Sunday, May 19, 2013

ბართლომეს შუადღე
(გამოცხადებული სიძულვილის ქრონიკა)





„ შეიყვარე მოყვასი შენი,
ვითარცა თავი შენი“
„გიყვარდეთ თქვენი მტრები
და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“
იესო ქრისტე


ხალხის არსებობას და წარმატებას ორი ბურჯი ჰქონია და აქვს: სარწმუნოება და ცოდნა, ეკლესია და სკოლა. ეკლესიას ჩვენში სული თითქმის ამოხდა. იგი გარდაიქცა სხვადასხვა გარეგანი მეხანიკურის წესების შესასრულებელ ადგილად და სრულიად ხელი აიღო თავის მთავარ დანიშნულებაზედ - ჰფენოს ხალხში ცოცხალი, მადლიანი სიტყვით წმინდა სწავლა სახარებისა
იაკობ გოგებაშვილი





17 მაისი იყო გამოცხადებული სიძულვილის ქრონიკა.საქართველოს სამოციქულო ეკლესია სრულიად ირაციონულ მარაზმში ჩაება.ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი,რომელიც უნდა გაემართათ რუსთაველის გამზირზე,კერძოდ ძველი პარლამენტის შენობის წინ ქართულ ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციებს,ვეღარ ჩატარდა,რადგან  ასობით სასულიერო და ათასობით ეგზალტირებულმა მრევლმა,საკუთარი სულიერი მოძღვრების მეცადინეობით,ბართლომეს შუადე მოუწყვეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს,რომლებსაც არც აქცია-ფლეშმობი ჩაატარებინეს და რომ არა მობილიზებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების სიმამაცე  ალბათ მათი აგრესია დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა და მხოლოდ 28 სექსუალური  უმცირესობის წარმომადგენლის ცემით  არ დასრულდებოდა ყველაფერი.

ბასილ კობახიძე:“ქუჩაში მორბენალი გაავებული მღვდლების ვიდეოკადრების ყურებისას უნებურად გამახსენდა ბავშვობაში წაკითხული პაუსტოვსკის ავტობიოგრაფიული რომანი, სადაც ის 1919 წლის კიევის პოგრომს აღწერს. მართლაც 17 მაისის მოვლენები იყო ნამდვილი პოგრომი, როდესაც სიძულვილით გონებადაბინდული და სისხლმოწყურებული მართლმადიდებლები გინებითა და ყიჟინით დარბოდნენ ქუჩებში და ყველგან ეძებდნენ მსხვერპლს. კიევშიც ხომ ჩვენი ერთმორწმუნე უფროსი ძმები სდევნიდნენ ასე ებრაელებს და სადაც მიაგნებდნენ, იქვე კლავდნენ. ყვითელ ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებს გარშემოხვეული ადამიანების შეშლილი სახეების დანახვისას გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ვერაფრით მიხვდებოდა, რომ ესენი ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლები არიან და ცდილობენ უფალს ასიამოვნონ. მღვდლებმა და მრევლმა მსხვერპლი რომ ვერ ნახეს, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ერთმანეთს დაერივნენ, რათა სისხლისა და ძალადობის წყურვილი როგორმე დაეკმაყოფილებინათ. მსხვერპლიც მათიანი იყო და ამის დასამტკიცებლად ჰომოსექსუალებს აგინებდა და პირჯვარსაც მართლმადიდებლურად იწერდა, მაგრამ ეკლესიის გაავებულ მრევლს ეს არგუმენტები არ აკმაყოფილებდა და გამეტებით ურტამდა ამ ადამიანს. რამდენიმე პიროვნება ცდილობდა დაეცვა ეს ახალგაზრდა და გაჰყვიროდა: „მამაო, არ დაარტყა!“.

იმ დღეს სახელმწიფო ხელში აიღო სახე დაკარგულმა აქციის ორგანიზატორმა ასობით საულიერო პირმა(რომლებიც კრიმინალებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე ღვთის მსახურებს) და ათასობით ეგზალტირებულმა ქართული ერის,ცხელი თავების დიდმა მასამ,რომლეთა თვალებშიც იგრძნობოდა სიძულვილი და  გლადიატორისეული სურვილი მსხვერპლის განადგურების. შემზარა ამდენი გავეშებული  ქართველის ნახვამ,რომლებისთვისაც იმ დროს არანაირი კანონი და არანაირი სამართალდამცავის პატივისცემა და არც შიში არ არსებობდა.იმ დღეს თბილისის ქუჩებში სიძულვილის ზეიმი იყო.

ძალიან არაადეკვატური იყო პატრიარქის განცხადება არსებულ ვანდალიზმზე,რომ ძალადობას ემიჯნება ,მაგრამ ლგბტ პროპაგანდას გმობს.სასულიერო პირები პროვოკაციაზე საუბრობდნენ.არა და ამ სიძულვილის ზეიმის ორგანიზატორებიც,დამკვეთებიც და შემსრულებლებიც იყვნენ „წმინდა ბუნაგის“ მესვეურნი და კიდევ  უფრო მეტიც,აქციას ხელმძღვანელობდა ქორეპისლოპოსი იაკობი,რომელი სასულიერო იერარქიის მიერ პატრარქის შემდეგ მეორე პირია საპატრიარქოში.

მეუფე იაკობი;“ჭკვიანად იყვნენ სექსუალური უმცირესობების წევრები“!!!

შევყურებდი მართლმადიდებელ მღვდლებს თუ როგორ იმუქრებოდნენ და იგინებოდნენ, როგორ იქნევდნენ სკამს თუ მუშტებს, როგორ აშინებდნენ ჟურნალისტ გოგონებს და ვფიქრობდი თუ რამხელა სიძულვილი ბუდობს მათ გულებში. იმ ადამიანების გულებში, რომელთა მთავარი მოვალეობა უფილისმიერი სიყვარულის,ჰუმანიზმის და მიტევების ქადაგება და სწავლებაა ქართველი ერის იმ დიდი უმრავლესობისთვის,რომელთა გონებაში სიძულვილმა,ზიზღმა და სიბნელემ დიდი ხანია დაისადგურა.

სრულიად აღმაშფოთებელი და ანტიკონსტიტუციური იყო პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადება,რომ მათ ერთადერთი კონსტიტუცია აქვსთ და ეს არის სახარება.აქცია,ეს და სხვა განცხადებები,რომლებსაც საპატრიარქოს სახელით მისი წარმომადგენლები  აკეთებდნენ იყო ქვეყნის ხომეინიზაციისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი.

ლაშა ბუღაძე:“წარმოუდგენელია ის ყველაფერი,რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ.სასულიერო პირები არიან ადამიანები,რომლებიც სიყვარულს ქადაგებენ,თუმცა,რაც დღეს ვიხილეთ ძალიან შორს დგას მართლმადიდებლობისგან.რწმენასაც ცოდნა სჭირდება.მსგავსი სასულიერო პირები ადმიანების ზომბირებას ახდენენ.მღვდლები საზოგადოებას აშკარად ძალადობისკჯენ მოუწოდებდნენ.ამას ემატება საპატრიარქოს განცხადება,რომელიც პირდაპირ ძალადობის წახალისკებისკენ იყო მიმართული.ამ შემთხვევასი დგება პატრიარქის პასუხილმგებლობის საკითხი,რომელიც ფაკტია ვერ აკონტროლებს სიტუაციას.ბუნდოვანია,ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას და ვინ უნდა იყოს მმართველი.“

არსებობს მოსაზრება და საკმაოდ რაციონალურიც,რომ ქვეყანაში დაწყებული ხომეინიზაციის პროცესი ლოგიკურ დასარულამდე მიიყვანოს საპატრიარქომ.შესაძლებეია საპატრარქომ რუსეთის დახმარებით დაამხოს ხელისუფლება.მთავარი ის კი არ არის რამდენად აკონტროლებს ივანიშბილი ჯარს,არამედ რამდენად მოსალოდნელია დე-ფაკტო აიღოს ძალაუფლება ეკლესიამ ხელში და ეს სწორედ რუსეთის დახმარებით მოახერხოს.ამ შემთხვევაში სურათი ძალიან პესიმისტურად არის დახატული,მაგრამ ლოგიკა აშკარად არის ამ მოსაზრებაში.

სალომე ზურაბიშვილი:“კითხვა მაქვს იმათთვის ვინც დღეს ასე "ვაჟკაცურად იბრძოდნენ" სად იყვნენ როცა ხან რუსების და ხან სააკაშვილის ძალადობა ამ ქვეყანაში ბოგინობდა? და მართლა ასე გაგვიგია საქართველოში სასულიერო პირების ვალდებულებები საზოგადოების და მასში მყოფ ადმიანების მიმართ? და ამაში "სულიერი" რა იყო ან სინდისიერი“.

იმ ტოტალური სიბნელის და დემაგოგის ფონზე,რომელიც 17 მაის საპატრიარქოს მხრიდან მოდიოდა,რომლებიც უფლის სახელით ცდილობდნენ ძალადობის და ექსტრემიზმის გამართლებას,იყვნენ ძალიან მცირე რაოდენობის რაციონალურად მოაზროვნე სასულიერო პირები,მაგრამ მაინც იყვნენ,რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაგმეს სიძულვილი და ძალმომრეობა,რომელიც „წმინდა ბუნაგის“  წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობის პირდაპირი მონაწილეობით და წაქეზებით გახორციელდა.

დეკანოზ იაკობ მახნიაშვილი:“დღეს ვნახეთ ძალადობა, არანაირი სიყვარული, არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ძალადობა. უახლოეს წარსულში ბევრი მიტინგი და გამოსვლა გვახსოვს. მაგრამ ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე, ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს. დღეს ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, როცა იგი რელიგიურობით არის მოტივირებული. ამიტომაც იყო, რომ ყველაზე სასტიკი ომები, რაც კი კაცობრიობას უნახავს, სწორედ რელიგიური ომებია. ძალადობის დროს ყველა ადამიანს შიში აქვს - ვაითუ, ღმერთმა მიწყინოს, ვაითუ, დავისაჯო, მაგრამ როცა იცი, რომ ეკლესიისგან და იერარქებისგან მწვანე შუქი გინთია, და ფიქრობ, რომ თვით ღმერთისაგანაც კი, მაშინ განსაკუთრებით სასტიკი ხდები.“


სიბნელის ერთადერთი წამალი განათლებაა.17-მა მაისმა კარგად დაგვანახა, თუ რა საშინელი და ანტიჰუმანური განათლების სისტემა გვაქვს.  ამავე დროს კარგად დავინახეთ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხარისხიცსანამ ადამიანებს არ მიეცემათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება, მანამ შეუძლებელი იქნება ჰომოფობიასთან ბრძოლა.ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავცდეთ როგორც საკუთარ შოვინისტურ, სექსისტურ ან ჰომოფობიურ აზროვნებას.

„ქვა პირველი იმან ისროლოს ვინც უცოდველია“ ბრძანა უფალმა,რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა სიკეთისა და სიძულვილის არსი.ძალიან გამიკვირდა ჩვიდმეტ მაისს რუსთაველის გამზირზე ამდენი ათასი წმინდანი,რომ დავინახე,რომლებიც მზად იყვნენ „გარყვნილები“ ფიზიკურად გაენადგურებინათ.ეს  იყო სიბნელის აპოგეა და ქართული ერის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე,არ მომერიდება,რომ ვთქვა მისი არსებობის განმავლობაში!

თინა ხიდაშელი:“და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება,ხომ?!რამე ხომ არ გამომრჩა?“

ის ადამიანები,რომლებიც ჩვიდმეტი მაისის ძალადობას სასულიერო და მოქალაქეთა მხრიდან განხორციელებულს სექსუალურ უმცირეოსბებზე,ამა თუ იმ არგუმენტით ამართლებენ,არიან ამორალური და ბნელი არსბები.და კიდევ უფრო ამაზრზენები არიან იმ ეგზალტირებული ხალხის(ნუ ხალხი თუ ითქმის იმ ბნელ და გაურკვეველი სახის მასაზე) ძალადობის გაპრავება აღვირახსნილი ე.წ ინტელექტუალების მხრიდან.

17 მაის ლგბტ წარმომადგენლების სასულიერო პირთა მხრიდან დარბევაზე ბევრად უფრო სახიფა ტენდენცია იყო,ის,რომ ეკლესიამ თეთრი ხელთათმანი ესროლა ხელისუფლებას და ძალიან ღიად გამოაცხადა პრეტენზია ქვეყნის მართვის სადავეების აღების სურვილზე.ლგბტ  პირთა დარბევა პირდაპირი სილის გაწნა იყო პრემიერმინისტრის,პარლამენტის თავმჯდომარის,იუსტიციის მინისტრის,საგარეო საქმეთა მისისტრის და უამრავი ხელისუფლების იმ წარმმადგენლებისთვის,რომლებმაც ღიად გამოხატეს მხარდაჭერა სექსუალური უმცირეოსბეის უფლებაზე დეფაკტოდაც იყვნენ უმრავლესობის თანასწორნი.

ბრძოლა ძალაუფლებისთვის ამჯერად სრულიად ღიად დაიწყო,წონითი კატეგორიები მეტნაკლებად თანასწორია (ეკლესია VS ხელისუფლება),დაპირისპირება  ვშიშობ საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე იქნება.დიდი იმედი მაქვს ბრძოლის დასასრულს ირანში არ ავღმოჩნდებით.ასევე დიდი იმედი მაქვს,რომ ყველა ის სასულიერო პირი და მოქალაქე,რომელმაც 17 მაიის იძალადა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება,რადგან სახელმწიფო,რომელიც ადამიანს არ იცავ,არ არის არსებობის ღირსი.