Thursday, May 16, 2013

ჩაკეტილი საზოგადოების ვნებანი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი: ,,არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპოდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან“.

თბილისი,2013 წლის 16 მაისი,
ჯერ 17 მაისი არ დამდგარა,ლგბტ-ს უფლებათა დამცველი ორგანიზაცია იდენტობის მიერ ორგანიზებული აქცია ჰომოოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით(რომელიც სიძულვილის წინაღმდეგ აქციის ჩატარებას გულისხმობს და არა ერთსქესიანი ქორწინების მოთხოვნას,როგორც ამას ე.წ  პატრიოტები ტირაჟირებენ) არ ჩატარებულა,ჯერ უფლის სახელით უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და სიძულვილის წინააღმდეგ გასაპროტესტებლად გამოსული ხალხისთვის ცხვირ-პირი არ დაულეწიათ (რაც დიდი ალბათობით ხვალ მოხდება),მაგრამ უკვე დაიწყეს "პატრიოტმა ქართველებმა" სიძულვილის და სიბნელის ნიაღვარის გადმოფრქვევა(ინტერნეტ სივრცეში)საკუთარი პოსტების და კომენტარების მეშვეიობით .

იმის თქმის საშუალებას,რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი მიმართული აქცია,ხვალ პარლამენტის ძველი შენობის წინ მშვიდად არ ჩაივლის,მაძლევს ორი გარემოება;

ანალოგიური სრულიად უწყინარი აქციის მცდელობაც კი 2012 წლის 17 მაისს თბილისში,რუსთაველის გამზირზე,მეცნიერებათა აკადემიასთან,რამდნიმე ათეული ლგბტ-ს წარმომადგენლის სასტიკი ცემით დასრულდა უფლის სახელით გონებადაბნელებული სასულიერო პირების და მათი კიდევ უფრო უვიცი მრევლის მიერ.


აგრესიული და სრულიად დესტრუქციული განცხადებები კეთდება პატრიარქის,საპატრიარქოს,სასულიერო პირების და ე.წ უფლებადამცველების ნაწილის მიერ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ილია მეორე:“ეკლესია ასეთი მიდრეკილებესის მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მით უმეტეს მათი მდოგმარების მოსახლეობისათვის თავსმოხვევა.ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო მეცნიერულ შეხედულებებს).ვფიქრობ, მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითავლისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციზე“.

ვფიქრობ,არა დარწმუუნებული ვარ ეს განცხადება იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ბრმად მორჩილი მართლმადიდებელია,საზოგადოებაში სადაც პატრიარქის ნდობის რეიტინგი ყველაზე მაღალია და 90% სცილდება,მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს ჰომოფობიის საერთაშორისო დღიასადმი გამართული აქციის მონაწილეობის წინააღმდეგ ძალადობის განსახორციელებლად,იმ სასულიერო პირების და ფანატიკოსი მრევლის მიერ,რომლებსაც ქრისტიანობა,კონკრეტულად კი მართლმადიდებლობა მათდამი მიუღებელი აზროვნების ადამიანზე ჯვრების თავში რტყმით და აგრესიით „სწორ გზაზე“ დადგომის ერთადერთი საშუალებაა!

ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი მამა ელიზბარი:„ნუ აფიქსირებენ ქართველები, რომ გეიები არიან. ეს არის უცხო ქვეყნიდან, გარედან მოხვეული თემა… ერთი პატარა ბაღი გაუკეთეთ გეიებს და მიეცით… ეგენი პროვოკაციისთვის არიან მოსულები. არ არიან ქართველები.“

ვერავინ მოიყვანს ბიბლიიდან არგუმენტს და ციტატასაც კი,რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლობა ცოდვაა და ავადმყოფობა.თუ ვინმე სოდომს და გომორს მოიყვანს მაგალითად ირონიულ ღიმის მომგვრის,რადგან ბიბლიაში არსად წერია,რომ უფალმა სოდომი და გომორი იმიტომ დაანგრია,რომ მანდ ჰომოსექსუალები ცხოვრობდნენ.ბიბლიის ჭეშმარიტი არსის მიხედვით, სოდომი და გომორი გარყვნილების გამო განადგურდა.ცივილიზებულ სამყაროში კი დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე,რომ გარყვნილებას არანაირი კავშირი არ აქვს პიროვნების განსხვავებულ იდენტობასთან,იმ იდენტობასთან,რომელიც ადამიანის შეძენილი თვისება კი არა,არამედ თანდაყოლილი,ბუნებრივი მოვლენაა.

ქვეყნის მთავარი დილემა არის ტოტალური უმეცრება და სიბნელე,რომელმაც დიდი ხანია ქართველი ერის გამოებაში დაისადგურა.ერთადერთი გამოსავალი,რომლითაც შეგვიძლია გავარღვიოთ ის ჩაკეტილი საზოგადოება,რომელშიც დიდი ხანია ვცხოვრობთ და ის ჩაკეტილი წრე,რომელზეც ათეული წლებია დავწრწივართ არის გავბედოთ აზროვნება

უსამართლობა მაღიზიანებს ყველგან სადაც ის მხვდება.ამაზრზენია,უყურო იმ ფაქტს უფლის სახელით,როგორ ექცევიან მარცხნივ მდგომი ადამიანები ბარბაროსულად მარჯვნივ მდგომ ადამიანებს.ჩემი ღმერთი არ არის ჰომოფობი,ჩემი ღმერთი ყველაზე დიდი ჰუმანისტია მსოფლიოს ისტორიაში,ხოლო ის მიერ ნაქადაგევი რელიგია ყველაზე ჰუმანურია და ის არსად,არცერთ მის მოსახვევში,თუ გზაჯვარედინზე არ ქადაგევს ძალადობას.

მე ლიბერალი ვარ, ლიბერალიზმი ჩემი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იმის გასათვალისწინებლად ,რომ ინდივიდის თავისუფლება ვაღიარო და პატივი ვცე აღარ მჭირდება ვიყო ფილოსოფოსი,ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.ზნეობრივ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაში გამოვლენილი პლურალიზმი საზოგადოების სიჯანსაღისათვის აუცილებელია. კარდინალურად განსხვავებულ აზრებშიც მოიძებნება თანხვედრის წერტილები და ე.წ. “მოუგვარებელ”კონფლიქტებს არ სცნობს.აუცილებელია ქრისტე ჭეშმარიტად შემოვუშვათ  ჩვენში,რათა უფრო კაცთმოყვარენი და ჰუმანურნი გავხდეთ.

მაცხოვარი ამბობს:"გიყვარდეთ ერთმანეთი და გადარჩებით".


No comments:

Post a Comment