Thursday, January 24, 2013


ვარდოსნების ათი მთავარი დანაშაული





პირველი


2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საკანონმდებლო ხელისუფლების დაკნინების გზით მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სრული დაქვემდებარება მოჰყვა. 
2004 წლის თებერვლის ცვლილებებზე ვენეციის კომისიამ ცალსახა დასკვნა დადო, რომ ეს იყო ხელისუფლების უზურპაცია და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უფრო მეტი ძალაუფლების მინიჭება. ამან გამოიწვია ძალაუფლების კონცენტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის - პრეზიდენტის ხელში.კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია ყოველთვის შექმნას მიზეზი, რომ დაითხოვოს პარლამენტი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები. შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის დაუსახელებლად თანამდებობიდან გაუშვას პრემიერ-მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ ამავდროულად ყველა მინისტრიც გათავისუფლდება თანამდებობიდან. პრეზიდენტს აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ან ერთ თეთრად მიჰყიდოს ნებისმიერს და ..კონსტიტუციის ხშირი ცვლა მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე რაიმე პრეტენზია გააჩნია, მითუმეტეს, თუ ეს ცვლილებები ხელისუფლების ერთი პირის ხელში კონცენტრაციისაკენ არის მიმართული, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.2004-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რისი პრეცედენტი მსოფლიოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისათვის უცნობია.


მეორე


წინასწარი ოფიციალური ვერსიის თანახმად (გენერალურ პროკურატურას საბოლოო დასკვნები გამოძიების შესახებ ჯერ არ გამოუქვეყნებია), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. ინციდენტი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. გამოძიების ამ ვერსიას ჟვანიების ოჯახი უნდობლობას უცხადებს.
დებატები ჟვანიას გარდაცვალების გარშემო არსებული გარემოებების შესახებ მას შემდეგ განახლდა, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო, 25 სექტემბერს - მისი დაპატიმრებიდან ორი დღით ადრე - განაცხადა, რომ ჟვანიას გვამი მიტანილ იქნა იმ ბინაში, სადაც ის მოგვიანებით აღმოაჩინეს.
არჩილ კბილაშვილმა საქათრველოს ახალმა მთავარმა პროკურორმა გაკეთა განცხადება რომ მზად არი თავიდან გმოიძიოს ყოილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმე.


მესამე


საქართველოს სასამართლო რეფორმის ინდექსმა აჩვენა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც აღიარებს.
გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკური მონაცემები გამაოგნებელია. მაგალითად: 2010 წელს 20 ათას 208 პირის მიმართ სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან, მხოლოდ 8 პირზეა გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი, ანუ 0,03 %-ის მიმართ, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი გაანჩენ -, მხოლოდ 54 პირის ანუ 0,26%-ის მიმართ.თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამამართლებელი განაჩენები 15-20%- შეადგენს, ევროპის ქვეყნებში - 20-25%-, ჩინეთსა და რუსეთში - 1%-, ბელორუსიაში 0,3%-.
მთავარია, მოქალაქეები სცემდნენ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც მათ იციან და დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არისნაყიდიდა მასზე ზემოქმედება არ მოუხდენია პირად, ფინანსურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებს. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საზოგადოების მიერ მიიღება, აღიქმება მიუკერძოებლად და სამართლიანად, რაც, ფაქტობრივად, ჩრდილავს დამოუკიდებლობის ყველა სხვა ნიშანს.


მეოთხე


საქართველოში მედია პოლარიზებულია და ქართული მასმედია სრულყოფილებისგან ძალიან შორს დგას.რეაგირებას მოითხოვს სარეკლამო ბაზარი, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იარსებებს საქართველოში მოთხოვნა ამ ყველაფერზე. ასევე, შესამჩნევია პოლიტიკური ვნებათაღელვაც, რაც ერთი თვალის დახამხამებაში ვერ შეიცვლება. 
აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2007 წლის კრიზისის დროს, ვითარება სიტყვის, პრესის და შეკრებების თავისუფლების თვალსაზრისით სერიოზულად გაუარესდა და კვლავ მოდის ცნობები "სამართალდამცავი ორგანოების თანმშრომლების ქმედებების დაუსჯელობისა" და "სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის" შესახებ.
ბოლო მოხსენებაში, უფლებათადამცველმა ორგანიზაციამ "Freedom House" საქართველო, პრესის თავისუფლების მდგომარეობის მხრივ, კოლუმბიის დონეზე დააყენა. საქართველოს უსწრებენ ნიგერია, მალავი, ინდონეზია და უკრაინა. ეს უკანასკნელი, საქართველოს მსგავსად, ნატოში შესვლას ცდილობს.


მეხუთე


ოფიციალური ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელსა და მსხვერპლს შორის მომხდარი კამათის შედეგი იყო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, როგორც ამას ოპოზიცია და მოკლულის ოჯახი მიიჩნევს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პოლიციამ შსს- კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი ოფიცერი დააკავა, რომლებიც 27 იანვარს მომხდარ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც 12 თებერვალს ტელეკომპანია "იმედისეთერით გასულმა სიუჟეტმა მიანიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე შესაძლოა კავშირში ყოფილიყვნენ მკვლელობის საქმესთან. ამ სიუჟეტმა უბიძგა ოპოზიციას მერაბიშვილის გადადგომა მოეთხოვა.     
 "გირგვლიანის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. გამოკვეთილია ახალი დეტალები, ახალი მონაცემები. სანამ არ გამოიკვეთება პასუხისმგებელ პირთა ზუსტი ვინაობა და არ დაზუსტდება მათი ქმედებები, ჯერჯერობით გამოძიების ამ ეტაპზე ჩვენ რაიმე კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ. ძალიან ინტენსიურად მიდის გამოძიება, ის პროგრესირებს და ახლო დროში გახსნილი გვექნება ეს საქმე", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.


მეექვსე


საქართველოში 2007 წლის ნოემბერში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა.2 ნოემბერს დაიწყო ხელისუფლების საწინაღდეგო საერთო სახალხო გამოსვლები,რომელიც 7 ნოემბერს წინა,ნაციონალთა ხელისუფლების მიერ იქნა ძალის გამოყენებით სასტიკად დარბეული.
2007 წლისნოემბერს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:გამთენიისას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებში გადაცმულმა სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოშიმშილე პროტესტანტები დაარბიეს.
მოშიმშილეთა დარბევის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის გამოც მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კონფლიქტი მოხდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მომიტინგე დააპატიმრეს, ხელისუფლებამ ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც შემდგომ აღინიშნა, სრულიად უკანონოდ. მხუთავი და ცრემლმდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებში გაუშვეს, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებნიც მოიწამლნენ 
მოგვიანებით ოპოზიციამ დარბეულ მომიტინგეებსა და მოქალაქეებს რიყეზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. სპეცრაზმელებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს... ელიავას ბაზრობიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს და სასტიკად სცემეს "ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს, რომელიც საბოლოოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა.
პარალელურად, შსს- გამოაქვეყნა ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლითაც ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს რუსეთის უშიშროების სამსახურთან კავშირში ადანაშაულებდნენ, თუმცა დღემდე არავის ბრალეულობა დამტკიცებულა და არც არავის უგია პასუხი.საღამოს რვა საათზე სპეცრაზმელები ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრნენ. ტელეკომპანიასთან შეკრებილი პროტესტანტები სპეცრაზმმა რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლმდენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის სხვებთან ერთად "იმედის" ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "კავკასიამაც". პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.მოგვიანებით ის დასავლეთის დიდი ზეწოლის შედეგად მისივე გადაწყვეტილებითვე გაუქმდა.სააკაშვილი გადადგა და დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს.

მეშვიდე

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფოში მის განსაკუთრებულ სტატუსს ხაზს უსვამს, უწყებრივი ვებგვერდის (www.police.ge) დასახელებითაც, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა სამინისტროების ვებგვერდებისგან, რომელთა დომენს ერთნაირი დაბოლოება აქვთ ...gov.ge. შსს-გან განსხვავებით, არცერთ სხვა სამინისტროს არ აქვს საკუთარი უწყების ასეთი ფორმითა და შინაარსით რეკლამირების პრივილეგია. უფრო მეტიც, შსს- ბიუჯეტი და რომელიც არასდროს შეკვეცილა, აბსოლუტურად მოცილებულია როგორც საზოგადოებრივ ისე საპარლამენტო კონტროლს. არავის ახსოვს ბოლოს როდის შევიდა, თუკი საერთოდ შევიდა, შსს-ში კონტროლის პალატა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.
2009 წლის საპროტესტო აქციებით შეწუხებულმა ხელისუფლებამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად, მმართველი პარტიის ყველაზე საიმედო საყრდენის - პოლიციის უფლებების გაზრდა მიიჩნია. სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, სასწრაფო წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიციას უფლება მიეცა უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით გამოიყენოს საკმაოდ შთამბეჭდავი არსენალი: მათ შორის არის სპეციალური საშუალებები: "არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური საშუალებების გრძრლი სია." პოლიციელს (მშვიდობიან პერიოდში!!!) დაუკანონდა "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პირისშეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების' უფლება, რომლის ძალითაც პოლიციელს შეუძლია "ეჭვის დადასტურების ან გამორცხვისათვის აუცილებელი გონივრული" ვადით შეაჩეროს პირი და "შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწამოოს ზედაპირული შემოწმება." და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, "უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას". პოლიციელს ასევე ეძლევა უფლება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად (?!) ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება.
 საერთოდ, პოლიციისადმი მიძღვნილი კანონები იმდენად ბუნდოვანი და ორაზროვანია, რომ თავისუფლად იძლევა მათი მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და სრულიად დასაშვებია, რომ ეს განზრახ გაკეთდა, იმ როლიდან გამომდინარე რასაცვარდოსანთახელისუფლების დროს პოლიცია ასრულებს სახელმწიფოში.სამწუხაროა,რომ  პოლიცია, მცირე გამონაკლისის გარდა, იმაზე მეტად იყოს პოლიტიზებული ვიდრე რევოლუციამდელ პერიოდში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი ძნელია  მეტისმეტად აღზევებული ამ სტრუქტურის დაბრუნება დემოკრატიული სახელმწიფოსათვის მიღებულ ჩარჩოებში. 

მერვე

რუსეთ-საქართველოს ომი ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას   შორის, ოსებსა და ააფხაზებთან ერთად.ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და ზემო აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი,სენაკი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მეცხრე

ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსათვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესს ლომის წილი უჭირავს. ქვეყნის დოვლათის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში იქმნება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც იქ არის დასაქმებული. როგორია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე?
საშუალო და წვრილ ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონის გამო ოფიციალური სტატისტიკა სრულად ვერ აფიქსირებს ამ ტიპის მეწარმეობიდან შემოსავალს, მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენშიც სერიოზული შემოსავლები მოაქვს და თუ ქვეყნის მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მაინც ახერხებს არსებობას, ესეც ამ ტიპის ბიზნესის დამსახურებაა.ასევე ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში საკამოდ მაღალია უმუშევრობის დონე, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად უმუშევრად ითვლება, მცირე ბიზნესშია დასაქმებული. ამ შემთხვევაში, ფარული უმუშევრობის გარდა ადგილი აქვს ფარულ დასაქმებას, რომელიც არც დაბეგვრას ექვემდებარება და არც ოფიციალურ ანგარიშებში ხვდებაყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოსათვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.წინა ხელისუფლება ბევრს საუბრობდა ამ ტიპის მეწარმეობის მხარდაჭერაზე და მათთვის ნორმალური სამეწარმეო გარემოს შექმნაზე, თუმცა თავისი ქმედებებით სრულიად საპირისპიროს აკეთებდა, რის არც თუ შორეულ მაგალითს ცოტა ხნის წინ პურის საცხობებისათვის საგადასახდო კოდექსში შეტანილი დრაკონული შესწორებაც წარმოდგენს, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მცირე საცხობების გაკოტრების სტიმულს იძლეოდა.მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ საწარმოებთან შედარებით უფრო ელასტიურად შეუძლია ბაზარზე ოპერირება. მათი მხრიდან გაცილებით ოპერატიულად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მათი საქმიანობა არ არის გადატვირთული ბიუროკრატიული ბარიერებით. აღნიშნული საქმიანობა მსხვილი ბიზნესისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას და ფაქტობრივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის, თუმცა თავად ორგანიზაციული საკითხები, რეგისტრირების ფორმები თუ ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ბარიერები იმდენად გართულებულია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი ნაწილი არალეგალურად ფუნქციონირებს. ამასთან, საგადასახადო წნეხი, მაკონტროლებლების განუკითხაობა და კორუფციული აპარატის თვითნებობა ამ სფეროს მეტისმეტად დაუცველს ხდის. დაუცველობა და გავლენიანი ლობისტების არყოლა წვრილი და საშუალო ბიზენესის ყველაზე დიდ სისუსტეს წარმოადგენს საქართველოში. ამის გამო ბევრი საწარმო, რომელმაც, წესით, მოსახლეობა უნდა დაასაქმოს და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უპირველესი წყარო იყოს, ხშირად დახურვის აუცილებლობის წინაშე დგება. წინავარდოსანთახელისუფლება, რომელიც მუდმივად მეწარმეების დამცველად და ჯანსაღი კონკურენციის გარანტად უნდა მოგვლინებოდა, პირიქით, საშუალო და წვრილი ბიზნესისათვის ახალ-ახალი ბარიერების შექმნით იყო გართული.

მეათე

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიებმამაესტრომდამეცხრე არხმამე–8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს ცემენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ცოცხით აუპატიურებენ.
 პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა დაიწყეს,რასაც მოჰყვა პრეზიდენტის მიერ მთავრობის კოსმეტიკური-ფსევდო ცვლილებები. საბოლოოდ კი ქართველმა ხალხმა მოძალადე- დანაშაულებრივ რეჟიმს პირველი ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში  უთხრა არა!!!

P.S:
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქარველმა ერმა უარი უთხრა წარსულში დაბრუნებას და მომავალზე მოახდინა ორიენტირება.ამ მომენტამდე საქართველოში ხელისუფლებას ცვლიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში პოულობდა ძალას, თავდადებულად დაპირისპირებოდა ამა თუ იმ რეჟიმს.
 ადამიანი ღირსებიდან იწყება,ჩვენ კი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დავიბრუნეთ ღირსება.