Friday, April 13, 2012

მეოცე საუკუნის უდიდესი ვარსკვლავი



კეთრინ ჰეპბერნი 1907 წლის 12 მარტს დაიბადა ა.შ.შ-ს ქალაქ ჰარფორდში.მამა ჰარფორდის ერთ-ერთ საავადმყოფოში  უროლოგად მუშაობდა ,ხოლო დედა აქტიური ფემინისტი იყო და ამავე ტიპის ორგანიზაციას ედგა სათავეში.

12 წლის ასაკში ის თამაშობდა არაპროფესიონალი რეჟისორების მიერ დადგმულ სპეკტაკლებში,ხოლო მისი დებიუტი დიდ სცენაზე  შედგა 1928 წელს ბალტიმორის თეატრში.1929 წელს ცოლად გაყვა ფილადელფიელ ბროკერს ოგდენ სმიტს,მათმა ქორწინებამ 1934 წლამდე გასტანა.ის 1929 წელს გადავიდა საცხოვრებლად ბროდვეიზე,მის მიერ ნათამაშევი სპეკტაკლები ძალიან პოპულარული იყო საზოგადოებაშიც და ამავე დროს თეატრის კრიტიკოსებშიც კი.


 
მისი დებიუტი კინოში 1932 წელს ფილმით ,,იყო განქორწინებული“,მან ამავე წელს მოიპოვა პირველი ოსკარი ფილმისაtვის ,,ადრეული აღიარება“ ,თუმცა ვერც უდიდესმა აღიარებამ და ოსკარმა ვერ მოუპოვა მას მისთვის ნანატრ ფილმში  ,,ქარწაღებულში“ სკარლეტ ო,ჰერას როლი,ის ამ როლისთვის მეტისმეტად არასექსუალურად და ქედმაღლად ჩათვალეს,თუმცა მისი ეს თვისებები განასხვავებდა მას სხვებისგან და სწორედ იმიტომ შეიყვარეს და გააღმერთეს ის ამერიკაში,რომ კეტირნი არავის არ ჰგავდა.

ჰეპბერნი ოსკარზე 12 ჯერ იყო ნომინირებული და მათგან 4 ოსკარი გადაეცა.ის 1933 წელს გადაიღეს ,,პატარა ქალებში“,ხოლო 1938 წელს გამოსული ფილმის ,,კატების აღზრდის“ ჩავარდნის შემდეგ მან გადაწყვიტა დროებით ჩამოშორებოდა კინემატოგრაფს და ცოტა დაესვენა.

ის ტრიუმფით დაბრუნდა კინოში 1940 წელს ბარნის ფილმით ,,ფილადელფიის ისტორია“,რომელშიც შესანიშნავად შესრულებული როლისთვის მას კიდევ ერთი ოსკარი მოუპოვა.

 
1942 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში ,,ქალის წელი“,სადაც მისი პარტნიორი იყო ჰოლივუდის მეორე ლეგენდა სპენსერ ტრეისი და ფილმის გადაღების პროცესში მათი რომანი დაიწყო,რომელმაც გასტანა თითქმის 30 წელი (სპენსერის გარდაცვლებამდე) და რომელიც იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი სიყვარულის ისტორია.

იმ დროისათვის სპენსერი ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული მამაკაცი მსახიობი იყო,მექალთანე და გამოუსწორებელი ლოთი,კეტრინი კი ულამაზესი და ძალზე მოწესრიგებული პიროვნება იყო.ეს წყვილი პრესის პირველი ფურცლებიდან ცხოვრების ბოლომდე არ ჩამოსუყლან.სპენსერმა 1938 წელს ფილმისთვის ,,მამაცი კაპიტანი“ ოსკარი გადაეცა,თუმცა ცერემონიალს ვერ დაესწრო საავადმყოფოში იყო,მის მაგივრად ცერემონიალზე ოსკარი მისმა მეუღლემ ლუიზამ აიღო.მას მის მეუღლესთან ვაჟი შეეძინა,რომელიც ყრუ აღმოჩნდა და რომელიც უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა ტრეისისათვის.მისი ცოლი მისგან ყველა ღალატს ღირსეულად იტანდა,მაგრამ კეტრინი სხვა შემთხვევა იყო,რომელიც მას მთელი ცხოვრება ეცილებოდა ქმარსა და საყვარელ მამაკაცს.

კეტრინი ეგოცენტრულ ვარსკვლავად ითვლებოდა.ის მდიდარი ოჯახიდან იყო,რამდენიმე უცხო ენა იცოდა,ფიგურულ სრიალში მედალოსანი იყო,გოლფს და ჩოგბურთს ძალიან კარგად თამაშობდა.პარადოქსი ის იყო,რომ ის დასანახავად ვერ იტანდა ლოთებს და მას სიგიჟემდე შეუყვარდა სპენსერი.

 
კეტრინთან ერთად პირველი ფილმის გადაღების წინ სპენსერის მეგობრებს მასთან სანაძლევოს დადება უნდოდათ,რამდენად მალე ჩაიწვენდა ის ქალს საწოლში,მან კი უპასუხა; ,,რა მინდა ლესბოსელის საწოლში“.მათი ერთობლივი მუშაობა ერთგვარ დუელს ჰგავდა.ჰეპბერნი ვერ იტანდა მოუწესრიგებელ პიროვნებებს და ერთხელ სპენსერი ფაბიდან გამოათრია და ბავშვივით დატუქსა.არც კეტრინს ეხატებოდა გულზე სპენსერი და მასთან არც ის ფიქრობდა რომანს,მაგრამ ერთ-ერთი საერთო ვახშმის დროს ქალმა მამაკაცს სრულიად გულწრფელად გადაუშალა გული და მათ შორის დაიწყო ჰოლივუდის საუკუნის რომანი.ტრეივისი მიხვდა,რომ ეს ის ქალი იყო რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება უნდოდა,მაგრამ მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი,რომ ვაჟიშვილის გამო ცოლს არ გაცილებოდა.ამ რომანის პრესაში გაჟონვის შემდეგ მისი ცოლი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში მოხვდა.

მათ ერთად 10 მდე ფილმში ითამაშეს.ჰოლივუდის ქალღმერთი მისთვის ძიძაც,მძღოლიც,დამლაგებელიც,საყვარელიც და ნდობით აღჭურვილი პიროვნებაც იყო.მათი რომანი ჰოლივუდის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო,ისინი ბავშვებივით დასეირნობდნენ პარკში და აწყობდნენ პიკნიკებს.


1967 წელს ფილმისთვის ,,გამოიცანი ვინ მოვა სადილზე“ კეტრინს მორიგი ოსკარი გადაეცა,მაგრამ თავად არ წავიდა ცერემონიალზე,ის ამ დროს სპენსერის საყვარელ სასტუმროში იყო და იქ შეიტყო ეს მოვლენა.კეტრინთან ერთად ნათამასევი ეს როლი სპენსერისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა და გადაღებების დასრულების შემდეგ ის  ორ კვირაში გარდაიცვალა.ჰოლივუდის დიდი სიყვარულის ისტორიაც მასთან ერთად დამთავრდა.კეტრინი დიდი ხანი ვერ გამოდიოდა დეპრესიიდან.

1972 წელს გადაღებული ფილმი ,,ტრეისი და ჰეპბერნი:ინტიმუტი დღიურები“კეტრინის შესრულებით ბეტსელერად იქცა.მას მთელი ცხოვრება კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა,მაგრამ ოთხმოცდაათიანი წლების შუარიცხვებში მისი ჯანმრთელობა შეირყა.2003 წლის 29 ივნისს ყველა დროის ყველაზე დიდი მსახიობი,ლეგენდარული ქალი,კინემატოგრაფიის გენია კეტრინ ჰეპბერნი ოლდ-სეიბურგში გარდაიცვალა.ის საოჯახო სასაფლაოზე ქალაქ ჰარფორდში დაასაფლავეს.

ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ინიციატივით 2003 წელს მას მიანიჭეს ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოს სტატუსი,მისი უდიდესი წვლილისათვის მსოფლიო კინემატოგრაფში.ოლდ-სეიბურგის თეატრს მიანიჭეს მისი სახელი.ის მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარეს.მისი სამსახიობო ხელოვნება გარკვეულწილად რევოლუციური იყო.მისი გარდაცვალებით მსოფლიო კინემატოგრაფმა ყველაზე დიდი ვარსკვალავი დაკარგა და ის თავის ერთადერთ ქალღმერთს დაემშვიდობა.



No comments:

Post a Comment