საერთო ჰუმანისტური სულისკვეთებისა და მსახიობ ჯულიეტა მაზინას (მისი მუზა და მეუღლე) უბადლო ნიჭი აგვირგვინებს ამ შესანიშნავ ფილმს.

შემდგომ ფილმებში-,,კაბირიის ღამეები“ (1956) და ,,თაღლითობა“ (1955) ფელინი დაუბრუნდა რეალისტურ სიუჟეტებსა და პერსონაჟებს.მისი შემოქმედების მწვერვალია ფილმი ,,საამო ცხოვრება“ (1959) იგი თანამედროვე რომის ცხოვრების ამსახველ ნოველათა მტელ ჯაჭვს წარმოადგენს.ნოველებს ერთმანეთთან აკავშირებს სახე გარყვნილი ჟურნალისტისა,თავისი ნიჭი,რომ გაუყიდავს და სინდისი მიუძინებია,ამ როლს შესანიშნავად,არ შემეშინდება სიტყვაბის-გენიალურად განასახიერებს იტალიის და არამარტო იტალიის კინემატოგრაფის ერთ-ერთი საუკეტესო მსახიობი მარჩელო მასტროიანი.ფილმის ნოველები გვიჩვენებს საზოგადოების სხვადასხვა ფენებს:პრესას,ბურჟუაზიას,არისტოკრატია,ინტელიგენციას დეკლასირებულ ბოჰემას.ფილმში არ არის დადებითი პერსონაჟი მისი ყველა გმირი არს დაცემის გზაზე დამდგარი,გარყვნილი,მომავლით თავზარდაცემული ადამიანი.მას არ შეუძლია და არც სურს წამოგვიდგინოს დასკვნები,მაგრამ მისი ზიზღი და მრისხანება აშკარად ჩანს.,,საამო მრისხანება ჩემი აზრით კრიტიკული რეალიზმის საუკეთესო გამოვლინებაა კინემატოგრაფიაში."

ბოლო პერიოდის ფილმებში ფელინი ხშირად სცილდება რეალიზმს და ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკის სიღრმეებს იკვლევს.იგი თავისუფლად ურევს ერთმანეთში რეალობასა და ფანტაზიას,მოგონებებს ,ოცნებას,ბოდვა,უცნაურად წყვეტს მოქმედებას და უკან ბრუნდება ან წინ უსწრებს მოქმედებას და ამით ქმნის ცხოვრებაზე სუბიექტური წარმოდგენის ავადმყოფურ,მოჩვენებით სამყაროს.თუ ფილმში ,,8 ½“ (1962) ნიჭიერი კინორეჟისორის რთულ სულიერ სამყაროს იკვლევს,ფილმში ,,ჯულიეტა და სულები“ (1964)ასეთი კვლევის საგანი ერთი მობერებული ეჭვიანი ქალის ფსიქიკა ხდება.ფელინის ფანტაზია საოცარია,რეჟისორული თექნიკა კი ვირტუოზული.მტავარი როლების შემსრულებლები ჯულიეტა მაზინა და მარჩელო მასტროიანი დახვეწილად,დამაჯერებლად და ოსტატურად თამაშობენ.და მაინც ,,8 ½“ დიდი ხელოვანის ტრაგიკული დაბნეულობის შთაბეჭდილებას ტოვებს,ხოლო ,,ჯულიეტა და სულები“ კი -სასოწარკვეთისა და სიცარიელეს.

კიდევ უფრო მძიმე განწყობებს გვიქმნის ასევე გენიალური რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმები.,,ერთი სიყვარულის ქრონიკაში“ (1950) მან ნაკლებად საინტერესო,ცხოვრებისგან გაწბილებულ ადამიანებს შორის ტრადიციული,სასიყვარულო სამკუთხედის საჩვენებლად ნეორეალისტური ხერხები გამოიყენა. ,,ყვირილში“ (1957) გადაგვიშალა ფსიქოლოგია მუშისა,რომელმაც ოჯახური უსიამოვნების გამო მიატოვე მშობლიური დაბა და ხეტიალი დაიწყო.იგი დაკნინდა,დაკარგა ცხოვრებს აზრი და ბოლოს თავი მოიკლა.მის შემდგომ ფილმებში- ,,თავგადასავალს“ (1959) ,,ღამეს“ (1960) ,,დაბნელებას“ (1962) და ,,წითელ უდაბნოს“ (1964) უდიდესი წარმატება ხვდა დასავლეთის მოესთეტო კრიტიკაში.მკაფიო დრამატურგულ სტრუქტურას,პერსონაჟთა გამოკვეთილ დახასიათებას მოკლებული ანტონიონის ფილმები გაჭიანურებული,მოსაწყენი გვაჩვენება,მაგრამ დახვეწილი რეჟისორული ოსტატობა ,ფაქიზი მიზანსცენები,პერსონაჟთა საგულდაგულო შენიღბულ იდუმალ გრძნობათა ჩვენების უნარი,ფერთა საოცარი შეგრძნება (,,წითელი უდაბნო“) ანტონიონის ზენიჭიერებაზე მეტყველებს და ყველა მოდეკანტო ხელოვანის ლიდერად აქცევს.

ჯერმიმ ორი დიდებული სატირული კომედია დადგა - ,,განქორწინება იტალიურად“ (1961) და ,,ცდუნებული და მიტოვებული“ (1963) ტრაგიკომიკურმა სიტუაციებმა,საოცრად ოსტატუად შესრულებულმა როლებმა,რეჟისორისა და დრამატურგის უახლესი ხერხების თავისუფალმა და რამდენადმე ირონიულად გამოყენებამ ეს სურათები მნიშვნელოვან მოვლენად აქცია.

დე სანტისი იძულებული იყო მიეტოვებინა სამშობლო,იუგოსლავიაში მან დადგა ძალიან კარგი ფილმი მუშათა სოლიდარობაზე ,,ერთი წლის გზა“ (1958)საბჭოთა კავშირში-,,ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ“ (1964) მართალი ამბავი უსამართლო ომში  სასიკვდილოდ განწირული იტალიელი ჯარისკაცების შესახებ.

იტალიელი ნეორეალისტები ცდილობდნენ არ ეღალატოათ რეჟისორული ხელოვნების ტრადიციებს და ისე შეხებოდნენ პოლიტიკურად მაშტაბურ და მწვავე თემებს.


ლერი ჯალაღონია 70

  

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის,ღირსების ორდენის და ვახტანგ გორგასლის სახელმწიფო პრემიის კავალერის ლერი ჯალაღონიას დაბადებიდან 70 და სასცენო მოღვაწეობის 55 წლისადმი მიძღვნილი იუბილე.



Wednesday, July 11, 2012

ფემინიზმი და ქალთა მოძრაობა

 

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მოხსენებით:ფემინიზმი და ქალთა მოძრაობა_დასავლური და ქართული კონტეკსტი.