Thursday, May 3, 2012

სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია

 

 
 პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ,,სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია"-,დღეს 3.05.2012,18:00 რუსთაველის ძეგლთან ჩაატარა თეატრალიზებული აქცია.


1 მაისს ორგანიზაცია Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2012 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 7 პუნკტითაა გაუმჯობესებული და 118- ადგილიდან 111- ადგილზე გადაინაცვლა.

 
კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტოფერ უოლოკერი რადიო ,,თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს დაწინაურების მიზეზებზე საუბრობს: ,,წელს საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალება დაარსდა;კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ კი გასცა ლიცენზია რამდენიმე ორგანიზაციაზე,რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს".მისი აზრით საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით ბალტიისპირა ქვეყნების შემდეგ  პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე პოზიციაზეა.


 Freedom House სულ 197 ქვეყანას აკვირდება.მათგან პრესის თავისუფლების მხრივ 66(33.5%) თავისუფალი,72(36.5%) ნაწილობრივ თავისუფალი,ხოლო 59(30%) არათავისუფალი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. მიუხედავად რეიტინგში ადგილის გაუმჯობესებისა საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.

ზვიად ქორიძის აზრით: ,,ის,რომ 7 პუნქტით წინ წავიწიეთ,სიტუაციის თვისებვრივ ცვლილებებზე არ მიუთითებს.იმ ქვეყნების რიცხვი,რომელიც ჩვენს კალათაშია ძალიან დიდია.საქართველო კვლავ რჩება ნახევრად თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნად და ამ ჯგუფიდან გამოსვლა საქართველოს ძალიან უჭირს.2011 წელს ქვეყნის შიგნით რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა,რამაც ხელი არ შეუწყო საქართველოს სერიოზულ წინსვლას.26 მაისს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა,ფოტორეპორტიორების საქმე და სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი,რომელიც ვერ შეუწყობდა მედია თავისუფლების ზრდას ხელს".


 რეიტინგში უკრაინა 116- ადგილზეა,რუსეთი 142-ზე,ხოლო თურქეთი 148- ადგილს იკავებს.პირველ ხუთეულში კი შემდეგი ქვეყნები არიან - ფინეთი,ნორვეგია,ესტონეთი,ნიდერლანდები და ავსტრია.


 ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 2006 წელს 89- ადგილი ეკავა,2005 წელს კი 99- საფეხურზე იმყოფებოდა.Freedom House ხაზს უსვამს იმ გარემოებას,რომ ქართული მედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის მისი მცირეშემოსავლიანობა და ამიტომ ის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისგან ცუდად არის დაცული.აქვე აღნიშნულია,რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ გამოცემებს რეკლამის მოზიდვაში ხელს სახელმწიფო მოხელეები უშლიდნენ.


 და აქციის ეპატაჟი - ერეკლე დეისაძე



No comments:

Post a Comment