Monday, April 2, 2012

კარიერა და ფასეულობები



05.07.2011,18:00 საათზე,მ.ბროსეს 2-ში Frontline Georgia's ეგიდით ჩატარდა ფილმის ჩვენება დისკუსია თემაზე ,,კარიერა და ფასეულობები",სტუმრები:გოგი გვახარია და ლელა გაფრინდაშვილი,მოდერატორი:ლევან ხუნწარია.






ალბათ საინტერესოა თუ საიდან დაიწყო ეს შეხვედრები და სად ჩაისახა ის და ასევე ისიც თუ სად ჩაგვეტარებინა ღია საღამოები სოციუმში არსებულ მნიშვნელოვან თემებე და დაწყებულიყო რაციონალური დისკუსია.ეს ყველაფერი დაიწყო ვერ განხორციელებულ ენჯეოში ,,სამოქალაქო აქტივიზმის ინსტიტუტი",რომელსაც იდეაში ძალიან ბევრი კარგი საქმე უნდა გაეკეთებინა და რომლის სათავეშიც ნამდვილად რაციონალურად მოაზროვნე ძალიან განათლებული სტუდენტები ვიდექით,ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე.








ორგანიზაცია ვერ შეიქმნა,მაგრამ იდეა დაიბადა.ჩვენ ხშირად რომელიმე სადისკუსიო კლუბში უნდა ჩაგვეტარებინა ამ ტიპის შეხვედრები.ის მე განვახორციელე და ამით ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი,რომელიც ჯიპას სადისკუსიო კლუბ ,,Frontline Georgia"-ში ხორციელდება. 






პირველი ივენთი უნდა ყოფილიყო თემაზე:,,კარიერა და ფასეულობები",სტუმრებზეც დიდი დისკუსიების გარეშე შევთანხმდით,ლელა გაფრნდაშვილზე და გოგი გვახარიაზე შევაჩერეთ არჩევანი,მოდერატორი მე უნდა ვყოფილიყავი,ზოგს სტუმრები დაეპატიჟნა,ზოგი ფრონტლაინის ხელმძღვანელობს შეთანხმეოდა ამ ივენისთვის დარბაზი დაეთმოთ ჩვენთვის.მოკლედ ბევრი,რომ არ გამიგრძელდეს,გარკვეული მიზეზების გამო ყველაფრის მოგვარება მე მომიწია და ასე შედგა ჩემი და ფრონტლაინის ხელმძღვანელობის წარმატებული თანამშრომლობა,რომელიც წარმატებით მიმდინარეობა,ოღონდ ამჟამად არა ,,სამოქალაქო აქტივიზმის ინსტიტუტსა" და ,,Frontline Georgia"-ს შორის,არამედ ჩემდა საბედნიეროდ ,,Frontline Georgia"-სა და ჩემს შორის.






როგორც ზევით ავღნიშნე ივენთის თემა იყო ,,კარიერა და ფასეულობები" სტუმრები კი შესანიშნავი პიროვნებები ლელა გაფრინდაშვილი და გოგი გვახარია იყვნენ,მგონი მათზე უკეთ და ამომწურავად ამ თემაზე მე ვერაფერს მოგახსენებთ,ამიტომ უმჯობესია ვიდეო მასალას გაეცნოთ.მათი სტუმრობა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა და სადისკუსიო კლუბი ყოველთვის მაძლევს შესაძლებლობას საინტერესო ივენთები განვახორციელო მათთან,ამისათვის კი ჩემ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ მათ და მათი ძალიან მადლიერი ვარ.






ალბათ საინტერესოა რატომ გადავწყვიტე ამ შეხვედრიდან თითქმის ერთი წლის მერე მოვბრუნებოდი მას და ამ თემაზე დამეწერა?!იმიტომ,რომ თემა ძალიან აქტუალურია დღესაც და ჩემი სტუმრების აზრი გუშინაც,დღესაც და ხვალაც დარწმუნებული ვარ ამ და კიდევ უამრავ თემასთან დაკავშირებით ცხოველ ინტერესს იწვევს ყოველთვის.

No comments:

Post a Comment