Saturday, March 31, 2012

ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!!!

 15 მარტი, 18:00 საათზე,გუდიაშვილის 11-ში Frontline Georgia's ეგიდით ჩატარდა მერაბ მამარდაშვილის საღამო ,,ჭეშმარიტება,რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას"მომხსენებლები:ლევან ბერძენიშვილი;ზაზა შათირიშვილი;ნათელა სახოკია,იდეის ავტორი და მოდერატორი ლევან ხუნწარია.




  ხშირად არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი,მაგრამ ამ შემთხვევაში ვიქნები არა-თავმდაბალი და გამოვხატავ ჩემს გულწრფელ ემოციებს.მიხარია,რომ ამ ივენთის იდეის ავტორი და მოდერატორი მე ვიყავი,იმდენად რამდენადაც მამარდაშვილი უდიდესი სიმაღლეა და დიდი პატივია,როცა მის და განსაკუთრებით მისი ტაბუირებული გამონათქვამის ,,ჭეშმარიტება,რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას" ამ დახურული თემის განსაჯაროებაში და დისკუსიის წამოწყებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე .

 

 

  ლევან ბერძენიშვილი: ,,გაბედეთ აზროვნება" - მოგვიწოდა ჩვენ ახალგაზრდებს და გაოცებული იყო აუდიტორიის სიმრავლით და ბრძანა,რომ წინა დღეს,რომ ეთქვათ მამარდაშვილის შესახებ წაკითხულ ლექციას 100 ახალგაზრდა დაესწრებოდა არ დავიჯერებდი და მართლა თუ აინტერესებს ამდენ ახალგაზრდას მამარდაშვილი ე.ი ჩვენ უკეთესები ვართ დღეს,ვიდრე გუშინ ვიყავითო. 



ერთადერთმა ფილოსოფოსმა,უფრო სწორი იქნება ვთქვა,ერთადერთმა მოქალაქებ გაბედა ეთქვა სიმართლე და რაციონალური აზრი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი  წლების გარიჟრაჟზე,რომ ,,ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას"-ჭეშმარიტება,რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა მაშინ და ის მოკლეს,მოკლეს სიმართლისთვის.ჩვენ ავირჩიეთ ბარაბას გზა,დიახ ბარაას გზა,რადგან უფლის გზა,რომ აგვერჩია ავირჩევდით ჭეშმარიტებას (თავად უფალს),რომელიც მთელს მსოფლიოში უფრო მაღლა დგას ვიდრე სამშობლო.

 

 

შეხვედრამ შესანიშნავ გარემოში ჩაიარა და მე ამაყი ვიყავი,რომ შევძელი განხორციელება ჩემი ოცნების,რომელსაც მამარდაშვილის საღამოს ჩატარება ერქვა,ერთადერთი ქართველი ფილოსოფოსის,რომელმაც ჭეშმარიტი ფილოსოფია შექმნა.