Wednesday, May 8, 2013

პირველი მაისი
(პატრული VS ლაბორატორია 1918)




მშრომელთა საერთაშორისო დღის ისტორია

მშრომელთა საერთაშორისო დღეს  აღნიშნავენ ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო  მოძრაობის  სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის.1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ,1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა,მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში,რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო.ამას საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში.მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.

მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

„წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.

კანადას,ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.

2001 წლიდანევროპირველმაისობა“ (EuroMayDay) პიველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისის დღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. მისი მიზანია ასევე შექმნას ვიზუალური წინააღმდეგობა შრომისა და ცხოვრების არასტაბილურობასთან. „ევრომეიდეიწამოვიდა მილანიდან საიდანაც ის გადავიდა ბარსელონაში 2004 წელს, შემდეგ კი მთელ ევროპას მოედო 2005 წელს. 2005 წელს დაახ. 200 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის მასშტაბის ევრომეიდეიში. ამ წელს მოძრაობის სლოგანი გახდაგავერთიანდეთ არასტაბილურ სამყაროში და გავიფიცოთ თავისუფალი ღია რადიკალური ევროპისთვის“. 2006 წელს გაცილებით მეტ ქალაქშია ჩატარდა ევრომეიდეის ღონისძიებები .აქტიურ მონაწილე ქალაქთა  შორის არიან: ამსტერდამი, ბარსელონა, კოპენჰაგენი, ჰამბურგი, ჰელსინკი, ლიონი, ლიჟი,ლონდონი, მარიბორი, მარსელი, მილანი, ნეოპოლი, პალერმო, პარიზი, სევილია, სტოკჰოლმი და ვენა.

შრომის უფლებები და პირველი მაისი საქართველოში

1 მაისს შრომის საერთაშორისო დღე მთელ პროგრესულ სამყაროში აღინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკურად ყოველ 15 წამში ერთხელ ერთი მშრომელი ადამიანი იღუპება, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი დღეა. საქართველოში შრომა დამახინჯებულია და ქცეულია ძალდატანებით საქმიანობად, რომელიც მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანი შიმშლით არ მოკვდეს, სინამდვილეში შრომის მთავარი შინაარსი არის, რომ ადამიანი შემოქმედი იყოს და პროდუქტი შექმნას.

საქართველოში პროფკავშირები 1 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს კი საპირველმაისო ღონისძიება საქართველოში პროფკავშირებმა და თსუ-ს სტუდენტურმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ „ლაბორატორია 1918“-მა ცალ-ცალკე გამართეს,უფრო სწორედ პროფკავშირებმა თავიანთი ღონისძიება რუსთაველზე არსებული ძველი პარლამენტის შენობის წინ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაატარეს,რასაც ვერ ვიტყვით ლაბორატორია 1918-ის წევრების მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციაზე http://www.youtube.com/watch?v=KFTSWTnH_sU&feature=youtu.be ,რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან პატრულმა გაურკვეველი მიზეზების გამო დაშალა და მისი ორგანიზატორი 25-მდე ახალგაზრდა დააკავეა.

ეს პირველი შემთხვევა იყო,როდესაც დემონსტრანტებს და პოლიციას შორის დაპირისპირება საკმაოდ გამწვავდა,რასაც მოჰყვა პატრულის მიერ მანიფესტანტების დაშლა და დაკავება.საკმაოდ ცუდი ტენდენცია გამოიკვეთა არსებულ ფაქტთან დაკავშირებით,როცა ახალი ხელისუფლების თითქმის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა„გააპრავა“ პოლიციის მიერ გამოყენებული არაპროფორციული ძალა.მეოცნებეების ხელისუფლებიდან იყო სასიამოვნო,მაგრამ იშვიათი გამონაკლისი,იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა წულუკიანმა არსებულთან დაკავშირებით განაცხადა:“შეკრებების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას,ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები“http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=3492&ct=1.

სრულიად არაადეკვატური იყო  შსს-ს ოფიციალური განცხადება  http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=18742&lang=geo#.UYE2lPnESdY.facebook ,რომელიც საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ გააკეთა.ჩემთვის ასევე სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა შსს-ს მინისტრის ღარიბაშვილის ოფიციალური განცხადებაც http://www.interpressnews.ge/ge/politika/238408-irakli-gharibashvili-policiam-gushin-sakmarisze-meti-moithmina.html?ar=A  სადაც მისი მოსაზრებით პატრულმა ზომაზე მეტი მოითმინა.შინაგან საქმეტა სამინისტრომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგად ხელისუფლების ცვლის შემდეგ პირველად აამოქმედა მერაბიშვილის პოლიტიზირებული პოლიციცს მიერ ძალადობის გაპრავების მეთოდები და ლაბორატორია 1918-ის  დისკრედიტაციის მიზნით შსს-მ გამოაქვეყნა ე.წ მათდამი მაკომპრომატირებელი  ვიდეომასალა http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/30660-shss-1-maiss-sathvalthvalo-kamerebith-gadaghebul-kadrebs-avrcelebs.html.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციებმასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( http://www.netgazeti.ge/GE/105/News/19289/) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (http://www.netgazeti.ge/GE/105/News/19274/) 1 მაისს შრომითი უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით "ლაბორატორია 1918"–ის მიერ გამართულ მანიფესტაციაზე ადამიანების დაკავების საკითხზე განცხადებები გაავრცელეს და შსს მოუწოდეს, რომ დაედგინა, რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად. საიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას.


ლაბორატორია 1918-ის განცხადება 1 მაისის მანიფესტაციასთან დაკავშირებით

1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პირველად, მწვავედ და ღიად დაგვეფიქსირებინა შრომისა და მასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობა და მნიშვნელოვნება. აგვეღნიშნა ეს დღე არა როგორც ზეიმი, როგორც დღესასწაული, არამედ როგორც უფლებებისათვის ბრძოლის დღე. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი სოციალური საკითხები და მათი ფუნდამენტური გადააზრება უნდა გახდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის საგანი, რადგან ასეთი საკითხები მთლიანად მარგინალიზებულია სხვადასხვა სახის გავლენებისა და ძალაუფლების მქონე პოლიტიკური თუ ელიტური ჯგუფების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე საქართველოში ბოლო წლებშიც აღიშნებოდა, ოფიციალური პროფკავშირების მიერ, მას არასდროს ჰქონია პრინციპული შინაარსობრივი მხარე, რომელიც იქნებოდა რეალური ბიძგის მიმცემი მშრომელთა უფლებების დაცვისა და მათი უფლებებისათვის ბრძოლისათვის. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ 1 მაისი ყოფილიყო არა მხოლოდ მშრომელთა უფლებებისათვის ბრძოლის, არამედ ზოგადად, სოციალური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მეთოდების გადაფასების დღე ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში.

1
მაისის მანიფესტში ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, სიცოცხლე გადაიქცეს შრომად, შრომა იყოს ადამიანთა დროისა და რესურსების პარაზიტი. არ შეიძლება, შრომა იქცეს ერთადერთ ისტერიულ საშუალებად გადარჩენისათვის, რასაც ადამიანები თანხმდებიან ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ პირობებში. ნებაყოფლობითი მონობა, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ემგსავსება დაქირავებული შრომა, უნდა შეიცვალოს ღირსეული და თავისუფალი საქმიანობის უფლებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არამხოლოდ მშრომელთა პირობების გაუმჯობესებისათვის ვიწყებთ ბრძოლას, არამედ ამ საკითხების ფუნდამენტური გადააზრებით ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას მთლიანად კაპიტალისტური ლოგიკისა და წესრიგის მიმართ. და ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ კუთხით, მანიფესტაცია შედგა.

სამწუხაროდ, დემონტრაციის შინაარსობრივი მხარე და ძირითადი აქცენტები მთლიანად გადაფარა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა სანახაობაზე ორიენტირებულმა განწყობებმა. პროტესტის ყველა ის ფორმა, რომელსაც მიმართეს აქციის მონაწილეებმა, იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული და ლეგიტიმური, რაც მიზნად ისახავდა სამართლის ნორმების იმ ფასადური კლიშეების ნგრევას, რომლებიც უალტერნატივო საყოველთაო შეთანხმებად გვევლინება, სინამდვილეში კი სწორედ ასეთ გადაუაზრებელ ნორმებზე დგას დღეს ის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემა, რომელსაც ჩვენ ჩვენი სიმბოლური ჟესტით დავუპირისპირდით 1 მაისს. ამ დღეს საქართველოში პირველად გამოიკვეთა საჯარო სივრცეში მკვეთრად გამოხატული ანტიკაპიტალისტური პოზიცია. შეიქმნა პრეცედენტი პროტესტის პრინციპული და შედარებით თამამი გამოხატვისა.
სწორედ ეს გახდა პოლიციის მხრიდან არაადეკვატური მოქმედებების საბაბი. ყველა მონაწილე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს კონფრონტაციისას, იცავდა თავს პოლიციის ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებებისაგან, რაც მიზნად ისახავდა ისტერიულ მცდელობას, დაეშალათ დემონსტრაცია, გადაეფარათ აქციის შინაარსი და არ მიეცათ მონაწილეთათვის უფლება, მისულიყვნენ მანიფესტაციის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყოველთვის ასე ღიად, მწვავედ და პრინციპუილად დავაფიქსირებთ ჩვენს კარგად გააზრებულ პოზიციებს, რომ ყოველთვის ვიდგებით სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და თავისუფლების მხარეს და ვიბრძოლებთ მათ მოსაპოვებლად, თუნდაც ეს არ ჯდებოდეს ფასადურ სამართლებრივ კონიუნქტურებში და დღევანელ მეინსტრიმულ დისკურსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი.

P.S

მიუხედავად იმისა,რომ 1 მაისის შრომის საერთაშორისო დღისადმი ლაბორატორია 1918-ის მიერ ორგანიზებული მანიფესტაცია საკმაოდ ქაოტური იყო,განსაკუთრებით მრავლად იყო დესტრუქციული ლოზუნგების ტირაჟირება,მე ვთვლი,რომ საბოლოო ჯამში ეს მოვლენა პოზიტიური იყო ბევრი მიზეზით.უპირველესად იმის გამო,რომ მისასალმებელია სტუდენტობის აქტიურობა თითოეულ იმ სინთეთიურ თემასთან დაკავშირებით,რომლებიც პრობლემურია ქვეყნისთვის და კიდევ უფრო მისასალმებელია ის,რომ წინა ხელისუფლების მომხრე სტუდენტებისგან განსხვავებით,რომლებიც თანამედროვე კომკავშირლების წარმომადგენლებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე თავისუფლების მოყვარე,დაუცხრომელ ახალგაზრედებს, ლაბორატორიია 1918-ის წარმომადგენლებში ძალიან მძაფრად იგრძნობა იდეალების არსებობა და ამ იდეალებისთვის მათი უკომპროისო ბრძოლა.

სრულიად ამაზრზენია იყო პატრულის 1 მაისის გამოხტომის გაპრავება და საერთოდ წინა ხელისუფლება იმიტომ გაირყვნა ,რომ ასეთ ინციდენტებზე არანაირ რეაგირებას საზოგადოების დიდი ნაწილი არ ახდენდა და გახსოვთ ალბათ რაც მივიღეთ .
ხელისუფლება რყვნის,აბსოლიტური ხელისუფლება კი აბსოლიტურად რყვნის.
ჩემთვის სულ ერთია ბიძინისტები გააპრავებთ ძალადობას და ამორალობას თუ მიშისტები.
 
საოცარი დაბალი კულტურის მქონე საზოგადოება ვყავს,თუ რაიმეს აპროტესტებ და რაიმე გულწრფელად არ მოგწონს ან ნაციონალების მომხრე არამზადა ხარ ან მეოცნებე იდიოტი.

ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ,რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან 22 წლის მერეც კი ქვეყანაში სამოქალაქო,რაციუონალურად მოაზროვნე საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა.
სამწუხაროა,რომ ვერ დავძლიეთ ბელადომანიის,ბელადების მიმართ ხბოს აღკინების და მწყემსზე დამოკიდებული ფარის სინდრომი.































No comments:

Post a Comment