Saturday, May 12, 2012


თბილისის მოსახლეობას ხეების მასობრივი ჩეხვა არ აღელვებს!

 

 დღეს, 12 მაისს,  13:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „მწვანე ალტერნატივა“ თბილისის გამწვანების პრობლემებით დაინტერესებული მოქალაქეები მოიწვია დედაენის ბაღში აქციაზე „პროტესტი თბილისის ხეების მასობრივ ჩეხვას!“



 
როგორც დღეს აღმოჩნდა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაც არ აღმოჩნდა თბილისელებისთვის აქტუალური და აქცია საკმაოდ მცირერიცხოვანი აღმოჩნდა,არა და ეს ის თემაა,რომელიც უნდა აერთიანებდეს და აშფოთებდეს თითოეულ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეს,რადგან ჯანსაღი გარემო აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი ცხოვრების.



 
აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მიმართვას თბილისის მერიისადმი,რომლითაც მოითხოვეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების დაცვა.




 თბილისში ხეების ცრემლებს ვერ ხედავენ,თბილისელებს ეკოლოგია და საკუთარი ჯანმრთელობაც  ფეხზე ჰკიდიათ!!!




Friday, May 4, 2012

ანა , მარგარიტა . . .





ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო შევხვედროდი ჩემ ერთ-ერთ საყვარელ ქართველ მწერალ ქალს - ანა კორძაია-სამადაშვილს.მე დღეს ეს ოცნება ამისრულდა,როდესაც მას ჩემს მიერ ორგანიზებულ მის შემოქმედებით საღამოზე შევხვდი.

4 მაისი,2012 წელი,18:00 საათი;
 Frontline Georgia;
 „მე,მარგარიტა“
 მწერალი:
ანა კორძაია-სამადაშვილი;
 მოდერატორი:
ლევან ხუნწარია.


ცოტა რამ ანას ბიოგრაფიიდან:

ანა კორძაია-სამადაშვილი (თბილისი,1968 წ.) არის მწერალი,კრიტიკოსი და გერმანული ლიტერატურის მთარგმნელი.2003-დან 2011 წლამდე გამოქვეყნებული აქვს ერთი რომანი და მოთხრობათა ორი კრებული.მისი მოთხრობები ასევე შესულის სხვადასხვა ანთოლოგიებში.ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის,რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

მოპოვებული აქვს ჯილდოები:

გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ. ელფრიდე იელინეკის ,,საყვარლები“)
ლიტერატურყლი პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
წიგნის მაღაზიათა ქსელ ,,პარნასის“ პრემია ,,წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)


ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა მწერალთან.ანა ძალიან გულწრფელი და უშუალო პიროვნება აღმოჩნდა,მან პუბლიკა საუბრის დაწყებისთანავე მონუსხა და თითქოს გააბრუა.რამდენიმე საათის გასვლა ვერც კი ვიგრძენით და თითოეულმა ჩვენთაგანმა  თავი ანა კორძაია-სამადაშვილის  უსაზღვროდ საინტერესო სამყაროში ამოვყავით. არ გვინდოდა ეს სასიამოვნო სიზმარი დამთავრებულიყო,რომელსაც დღევანდელობაში ძალიან იშვიათად განვიცდით.

მან ჩვენთან საუბარი თავისი რომანის ,,შუშანიკის შვილების“ დაწერის შესახებ დაიწო და მოგვიყვა ის თბილისური ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ძალიან ლამაზ გოგოზე -შუსანიკზე,რომლის ამბავიც საფუძვალ დაედო მის რომანს.

„შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოპკრობოკრო ქუჩებში უშვებს...შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია.მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე,მაგრამ ძნელად ივიწყებენ.მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს.შუშანიკის შვილები სიხარული არიან,უაზრო,მაგრამ სიხარული.რომ გაიფიქრებ,ნეტა,რა მიხარიაო,იცოდე - შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა“ - ანა კორძაია-სამადაშვილი.


ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო  მისეული საუბარი ჩემთვის  ყველაზე საყვარელი მის შესანისნავ ქმნილებაზე - „მე,მარგარიტა“.რომელშიც მოთხრობილია ერთი შტოს რამდენიმე თაობის მარგარიტას შესახებ,რომელიც თავისი  უშვალობით გხიბლავს და მისეულ მისტიურ  გარემოში გითრევს,რათა შენც გახდე ამ ამბის თანაზიარი.

ანამ თქვა,რომ მარგარიტა თითქოს თვითონ არის,რადგან მის წინაპრებშიც იყო რამდენიმე ანა და მან ეს სახელი მოთხრობაში მარგარიტათი შეცვალა.მასზეა,მაგრამ მისივე თქმით ის არ არის მოთხრობილი მისი ოჯახის შესახებ,უბრალოდ მის ირგვლივ მომხდარი ისტორიები შეკრა და გადმოსცა მისეული ვერსიით.

ასევე საინტერესო იყო,როგორც თავად თქვა მისი საყვარელი მოთხრობის ,,მე მომკლეს,დე..“ შექმნის ისტორია,რომელიც 2008 წელს აგვისტოს მოვლენები უდევს საფუძვლად. „ნაწარმოების მთავარი თემა ომია,ჩემი ერთი პერსონაჟი ბისექსუალია,ერთი - ჰომოსექსუალი და ერთიც - ნატურალი.მთავარია,რომ სამივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან.უფრო სწორად,იყვნენ.ისინი ხომ მოკლეს“ - ანა კორძაია-სამადაშვილი.

 
ჩემს შეკითხვაზე: მისტირის თუ არა ის თავის ერთ-ერთ  ნაწარმოებში (,,ზოგჯერ წერა შურისძიების აქტია“) თბილისს,რომელიც დღითიდღე იცვლება? მან თქვა,რომ ის ძველ თბილის კი არ მისტირის,მას ჩვენ ასაკში მყოფი თავისი ბავშვობა ენატრება,ენატრება მიუხედავად ყველაფრისა 90-იანი წლები,როცა ის ჩვენი ასკში იყო,რაც შეეხება დანარჩენს ის თვლის,რომ წარსულში ქექვა არ ახასიათებს და ცდილობს ბედნიერი იყოს თითოეული დღით,რომელიც თენდება.

ჩვენ არ გვინდოდა მასთან გამოთხოვება,მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,.ეს დღეც მიილია და მე უზომოდ ბედნიერი და ნასიამოვნები დავრჩი მასთან შეხვედრით.ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ამ შეხვედრიდან გამოყოლილი ეიფორია და პოზიტივი დიდხანს გამყვება.

ის საქართველოში გერმანიიდან 1999 წელს დაბრუნდა,როგორც თვითონ ამბობს,თავს აიმედებდა,რომ კარგ ქვეყანაში დაბრუნდა.მუშაობა გაზეთ  ,,24 საათში“ დაიწყო და გარკვეული გარემოებების გამო საკმაოდ გვიან დაიწყო წერა და რომ არა გერმანიაში ახალი კანონის გამოსვლა,რის შედეგადაც ვიზა არ გაუგრძელეს ის საქართველოში არ დაბრუნდებოდა და ჩვენ კი აღარ გვეყოლებოდა ქართული თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე ანა კორძაია-სამადაშვილი.

მადლობა გერმანიის საელჩოს,რომელმაც ანა 1999 წელს ჩვენ დაგვიბრუნა ...



Thursday, May 3, 2012

სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია

 

 
 პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ,,სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია"-,დღეს 3.05.2012,18:00 რუსთაველის ძეგლთან ჩაატარა თეატრალიზებული აქცია.


1 მაისს ორგანიზაცია Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2012 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 7 პუნკტითაა გაუმჯობესებული და 118- ადგილიდან 111- ადგილზე გადაინაცვლა.

 
კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტოფერ უოლოკერი რადიო ,,თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს დაწინაურების მიზეზებზე საუბრობს: ,,წელს საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალება დაარსდა;კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ კი გასცა ლიცენზია რამდენიმე ორგანიზაციაზე,რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს".მისი აზრით საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით ბალტიისპირა ქვეყნების შემდეგ  პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე პოზიციაზეა.


 Freedom House სულ 197 ქვეყანას აკვირდება.მათგან პრესის თავისუფლების მხრივ 66(33.5%) თავისუფალი,72(36.5%) ნაწილობრივ თავისუფალი,ხოლო 59(30%) არათავისუფალი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. მიუხედავად რეიტინგში ადგილის გაუმჯობესებისა საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.

ზვიად ქორიძის აზრით: ,,ის,რომ 7 პუნქტით წინ წავიწიეთ,სიტუაციის თვისებვრივ ცვლილებებზე არ მიუთითებს.იმ ქვეყნების რიცხვი,რომელიც ჩვენს კალათაშია ძალიან დიდია.საქართველო კვლავ რჩება ნახევრად თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნად და ამ ჯგუფიდან გამოსვლა საქართველოს ძალიან უჭირს.2011 წელს ქვეყნის შიგნით რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა,რამაც ხელი არ შეუწყო საქართველოს სერიოზულ წინსვლას.26 მაისს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა,ფოტორეპორტიორების საქმე და სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი,რომელიც ვერ შეუწყობდა მედია თავისუფლების ზრდას ხელს".


 რეიტინგში უკრაინა 116- ადგილზეა,რუსეთი 142-ზე,ხოლო თურქეთი 148- ადგილს იკავებს.პირველ ხუთეულში კი შემდეგი ქვეყნები არიან - ფინეთი,ნორვეგია,ესტონეთი,ნიდერლანდები და ავსტრია.


 ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 2006 წელს 89- ადგილი ეკავა,2005 წელს კი 99- საფეხურზე იმყოფებოდა.Freedom House ხაზს უსვამს იმ გარემოებას,რომ ქართული მედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის მისი მცირეშემოსავლიანობა და ამიტომ ის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისგან ცუდად არის დაცული.აქვე აღნიშნულია,რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ გამოცემებს რეკლამის მოზიდვაში ხელს სახელმწიფო მოხელეები უშლიდნენ.


 და აქციის ეპატაჟი - ერეკლე დეისაძე