Monday, September 24, 2012

სოციოპათია და ჩამოშლილი სისტემა



18.09.2012 ; 19:00 სთ. დაიწყო ტელეკომპანია "მაესტროს" ყოვოდღიური თოქშოუ " სუბიექტური აზრი'',სადაც ჩვეულზე უფრო აღელვებული  და აღშფოთებული იყო შალვა რამიშვილი,რომელიც მაყურებელს რამდენიმე წუთში უსკანდალურეს ვიდეოს ჩვენებას გვპირდებოდა და მართლაც რამდენიმე წუთში გვაჩვენა გლდანის ციხეში გადაღებული სკანდალური ფაქტები,სადაც ვნახეთ თუ ,როგორ უსწორდებოდა წრეში მდგარი  რამდენიმე ციხის ბადრაგი პატიმრებს და როგორ სასტიკად სცემდნენ მათ და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია,ამას დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ.



თითქოსდა არც პირადად ჩემთვის და არც სრულიად საზოგადოებისათვის ეს კადრები არ უნდა ყოფილიყო გამაოგნებელი,რადგან ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენებებიდან,ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებიდან გვქონდა იმფორმაცია,მაგრამ ვიზუალურმა ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და პირადად მე და დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველივე კადრების გასვლის შემდეგ ძალიან შეურაცყოფილნი ვიყავით და ძალიან აღშფოთებულნი.


მაგრამ ეს თურმე ჯერ კიდევ არაფერი იყო,იმასთან შედარებით,რაც წინ გველოდა და მართლაც,ამავე დღეს "მეცხრე არხის" ცხრასაათიან საინფორმაციოში ქართულ საზოგადოებას წარმოგვიდგინეს კიდევ უფრო შემზარავი და აღვირახსნილი რეალობა,როდესაც გვაჩვენეს მეორე ვიდეო,სადაც ამჟამად იგივე საპყრობილის იგივე ბადრაგები,ამჯერად ცემასთან ერთად სასტიკად აუპატიურებდნენ პატიმრებს ხელკეტებითა და ცოცხებით.კარგად სჩანდა,რომ ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ,.არსებულმა რეალობამ შოკში ჩამაგდო,სიბრაზისაგან გაცოფებული ვიყავი.


იმავე წუთებში აბობოქრდა ჩემი facebook-ის მეგობრები და სპონტანურად დაიგეეგმა ამ სისაზიზღრის და ამორალურობის გაპროტესტება გლდანის ციხესთან და ფილარმონიასთან.მეგობრებმა ერთმანეთს გადავურეკეთ და ღამის თორმეთ საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციაზე წავედით,სადაც ქართრული საზოგადოების საკმაოდ დიდი სოლოდარობით დავიმუხტე და დილას დავბრუნდი სახლში დაღლილი და საშინლად გაბრაზებული,გაბრაზებული პირველ რიიგში საკუთარი თავის და საზოგადოების მიმართ,რადგან ეს ყველაფერი გამოგვეპარა თუ წავუყრუეთ და დავუშვით ძალადობა,რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობის არსებობაც კი,რადგან სახელმწიფოში სადაც ამდაგვარ ძალადობას სჩადიან სახელისუფლებო ვერტიკალის უმაღლესი თანამდებობის პირები,წარმოუდგენელია ჩათვალო,რომ ქვეყანა შედგა და მითუიფრო წარმოუდგენელია დაიუჯერო მისი წინსვლა.


მომდევნო რამდენიმე დღე სრულიად საქართველოს სტუდენტებთან ერთად აქციებზე გავატარე და არც კი მქონია დრო,სიღრმისეულად გამეანალიზებინა  თუ რა მოხდა სინამდვილეში და თუ რა უბედურება დაგვატყდა თავს.დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად შევცდით ჩვენ საზოგადოება?!სად დავუსვით შეცდომები და რატომ ვერ შევძელით ხელისუფლების წარმომადგენელთა აღვირახსნილი ქმედებების თავიდან აცილება და შებოჭვა?!პასუხი ძალიან მარტივია,სანამ არ გავათვიცნობიერებთ,რომ პოლიტიკა არ არის სიბინძურე (მას ბინძურს ბინძური პოლიტიკოსები ქმნიან) და ჩვენი უფლებები ჩვენვე უნდა დავიცვათ,რომ არასდროს არ უნდა შევეგუოთ ძალადობას,რადგან სხვაზე განხორციელებული ძალადობის დანახვის შაემთხვევაში წაყრუებით ჩვენ აუცილებლად ვხდებით ძალადობის თანამონაწილენი და ამით ძალადობას ფართოდ ვუღებთ კარებს.


და ალბათ პირველად მაშინ გავხდით ძალადობის თანამონაწილენი და მას ფართოდ გავუღეთ საკუთარი სახლების კარები,როდესაც პრემიერის გაურკვეველ გარდაცვალებაზე არანაირი რეაგირება არ მოვახდინეთ და პირში წყალი ჩავიგუბეთ.ამ ძალადობას მოჰყვა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა და ასობით ახალგაზრდის ჩახოცვა პატრულის მიერ ქუჩებში და უამრავი სისაძაგლე განხორციელებული ხელისუფალთა მაღალი ეშელონების მიერ.ჩვენ,ჩვენი დუმილით და სრულიად მოშლილი სოლიდარობის გრძნობის გამო მივეცით საშუალება ხავერდოვანი რევოლუციით მოსულ ე.წ "ახალგაზრდა რეფორმატორებს" პირსისხლიან რეჟიმად ჩამოყალიბებულიყვნენ.

P.S ძალადობის წინააღმდეგ არაჰუმანური ბრძოლით ძალადობა ძლიერდება,ამიტომ ძალიან მინდა ბოროტება სიკეთით დავამარცხოთ. "ბოროტსა სძლია კეთილმა,არსება მისი გრძელია''(შოთა რუსთაველი).



No comments:

Post a Comment