Thursday, November 8, 2012


პოეზიის დედოფალი




 თინათინ ალექსანდრეს ასული მღვდლიაშვილი დაიბადა 1955 წლის 7 აპრილს . ქუთაისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1956 წელს ქართული დივიზიის მობილიზაციის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად დაბრუნდა . თბილისში. 1972 წელს დაამთავრა . თბილისის #55 საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამავრათანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების სახელმწიფო კოლეჯიმასიურ ღონისძიებათა რეჟისორის განხრით. 1979-1983 წლებში ბათუმის დრამატულ ატრში მუშაობდა მსახიობად, მოგვიანებით თბილისის მინიატურების სახელმწიფო თეატრში.


საქართველოს


უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,

შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...

ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -

მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,

შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.

ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -

შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.

და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -

შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...

შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -

მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.


1987 წლიდან გატაცებულია ხატვით (ფერწერა, გრაფიკა). მისი ნამუშევრები ძირითადად ნაივურ ხასიათს ატარებს. 1988 წელს გამომცემლობა მერანის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა. 1990-2005 წლებში მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა თითქმის ყველა გამოფენაზე. 2004 წელის 23 ნოემბერს საგამოფენო “N”- გალერეაში ხატების გამოფენა.



საქართველოში ქართველები არა კვდებიან


სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან

და ხეობიდან სისხლისფერი უბერავს ქარი,

სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან

ღონემიხდილი ღრიალებს ხარი.

სამაჩაბლოში მონასტრები გასხვისებულან

და იკორთიდან გაბზარული ჟღრიალებს ზარი:

სამაჩაბლოში ქართველები გახიზნებულან,

დაჟანგებულა დავითის ხმალი!

სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან

უბირი ხელით ანთებული ღრიალებს ღამე

სამაჩაბლოში ქართველები დანაცრებულან,

ჭია-მატლები უნგრევენ კარებს!

, საქართველოვ, მახვილია გზა სიყვარულის,

შემოიქსოვე უძლეველი ჯაჭვის პერანგი!

, საქართველოვ, აბობოქრდი, გადაქართველდი,

ჩამოიბერტყე კალთებიდან მტერი ვერაგი!

სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან,

გარინდებულან ქართველები საქართველოში...

საქართველოში ქართველები არა კვდებიან,

იბადებიან ქართველები საქართველოში!


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, მის მიერ შემკული წმ. თამარისა და წმ. დავით აღმაშენებლის ხატები სამების საპატრიარქო ტაძარში შეაბრძანეს და მათთვის განკუთვნილ ანალოღიებზე დააბრძანეს. მეტეხის ტაძრის საკურთხეველში ინახება მთავარმოწამე გიორგის ხატი, ხოლო ყოვლადმოწყალე ღვთისმშობლის ხატიათონის იღუმენიამთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის საკურთხეველშია დაბრძანებული.


ხმალი ავლესოთ ქართველებო


ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ

და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,

ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს

დავმაღლდებოდით დარუბანდამდე.


, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება

და პური შენი არის ღვთიური,

, საქართველოვ,მოქართულო ზეცის კალმითა,

და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.


ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ

და მოვუქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი

უნდა მოვთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ

გადავარჩინოთ საპიცარი ივერთ ჯილაგი.


, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრებავ.

ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი.

ხმალი ავლესოთ ქართვწელებო, ხამალი ავლესოთ

შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი.


არის შესანიშნავი პოეტი. 1987 წლიდან ინტენსიურად იბეჭდება საქართველოს ჟურნალ გაზეთებში. 14 წიგნის ავტორია. მის ლექსებზე შექმნილია ათეულობით სიმღერა, მათ შორის ცნობილი სიმღერები: “ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ” (გოგი დოლიძის შესრულებით). “ჭრიჭინები” (ქართული ხმების შესრულებით). “ბიჭებო დიდგულა ბიჭებო” (მერაბ სეფაშვილის შესრულებით). “დავით მეფეს” (თემურ თათარაშვილის შესრულებით) და სხვა.


ვაინახები


თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _

რა დააძინებთ!

თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახარი...

თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები..

და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,

რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!..

ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.

, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..

, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,

რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!

რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!

რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!

მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,

იბერიული სიმამაცით გავაოცებდი...

დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, _

და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..

შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,

დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს...

ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,

სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!..

და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,

თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი...

ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს

და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..

თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს

და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს

და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,

რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..

მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,

საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,

დავისვენებდი!..

თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა...

თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა...

იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, _

რა დამაძინებს!..


მის ლექსებზე შეიქმნა წმ. სამების ტაძრისადმი აღვლენილი საგალობელი, რომელიც პირველად შესრულდა პატრიარქის რეზიდენციაში 20006 წლის 8 თებერვალს, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე.იგი არის 2005-2006 წლის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი.


ჭრიჭინები

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,

გაიშალე ოქროსფერი თმები,

გენატრება ზამბახების სიფაქიზე,

გენატრება ზამბახების ფერი.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები

და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,

ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს!

არ დამტოვო, გევედრები, არ დამტოვო,

სინანული აგიცრემლებს თვალებს,

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,

ვერ გავუძლებ მარტოობის ღამეს.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები

და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,

ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს!


თინათინს ტკივილამდე უყვარს საკუთარი სამშობო.მან სამშობლოს თავისუფლებისთვის ბევრ ჭრილობას გაუძლო.90-იანი წლების დასაწყისში ზვიად გამსახურდიამ მას ქართული პოეზიის დედოფალი უწოდა.ამორძალად წოდებულ პოეტეას,სრულიად დამსახურებულად ლომი უწოდეს.თინათინი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ამიტომაც ღირსეულად უძლებს მარტოობას.პოეზიის მწვერვალების დაპყრობა ძალიან ბევრს გასჭირვებია,რადგან ის მუსიკასთან ერთად ხელოვნების უმაღლეს დარგად ითვლება.


ქართველები შეარიგე მერაბ!


საქართველოს ერთგულება ენატრება,

სიყვარული ენატრება გელათს!

მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,

ქართველები შეარიგე, მერაბ!

საქართველოს სამართალი ენატრება,

საქართველო შინდისფერად ელავს,

ანგელოზებს შეავედრე სამართალი,

სათნოება შეავედრე, მერაბ!

მუქი ნისლი დასწოლია შავნაბადას,

თეთრი ცხენი ელოდება მხედარს,

საქართველოს ბასიანი ელანდება

და დიდგორი ესიზმრება, მერაბ!

ცრემლიანი შემოგვყურებს ღვთისმშობელი,

სამთავისი სევდიანად რეკავს,

მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,

ქართველები შეარიგე, მერაბ!


თინათინის ლექსებზე ვგიჟდები,იმიტომ კი არა,რომ პოლიტიკური ლექსების ელფერი აქვს უბრალოდ,მისი ლექსების წყობა მომწონს.მას თითქოს ხელში უჭირავს საქართველოს მაჯა და ყველა მის ღირსებასა თუ ნაკლს თვალნათლივ ხედავს,რადგან,ჩემი აზრით,მხოლოდ ქალს შეუზლია ასეთი დიდი,ლამაზი,ღრმა და ერთგული სიყვარული სამშობლოსადმი.


თინათინი ქართული პოეზიის დედოფალი!