Thursday, October 4, 2012

საზოგადოება VS განსხვავებული აზრი






რატომ არ გვიყვარს საქართველოში განსხვავებული აზრი და განსხვავებული ადამიანები?!ეს რიტორიკული კითხვა საკუთარ თავზე ბევრჯერ დამისვამს,მაგრამ გუშინ განსაკუთრებით ამეკვიატა მას შემდეგ,რაც facebook-ის საკუთარ კედელზე დავაშეარე ნაციონალური მოძრაობის გამაშარჟებელი სურათი და ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან ამას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოყვა.მეც არ დავაყოვნე და ეს პიროვნება ჩემი მეგობრებიდან მივაბრძანე და საპასუხოდ საკმაოდ მძაფრი პასუხი დაუპოსტე.იმავე წუთას ჩემმა რეალურმა და ამავე დროს facebook-ელმა მეგობარმა ნინო ზედგენიძემ ლინკზე კომენტარი დამიწერა: „ნელ-ნელა იმათ რომ ემსგავსები ვისი საქციელიც თავადაც არ მოგწონდა თუ ამჩნევ?! აი განსხვავებულ აზრს რომ ვერ იტანენ ისეთებს :/იმედია მეც არ ამომშლი განსხვავებული აზრისთვის :)“,აქ სერიოზულად გავიჭედე და თავის მართლების პოზიციაში ჩავდექი.ვუხსნიდი ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს,რომ ეს მე არ მემუქრება და მაგალითად მომყავდა ჩემი აქტივობები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.მასთან არ მიღიარებია,მაგრამ მივხვდი,რომ ქართული ოცნების გამარჯბებით აჟიტირებულმა დავკარგე რაციონალურად მსჯელობის უნარი.

ამან ძალიან შემაშინა.მივხვდი,რომ რაციონალური განსჯის უნარის მოშლის შემთხვევაში აუცილებლად დავემსგავსები იმ პიროვნებებს,რომლებიც ასე ძალიან არ მომწონდა და მაღიზიანებდა.ყოველთვის ვცდილობდი უსამართლობას შევბრძოლებოდი იქ სადაც იყო.ყოველთვის ვაპროტესტებდი უმრავლესობის მიერ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ უნდა გასჩენოდა ჯანსაღი აზროვნების ადამიანს ჰომოფობიური და ქსენოპობიური გამოვლინებები და მიუხედავად ამისა უმრავლესობაში ჩემი პოლიტიკური პოზიციებსი გამარჯვების შემდეგ,თითქოსდა უმცირესობის აზრის იგნორირება მოვახდინე.

სწორედ აქ არ მომეწონა ძალიან საკუთარი თავი.მივხვდი,რომ ადამინის  საუკეთესო პოზიცია ნებისმიერი ხელისუფლების მუდმივი ოპონირებაა,სწორედ ეს არის ჭეშმარიტად სამოქალაქო საზოგადოების არსი და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერასდროს ჩემოყალიბდება  ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი გარემო.

ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოდ დადებითი მოვლენა განხორციელდა,ხელისუფლება როგორც იქნა ოპოზიციამ არჩევნების საფუძველზე შეცვალა,მიუხედავად სიძნელეებისა ჩვენ ვართ თანამონაწილენი და თანამედროვენი ქართული სახელმწიფოებრიობის დაბადების.ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის,რომ აქამდე მოვსულიყავით და ძალიან დიდი დრო დავკარგეთ  მოჯადოებული წრის გასარღვევად.მინდა კარგად გვახსოვდეს ე.წ ვარდების რევოლუცია,მათი ხელისუფლებაში მოსვლით გახარებულნი დიდხანს ვერ გამოვედით ხბოს აღკინებიდან და კანონის უზენაესობის ნაცვლად მივიღეთ  უკანონობა და აბსოლიტური ძალაუფლების მიერ აბსოლიტურად გარყვნილი ხელისუფლება,რომელმაც კონსტიტუცუა საკუთარ თავზე მოირგო.სწორედ ამას მოყვა ყველა ის დანაშაული თუ შეცდომა,რომელიც ვარდოსნების ხელისუფლებამ ჩაიდინა.

რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა შეიცვალოს,არსებითად არაფერი გამოსწორდება,სანამ კანონი არ გახდება უზენაესი და მის წინაშე თანასწორნი არ ვიქნებით ყველანი.ცივილიზებული დასავლური ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი სამართალია და წარმოუდგენელია სამართლიანობის განცდის გარეშე საქართველო ოდესმე ცივილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.ნებისმიერი ხელისუფალი აიღებს იმდენ ძალაუფლებას,რამდენის აღების უფლებასაც მივცემთ ჩვენ,სამოქალაქო საზოგადოება .

ქვეყანას,რომელსაც პრეტენზი აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე,იმ ქვეყანაში ადამიანები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ უნდა იყოფოდნენ თავიანთი იდენტობის გამო.უნდა დამთავრდეს ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამოხტომების წახალისება საზოგადოებაში და სიძულვილის ენა უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს კანონით.ჩემი აზრით მითია ქართული  ერის ტოლერანტულობაზე საუბარიც კი,რადგან არსებული რეალობა საწინაღმდეგოს ამტკიცებს და ამის დასამტკიცებლად  ასობით მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი.

საქართველოში ჰომოფობიის ხარისხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული იდეოლოგიისა და დომინანტური რელიგიის დამოკიდებელობა სექსუალობის მიმართ რეპრესიულობის თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური პოზიცია და მისი ცალკეული წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლები.

პოლიტიკოსებისა და ცალკეული სასულიერო პირების უკიდურესად აგრესიული განცხადებების ფონზე, რომლებიც ხშირად შეიცავს უშუალო მოწოდებებს ძალადობრივი მოქმედებისაკენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია. თუმცა, შინაარსობრივად ნაკლებად ჰომოფობიური როდია. საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ მცირე, უშუალო წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა თვითგამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვ., რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. ეკლესია ამკვიდრებს შეხედულებას ბიოლოგიაზე, ისტორიაზე, მორალზე და ბუნებრივია, მოიაზრებს რა თავის წევრებად მთელ საზოგადოებას, მათ სექსუალურ ცხოვრებასაც ის ხელმძღვანელობს.


საქართველოში განსაკუთრებით ჰომოფობიური და არმენოფობიური ელემენტები არის აქტუალური.ჩემი  ერი განსხვავებულობის მიმართ გასაკუთრებულ შიშს და ზიზღს განიოცდის.მე ვთვლი,რომ ამის აღმოფხვრა ვერ  მოხდება ხელისუფალის მიერ ამ საკითხებზე მკაფიო პოზიციების დაფიქსირების და კანონის მიერ ძალადობის შებოჭვის გარეშე.ეს სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს,მიუხედავად იმისა ამას მოსახელეობის დიდი ნაწილისაგან და ეკლესიისგან მოყვება თუ არა დიდი წინაღმდეგობა,რადგან იმაზე რაზეც დიდი ხანია ცივილიზებულ დასავლეთში შეთანხმდნენ და გაათვიცნობიერეს,აუცილებლად უნდა გავათვიცნოობიეროთ და შევიგნოთ  ჩვენც,რათქმაუნდა თუ გვინა ევროპული სივრცის ნაწილი ვიყოთ,სადაც ადამიანის უფლებები უპიურველესია.ჩვენ გზა არის ან ევროპისკენ ან  უკან წარსულში,სადაც მომავალი არ არსებობს.გავთავისუფლდეთ არასრულფასოვნების კომპლექსებისგან,რომელიც თითოეულ ჩვენგანში შობს აგრესიას და როდესაც შევძლებთ კანონი ვნებაზე მაღლა დავაყენოთ,სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი  კოლეკტიური საზოგადოებიდან ინდივიდების საზოგადოებად გარდავიქმნათ,რაც გარანტი იქნება ჩვენი გაცივილიზებულობის.


No comments:

Post a Comment