Sunday, August 26, 2012

ანა მანიანის „Mamma Roma“




ანა მანიანის   როლებიდან აღსანიშნავია პიერ-პაოლო პაზოლინის 1962 წელს გამოსული ფილმი ,,მამა რომა“ -მანიანი აქ ახალ ამპლუაშია,ის რომაელი მეძავის როლს განასახიერებს.


მან შეუძლებელი შეძლო,შვილის ბედნიერებისათვის მებრძოლი მეძავი ქალი,რომის სიმბოლოდ გადააქცია. 





Saturday, August 25, 2012

მაჰალია ჯექსონი - სცენის დედოფალი






ლეგენდარული  ამერიკელი მომღერალი მაჰალია ჯექსონი დაიბადა 1911 წლის 26 ოქტომბერს ნიუორლეანში.ის ექვსი შვილიდან მესამე იყო.დედა დიასახლისი იყო,ხოლო მამამისი დღისით პორტში გადამზიდავად მუშაობდა ღამე კი დალაქად.


მაჰალია ოთხი წლიდან მღეროდა ნიუორლეანის წმინდა მარიამის ბაბტისტური ეკლესიის გუნდში.ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა დედა,რის შემდეგაც საცხოვრებლად მამიდამისთან გადავიდა.

ცამეტი წლის ასაკში იძულებული შეიქმნა სკოლა მიეტოვებინა და მოსამსახურედ ემუშავა,რათა თავი ერჩინა.მალევე დასრულდა მისი უნიკალური ხმის ტემბრის ფორმირებაც.


მაჰალიას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა ჩიკაგოში გადასვლა,სადაც ის თექვსმეტი წლის ასაკში ექთნად და მოსამსახურედ მუშაობდა.ის ამავე წელს გახდა ჩიკაგოს ერთ-ერთი ბაბტისტური ეკლესიის გუნდის სოლისტი.

ის იყო საეკლესიო მუსიკის - გოსპელის მომღერალი,სიმღერებსაც თავად წერდა.მისი დებიუტი შედგა ოცდაათიან  წლებში,როცა ის საკუთარი დაწერილი სიმღერით წარსდგა ამერიკელი მსნენელის წინაშე ჩიკაგოს ერთ-ერთი რადიოეთერით.


მაჰალია 1935 წელს ცოლად გაყვა ჩიკაგოს მკვიდრ ისააკს,რომელსაც 1941 წელს გაეყარა.ამ ქორწინებიდან მას შვილი არ დარჩა.

მაჰალიას კარიერის მწვერვალისკენ სვლა 1937 წელს დაიწყო,როცა ის შეხვდა გოსპელის ყველაზე ცნობილ კომპოზიტორს ტომას დორსეის,რომლის სიმღერებით მაჰალია ელვისებური სისწრაფით გახდა პოპულარული.


1939 წელს მან გახსა სილამაზის სალონი სახელწოდებით „მაჰალიას სილამაზის სალონი“ და ყვავილების სალონი სახელწოდებით „მაჰალიას ყვავილების სახლი“.ის ამავე დროს დასავლეთ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ქალაქებში ატარებდა სოლო კონცერტებს.

მან ორმოციანი წლების დასაწყისში აპოლო რეკორდსთან მოაწერა ხელი კონტრაქტს,მაგრამ პირველი ორი ჩაწერილი სიმღერა ჩავარდა და აპოლო რეკორდსის ბოსები მასთან კონტრაქტის შეწყვეტაზეც კი ფიქრობდნენ,მაგრამ 1947 წელს მაჰალიას მიერ ჩაწერილი სიმღერა „Move on Up a Little Higher“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი გოსპელის ჟანრის სიმღერა გახდა,რომელიც ერთ მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა,რაც იმ დროისათვის რეკორდული რაოდენობა იყო.


ის  Move on Up a Little Higher სიმღერამ სუპერვარსკვლავად აქცია,მალევე მოიპოვა თეთრკანიანი ინტელექტუალების და ჯაზის კრიტიკოსების უდიდესი სიმპატია.

1950 წლის 4 ოქტომბერს ის პირველად გამოვიდა კარნეგი ჰოლში (ნიუიორკი) სადაც დასწრების მხრივ რეკორდები მოიხსნა მის კონცერტებზე და მუსიკის კრიტიკოსებისგან შესანიშნავი რეცენზიები გამოქვეყნდა ამერიკულ პრესაში მისი მისამართით,ეს უდიდესი აღიარება იყო.ევროპაში,კერძოდ კი საფრანგეთში მისი პირველი გასტროლები 1952 წელს შედგა.


1952 წელს მისმა სიმღერამ „I Can Put My Trust in Jesus საფრანგეთის აკადემიის ჯილდო მიიღო,ხოლო მისმა  გასტროლებმა  ევროპაში ძალიან წარმატებით ჩაიარა,მან ევროპული საგასტროლო ტურის ფარგლებში მოინახულა:საფრანგეთი,ინგლისი,ჰოლანდია,ბელგია და დანია.

მისი გასტროლები ევროპაში 1952,1962,1964 და 1971 წელს განხორციელდა,ისრაელში 1961 წელს,ხოლო აფრიკაში,იაპონიასა და ინდოეთში 1970 წელს.


1954 წელს მაჰალიას მიჰყავდა საავტორო რადიოგადაცემა „CBS“-ზე.1955 წელს კი კინორეჟისორმა ჯულეს შვერნმა მაჰალიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო,რომელსაც უდიდესი მოწონება ხვდა წილად ამერიკაში.

1957 და 1958 წლებში მიიღო მონაწილეობა ნიუპორტის ჯაზის ფესტივალში სადაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.


1960 წელს კენედის პრეზიდენტად არჩევის საპატივსაცემოდ გამართულ ცერემონიაზე მიიღო მონაწილეობა.1964 წლიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძალიან შეამცირა სცენაზე გამოსვლები.1970 წელს ნიუპორტში ლუი ამსტრონგის 70 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოვიდა.

მაჰალია იყო მარტინ ლუთერ კინგის მომხრე და ნდობით აღჭურვილი პირი,მან მის დასაფლავებაზე 1968 წლის 9 აპრილს იმღერა „Precious Lord, Take My Hand“.


მან 1966 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „Movin' On Up“,რომელმაც კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.მან რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა სიცოცხლის მანძილზე. მისი კარიერის დასრულებისათვის მიძღვნილი ტურნე ბერლინში დასრულდა 1971 წლის ოქტომბერში.

განუმეორებელი მაჰალია ჯექსონი 1972 წლის 27 იანვარს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა,მას გული გაუჩერდა.კიდევ ერთი უდიდესი ხელოვანის სიცოცხლე ჩაქრა.