Tuesday, June 18, 2013

თურქული ბარიკადები



ათათურქის რეფორმები

მუსლიმანურ სამყაროში თურქეთი ყველაზე განვითარებული და ცივილური ქვეყანაა.თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.


ყველაფერი კი მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსტაფა ქემალ ათათურქმა (ყველა თურქის მამამ) დაიწყო.მან გადაარჩინა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყანა დაშლას და მისი უმნიშვნელოვანესი რეფორმების დამსახურებაა თანამედროვე თურქეთის არსებობა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის ძლევამოსილი იმპერია თითქმის დაშლილი იყო,პოზიციებს ნაბიჯ-ნაბიჯ თმობდა.ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ფეოდალურ პრინციპზე იყო აგებული.განვითარების მხრივ,თურქეთი ევროპაში ბოლო ადგილს იკავებდა.15 მილიონიანი ქვეყნის წარმოებაში სულ რაღაც 50 000 მდე ადამიანი იყო დასაქმებული.ეკონომიკა ძალიან სუსტი იყო,არმიის შეიარარება კი საკმაოდ მოძველებული და მის მოდერნიზაცა ვერ ხერხდებოდა.

1908 წელს ორგანიზაცია "ახალგაზრდა თურქებმა" ამბოხი მოაწყვეს.სულთანს მეჯლისი აღადგენინეს,რომლის მეშვეობითაც დაიწყეს ქვეყნის მართვა.1909 წელს სულთანის მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს ძალაუფლების დაბრუნება,მაგრამ ამაოდ,მეჯლისმა სულთანი გადააყენა და ახალ მონარქად მეჰმედ V დაამტკიცეს,რომელიც მათი სურვილების გამტარებლად იქცა."ახლგაზრდა თურქებმა" გადაუხვიეს რეფორმატორობის გზიდან და თავად გახდნენ დიქტატორები,თურქეთს ფაქტობრივად სულლთნის სიძე ენვერ-ფაშა მართავდა.


ათათურქისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი შეიქმნა და მან დატოვა "ახალგაზრდა თურქების" რიგები და ენვერ ფაშას ღიად დაუპირისპირდა.1914  წელს სტამბოლი პირველ მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული,ათათურქი კი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.თურქეთი ამ დროს გერმანიის მხარეს იბრძოდა,რომელმაც სასტიკი მარცხი განიცადა ანტანტის ქვეყნებთან და უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა. თურქეთმაც 1918 წლის 30 ოქტომბერს ანტანტის მხარესთან  დადებული მუდროსის საზავო ხელშეკრულებით (რომელიც იყო უპირობო კაპიტულაცია) ბოლო მოეღო ოსმალეის იმპერიას.თურქეთმა დაკარგა იმპერიის 66 პროცენტი,მისი ყოფილი კოლონიები ანტანტის გამარჯვებულმა ქვეყნებმა გადაინაწილეს.თურქეთი დაშლის პირას იყო,მას იტალიამ,საფრანგეთმა,საბერძნეთმა და სომხეთმა ერთდროულად სხვადასხვა  მხრიდან შეუტიეს.

1920 წელს ათათურქის ინიციატივით თურქეთში ახალი მეჯლისი მოიწვიეს,მის თავმჯდომარედ კი მუსტაფა აირჩიეს.ქვეყნის ახალ მთავრობას მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა.ახალი მტავრობის მიზანი იყო თურქეტის ოკუიპანტებისგან განტავისუფლება.სამწლიანი განმათავისუფლებელი ომის შედეგან 1923 წელს ათათურქმა შეძლო თურქეთი გაეთავისუფლენბინდა ოკუპანტებისგან და  1923 წლის 24 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას,რომლის ძალითაც თურქეთის საბოლოო საზღვრები დადგინდა.

29 ოქტომბერს ქვეყანა რესპოუბლიკად გამოცხადდა,მის დედაქალაქად ანკარა,ხოლო ათათურქი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა.სულთანი საზღვარგარეთ გაიქცა.მუსტაფამ ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო.1924 წლის 3 მარტს თურქეთის ანსაბლეამ(პარლამენტი)ქვეყანაში შარიათის კანონების აღსრულება აკრძალა და ამავე დროს ისლამის პოლიტიკური კუთხით გამოყენებაც აიკრძალა.1926 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებით მკაცრად გაიყო საერო და სასულიერო  სფერო.ისლამს ჩამოერთვა განათლების სფეროში ყველა პრივილეგია.მუსლიმებს მხოლოდ სასულიერო დაწეესებულებები დარჩათ.ყურანი არაბულიდან თურქულ ენაზე ითარგმნა და ამიერიდან ყველა მეჩეთი ვალდებული იყო  ლოცვა თურქულად აღევლინა.

მან დედაქალაქი სტამბოლიდან ანკარაში გადაიტანა.აიკრძალა პოლიგამია.ქალს მიენიჭა განქორწინების და ხმის მიცემის უფლება,ასევე აიკრძალა ჩადრის ტარება.არაბული ანბანი ლათინურით შეიცვალა.1935 წელს თურქეთში გვარები შემოიღეს.

თურქეთის ასამბლეამ მუსტაფა ქემალის გვარად ათათურქი (თურქთა მამა) დაადგინა.ის ჭეშმარიტად თურქთა მამ იყო,მან ქვეყანა იხსნა დაშლისგან,შეინარჩუნა დამოუკიდებლობა,დაამარცხა უწიგნურობა,გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები,ბოლო მოუღო რელიგიის სიბნელეს,ააღორძინა ქვეყნის ეკონომიკა.მან ჩამოაყალიბა თურქი ერი,რომელიც ადრე არ არსებობდა.ის 1938 წლის 10 ნოემბერს დილის 9 საათზე გარდაიცვალა,მან თურქეთი აქცია თანამედროვე სახელმწიფოდ და საფუძვლები ჩაუყარა მის შემდგომ ცივილირ განვითარებას.

ერდოღანის მიზნები

თურქეთის პრემიერ -მინსიტრის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (2003 წწ) მან და მისმა "სამართლიანობის და განვითარების პარტიამ" ნეოოსმანიზმის განხორციელება დაიწო და ამ გზაზე  მის მთავარ ბარიერს,თურქეთის არმიას შეუტია და მსი განეიტრალება დაიწო,რადგან თურქეთის არმია არის,უფრო სწორად აქამდე იყო მთავარი გარანტორი თურქეთის სეკულარული სახელმწიფოს არსებობის ("ქემალიზმის"ერთგულების).თურქეთის არმიის სარდლობამ 1960 წლიდან მოყოლებული 4 სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლებიდან განდევნა ანტიქემალისტური ძალები,რომელიბც ქვეყნის დესაკულარიზაციას ცდილობდნენ.

ერდოღანმა მისი ბოლოდროინდელი რეფორმებით სვლა დაიწყო ქვეყნის ისლამიზაციისკენ,მან და მსიმა პარტიამ ქალის უფლებების შეზღუდვა დაიწყეს,აქტიური ისლამური პროპაგანდის გამოყენებასთან ერთად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შენდება უამრავი მეჩეთი.ქვეყნის საგარეო კურსი გახდა ნეოოსმანური და ოფიციალური თურქეთი დაუფარავად ამბობს,რომ სურვილი აქვს თავის გავლენის სფეროში მოაქციოს ყოფილი კოლონიები.

ამ მიმართულებით სვლა არის პირდაპირ წინააღმდეგობა ათათურქის მიერ არჩეული გზიას,რომელმაც თურქეთი სეკულარუ სახელმწიფოდ აქცია.ამ ტენდენციებით შეშფოთებული თურქეთის არმიის გენშტაბი გამოვიდა განცხადებით,რომ არ დაუშვებს ქვეყნის ისლამიზაციას და გავრცელდა ხმები,რომ ისინი ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ერდოღანის დამხობას,მაგრამ პრემიერმა ყველას დაასწრო და ხელისუფლების დამხობის მომზადებისთვის 250-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირი იქნა დაკავებული,გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ერდოღანი არმიასთან გამკლავების პარალელურად ცდილობს თურქეთის საზოგადოების ყველა სფეროზე დააწესოს აკრძალვა.ზევით მოყვანილ აკრძალვებთან ერთად,მან აკრძალა ღამით ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და კლუბებში მისი გამოყენება.ამ და სხვა უამრავა აკრძალვას თურქულ საზოგადოებაში და უპირველესად მის ახალგაზრდობაში(რომელთა საკმაოდ დიდ ნაწილს ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლება ევრიოპაში აქვს მიღებული)მოჰყვა დიდი უკმაყოფილება და თურქულ საზოგადოებაში ერდოღანის მიმართ დაგროვილი პროტესტი,2013 წლის მაისის ბოლოს სტამბოლში ტაქსიმის მოედანთან მდებარე სკვერის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო და მალევე ანტისამთავრობო,ერდოღანის გადადგომის საწინაღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

ამბოხი დესეკულარიზაციის წინააღმდეგ

თურქები თავდაპირველად სტამბულის გეზის პარკის დამცველთა სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ აქცენტები შეცვალა. ეკოლოგიის დასაცავად გამოსული პროტესტანტების მიერ ეკოლოგიის დაცვის ლოზუნგების ნაცვლად,ახლა სულ უფრო ხმამაღლა ისმის ერდოღანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნები.საპროტესტო აქციები ფართოვდება.თურქეთის სხვადასხვა ქალაქში 90 დემონსტრაცია გაიმართა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 1000-მდე მონაწილე.


სტამბულში, ტაქსიმის მოედანი ხელისუფლებასთან დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. სწორედ ამ რაონის რეკონსტრუქციას გეგმავდა მთავრობა, როდესაც პარკში ხეების მოჭრა დაიწყო. ამ ქმედებებმა კი ქუჩაში ათასობით დემონსტრანტი გამოიყვანა. თავიდან პოლიციამ უკან დაიხია, აქციის მონაწეილეებმა მოედნის პერიმეტრზე ბარიკადების მშენებლობა და ნაგვის დაწვა დაიწყეს. მრავალრიცხოვანმა დემონსტრანტებმა სტამბულის ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი გადაკეტეს.თურქეთის დედაქალაქ ანკარაში კი დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ.

პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა მასობრივი გამოსვლების მონაწილეებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან პირობა დადო, რომ შეისწავლის პოლიციის მიერ მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თითოეულ შემთხვევას. თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ მთავრობა უარს არ იტყვის მოედნის რეორგანიზაციაზე.

მოწოდებები ქუჩაში გამოსვლისკენ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. იზმირში ათასობით მანიფესტანტი უკვე სამი დღეა არ იშლება.ბოლო მონაცემებით, ბევრი ცნობილი ფირმის წარმომადგენლებმა უარი თქვეს საკუთარი პავილიონების გახსნაზე იმ სავაჭრო ცენტში, რომელიც გეზის პარკში უნდა აშენდეს, თუკი ამის გამო ხეები იჭრება და ადამიანები ზარალდებიან.

ერდოღანი დემონსტრანტებს შეხვდა.შეხვედრამ თითქოს კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა,მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.პრემიერი ჯიუტად იმეორებს,რომ პარკის რეკონსტრუქცია მაინც მოხდება,ხოლო დემონსტრანტები  თავის მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებენ.ვითარება არც ისე მარტივია,როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საპროტესტო მოძრაობაში წინა ფლანგზე სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან.ეს არცერთი მხარისთვის არ არის ბრძოლა ტაქსიმის მოედანთან არსებული პარკის რეკონსტრუქციის დაშვება არ დაშვებაზე,ეს არის ბრძოლა თურქეთის მომავლითვის,უპირველესად იმისთვის-გახდის თუ არა თურქეთს ნეოოსმანურ იმპერიად ერდოღანი,რომელმაც ამ გზაზე თითქმის ჩამოიცილა მისი უძლიერესი მეტოქე,თურქული არმია,თუ თურქული საზოგადოება შეძლებს დაიცვას ათათურქის იდეები და არ მისცეს პრემიერს ქვეყნის დესეკულარიზაციის უფლება.

P.S.
მე მჯერა,რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაძლევს,ვერცერთი საზოგადოების წინააღმდეგობასა და ლტოლვას,მითუფრო მაშინ,როდესაც საზოგადოება იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის.






No comments:

Post a Comment