Tuesday, June 26, 2012

რკინის ხელით მივრეკოთ კაცობრიობა ბედნიერებამდე” (ლექცია)






Saturday, June 16, 2012

პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული კიდევ ერთი მასწავლებელი

 

 
ლევან კიკვიძე 51 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი იყო.ამავე სკოლის დირეკტორის დავით ლაგვილავას მიერ სკოლიდან მისი დათხოვნის მიზეზი 27 მაისს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მისი მონაწილეობა და ერთიანი ეროვნული ცენტრის დირეკტორის მაია მიმინოშვილისადმი გამოხატული სოლიდარობა აღმოჩნდა.

51 საჯარო სკოლის ადმინისტრაციისათის ლევანის 27 მაისის აქციაში მონაწილეობა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის დირეკტორის მაია მიმინოშვბილისადმი გაცხადებული სოლიდარობა მისივე facebook-ის გვერდიდან გახდა ცნობილი,სადაც ლევანმა აქციაში მონაწილეობის ფოტოები გამოფინა და ქალბატონი მიმინოშვილის თანამდებობიდან განთავისუფლება მკვეთრად გააკრიტიკა.

აქციის მეორევე დღეს  ლევან კიკვიძე ჩვეულებრივ გამოცხადდა სკოლაში,რათა გაკვეთილები ჩაეტარებინა,მაგრამ ის 51 საჯარო სკოლის დირეკტორმა თავისთან დაიბარა,სადაც მასა და დირეკტორს შორის უსიამოვნო საუბარი გაიმართა.ბატონი დირეკტორი აიძულებდა ისტორიის პედაგოგს სკოლა თავისი ნებით დაეტოვებინა წინააღმდეგ შემთხვევაში სემესტრის დამთავრების შემდეგ კონტრაკტი მაინც შეუწყდებოდა,რაზეც ლევანმა უარი განაცხადა და დირეკტროის კაბინეტი დაუყონებლივ დატოვა.
 
ამ ინციდენტის შემდგომ გაკვეთილები ჩვეულებრივ ჩაატარა და მეორე დღეს ის დილით  გამოცხადდა სკოლაში,რათა პროტესტის ნიშნად დირეკტორისთვის განთავისუფლების განცხადება შეეტანა,მგრამ ის სკოლასი დაცვის თანამშრომელებმა გაურკვეველი მიზეზებით არ შეუშვეს.


ლევანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა ყველა ინსტანციას სადაც კი შეიძლებოდა ამ ფაქტის გაპროტესტება,მაგრამ მის ქმედებებს არანაირი შედეგი არ მოჰყვა.თვითოინაც ძალიან კარგად უწყოდა,რომ ძაღლების ქვეყანაში დიდი ხანია კატები ყეფენ,მაგრამ მაინც სცადა თავისი ღირსება და საყოველთაოდ აღიარებული გამოხატვის თავისუფლება დაეცვა.

მე მჯერა თუ თითოეული მოქალაქე ლევანისნაირად არ შეეგუება ძალადობას და უსამართლობას სამართალი აუცილებლად იზეიმებს,კანონი აუცილებლად იქნება უზენაესი.ამისათვის კი ბრძოლაა საჭირო,თითოეული ჩვენთაგანის უკომპრომისო სვლა სიმართლისკენ.