Friday, May 4, 2012

ანა , მარგარიტა . . .





ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო შევხვედროდი ჩემ ერთ-ერთ საყვარელ ქართველ მწერალ ქალს - ანა კორძაია-სამადაშვილს.მე დღეს ეს ოცნება ამისრულდა,როდესაც მას ჩემს მიერ ორგანიზებულ მის შემოქმედებით საღამოზე შევხვდი.

4 მაისი,2012 წელი,18:00 საათი;
 Frontline Georgia;
 „მე,მარგარიტა“
 მწერალი:
ანა კორძაია-სამადაშვილი;
 მოდერატორი:
ლევან ხუნწარია.


ცოტა რამ ანას ბიოგრაფიიდან:

ანა კორძაია-სამადაშვილი (თბილისი,1968 წ.) არის მწერალი,კრიტიკოსი და გერმანული ლიტერატურის მთარგმნელი.2003-დან 2011 წლამდე გამოქვეყნებული აქვს ერთი რომანი და მოთხრობათა ორი კრებული.მისი მოთხრობები ასევე შესულის სხვადასხვა ანთოლოგიებში.ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის,რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

მოპოვებული აქვს ჯილდოები:

გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ. ელფრიდე იელინეკის ,,საყვარლები“)
ლიტერატურყლი პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
წიგნის მაღაზიათა ქსელ ,,პარნასის“ პრემია ,,წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)


ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა მწერალთან.ანა ძალიან გულწრფელი და უშუალო პიროვნება აღმოჩნდა,მან პუბლიკა საუბრის დაწყებისთანავე მონუსხა და თითქოს გააბრუა.რამდენიმე საათის გასვლა ვერც კი ვიგრძენით და თითოეულმა ჩვენთაგანმა  თავი ანა კორძაია-სამადაშვილის  უსაზღვროდ საინტერესო სამყაროში ამოვყავით. არ გვინდოდა ეს სასიამოვნო სიზმარი დამთავრებულიყო,რომელსაც დღევანდელობაში ძალიან იშვიათად განვიცდით.

მან ჩვენთან საუბარი თავისი რომანის ,,შუშანიკის შვილების“ დაწერის შესახებ დაიწო და მოგვიყვა ის თბილისური ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ძალიან ლამაზ გოგოზე -შუსანიკზე,რომლის ამბავიც საფუძვალ დაედო მის რომანს.

„შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოპკრობოკრო ქუჩებში უშვებს...შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია.მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე,მაგრამ ძნელად ივიწყებენ.მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს.შუშანიკის შვილები სიხარული არიან,უაზრო,მაგრამ სიხარული.რომ გაიფიქრებ,ნეტა,რა მიხარიაო,იცოდე - შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა“ - ანა კორძაია-სამადაშვილი.


ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო  მისეული საუბარი ჩემთვის  ყველაზე საყვარელი მის შესანისნავ ქმნილებაზე - „მე,მარგარიტა“.რომელშიც მოთხრობილია ერთი შტოს რამდენიმე თაობის მარგარიტას შესახებ,რომელიც თავისი  უშვალობით გხიბლავს და მისეულ მისტიურ  გარემოში გითრევს,რათა შენც გახდე ამ ამბის თანაზიარი.

ანამ თქვა,რომ მარგარიტა თითქოს თვითონ არის,რადგან მის წინაპრებშიც იყო რამდენიმე ანა და მან ეს სახელი მოთხრობაში მარგარიტათი შეცვალა.მასზეა,მაგრამ მისივე თქმით ის არ არის მოთხრობილი მისი ოჯახის შესახებ,უბრალოდ მის ირგვლივ მომხდარი ისტორიები შეკრა და გადმოსცა მისეული ვერსიით.

ასევე საინტერესო იყო,როგორც თავად თქვა მისი საყვარელი მოთხრობის ,,მე მომკლეს,დე..“ შექმნის ისტორია,რომელიც 2008 წელს აგვისტოს მოვლენები უდევს საფუძვლად. „ნაწარმოების მთავარი თემა ომია,ჩემი ერთი პერსონაჟი ბისექსუალია,ერთი - ჰომოსექსუალი და ერთიც - ნატურალი.მთავარია,რომ სამივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან.უფრო სწორად,იყვნენ.ისინი ხომ მოკლეს“ - ანა კორძაია-სამადაშვილი.

 
ჩემს შეკითხვაზე: მისტირის თუ არა ის თავის ერთ-ერთ  ნაწარმოებში (,,ზოგჯერ წერა შურისძიების აქტია“) თბილისს,რომელიც დღითიდღე იცვლება? მან თქვა,რომ ის ძველ თბილის კი არ მისტირის,მას ჩვენ ასაკში მყოფი თავისი ბავშვობა ენატრება,ენატრება მიუხედავად ყველაფრისა 90-იანი წლები,როცა ის ჩვენი ასკში იყო,რაც შეეხება დანარჩენს ის თვლის,რომ წარსულში ქექვა არ ახასიათებს და ცდილობს ბედნიერი იყოს თითოეული დღით,რომელიც თენდება.

ჩვენ არ გვინდოდა მასთან გამოთხოვება,მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,.ეს დღეც მიილია და მე უზომოდ ბედნიერი და ნასიამოვნები დავრჩი მასთან შეხვედრით.ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ამ შეხვედრიდან გამოყოლილი ეიფორია და პოზიტივი დიდხანს გამყვება.

ის საქართველოში გერმანიიდან 1999 წელს დაბრუნდა,როგორც თვითონ ამბობს,თავს აიმედებდა,რომ კარგ ქვეყანაში დაბრუნდა.მუშაობა გაზეთ  ,,24 საათში“ დაიწყო და გარკვეული გარემოებების გამო საკმაოდ გვიან დაიწყო წერა და რომ არა გერმანიაში ახალი კანონის გამოსვლა,რის შედეგადაც ვიზა არ გაუგრძელეს ის საქართველოში არ დაბრუნდებოდა და ჩვენ კი აღარ გვეყოლებოდა ქართული თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე ანა კორძაია-სამადაშვილი.

მადლობა გერმანიის საელჩოს,რომელმაც ანა 1999 წელს ჩვენ დაგვიბრუნა ...



No comments:

Post a Comment