Saturday, December 28, 2013

ეკლესია,

რომელსაც ადამიანები არ უყვარს


       
         
  „ შეიყვარე მოყვასი შენი,
ვითარცა თავი შენი“



დასავეთისკენ მისწრაფების მიუხედავად,საქართველოში კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირისადმი ღრმა ნოსტალგია და ძალიან სამწუხაროა,რომ ქვეყნის ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარ სულისჩამდგმელდ საქართველოს საპატრიარქო,მასთან ასოცირებული პიროვნებები და  ორგანიზაციები გვევლინებიან.

 პატრიარქის პირადი რეიტინგი და ნდობა საზოგადოებაში ძალიან მაღალია,ამიტომაც ეკლესიის კრიტიკა ტაბუირებულია.პოლიტიკოსები რეგულარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს პატრიარქის სიხალოვის დემონსტრირებაში.თავის მხრივ,ეკლესია სულ უფრო მეტად ცდილობს,პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშის როლი შეასრულოს და გაიმყაროს საკუთარი პოზიციები,რაც ძირშივე არღვევს სეკულარული სახელმწიფოს ფუნდამენტს.

 დე-იურედ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა,რომელიც აღიარერბს და მიერთებულია მსოფლიოში არსებულ მთელ რიგ კონვენციებს,თუ ხელშეკრულებებს,რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ ადამიანების თანასწორობის უფლებას ,მიუხედავად მათი კანის ფერისა,რელიგიური,ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის კუთვნილებისა.

ამავეს აცხადებს საქართველოს კონსტიტუციაც.სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული განსაკუთრებული შეთანხმების "კონკორდატის" (2002წ) მიხედვით (რომელიც ჩემი აზრით ანტიკონსტიტუციურია,იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ არღვევს თანასწორუფლებნიანობის პრინციპს,სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან მიმართებით) ეკლესიას ეკრძალება საერო საქმეებში ჩარევა,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად დავინახოთ,ამ კონსტიტუციური ნორმის დარღვევა ეკლესიის მესვეურთა მხრიდან.

საპატრიარქომ მართლმადიდებლობაზე დიდი ხანია ექსკლურიური უფლებები გაიფორმა და ახლა ცდილობს მისი გავლენა უკიდეგანოდ გაიფართოვოს.ეკლესია ყოველდღიურად ერევა ჩვენ პოლიტიკურ,საზოგადოებრივ თუ სექსუალურ ცხოვრებაში და ცდილობს გვაიძულოს ვიცხოვროთ ისე,როგორც თავად გვიკარნახებს,როგორც თავად მიაჩნია სწორად.

17 მაისმა,სამთოწყაროს,ხანუკას და კიდევ სხვა უამრავმა მოვლენამ ნათლად დაგვანახა,რომ საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველა ის ადამიანი,რომელიც ეწინააღმდეგება მის იდეოლოგიურ საწყისებს და ისინი მზად არიან ნებისმიერი მეთოდით გაანეიტრალონ მათთვის არსებული საფრთხე,რა თქმა უნდა მათ შორის უკანონო მეთოდებითაც.ამაზე დიდად შემაშფოთებელია ის გარემოება,რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციის შესრულებაზე,დაიცვას კანონის უზენაესობა,რომლის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ.იმაზე,რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით,თუნდაც ისინი სასულიერო პირები იყვნენ.სახელმწიფოს უსუსურობის ნათელი გამოვლენა იყო 17 მაისი,როცა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა,ვერ დასაჯა მოძალადე (სასულიერო პირები) !!!

ძალიან თვალშისაცემი და შემაშფოთებელია უმცირესობებზე,ბოლო დროს მომრავლებული თავდახმები,მართლმადიდებლურ-პატრიოტული მოტივებით,რომლის ავანგარდში რა თქმა უნდა სასულიერო პირები დგანან.პატრიარქის და სასულიერო პირთა ეთნიკური,რელიგიური,თუ სექსუალური იდენტობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ გაკეთებული გამონათქვამები,მწვანე შუქის მიმცემია ბრმად მორჩილი მრევლისთვის,ამ ადამიანებზე ძალადობის განსახორციელებლად.სასულიერო პირების სიძულვილით აღსავსე გამონათქვამების შესახებ საუბარი ცალკე მსჯელობის საგანია.

რელიგიური შეუწყნარებლობის ნათელი გამოვლინება იყო საპატრიარქოს ანტიჰუმანური პოზიცია,როდესაც საქართველოს პარლამენტმა სხვა კონფესიების წარმომადგენლებს იურიდიული სტატუსი მიანიჭა.ასევე ბოლო დროს მომძლავრებული ატიმუსლიმური განწყობები,როდესაც ამა თუ იმ მუსლიმი აღმსარებლობით დასახლებულ სოფლებში,მართლმადიდებელი მრევლი მათ უკრძალავთ ლოცვას,გამოხატვის თავისუფლებას და აქაც სახელმწიფო დუმს !!!

ხანუკას დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტი,როცა რამდენიმე სასულიერო პირმა თავის მრევლთან ერთად,კატეგორიულად გააპროტესტა პრეზიდენტის მიერ ებრაელი,ჩვენი თანამოქალაქეებისადმი ხანუკას დრესასწაულის მილოცვა.

აღარაფერს ვამბობ ეკლესიის და მათი მესვეურების ზიზღასა და სიძულვილზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ,რომლის  ნათელი გამოვლინება იყო 20013 წლის 17 მაისი,როცა საპატრიარქო სრულიად ირაციონალურ მარაზმში ჩაება,როცა რამდენიმე ათასმა სისხლსმოწყურებულმა  ე.წ მრევლმა და მათმა რამდენიმე ასეულმა სასულიერო პირმა,ნამდვილი ბართლომეს შუადრე დააყენეს რუსთაველის გამზირზე და რომ არა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები,დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა და მარტო 50 მდე სექსუალური უმცირესობის ,თუ მათი მხარდამჭერის ცემით არ დასრულდებოდა იქ ყველაფერი.

ძალაუფლებით გონებადაკარგული სასულიერო პირების გარდა,ჩემ დიდ შეშფოთებას იწვევს ე. წ მრევლი.ამორალურად მიმაჩნია საკუთარი რელიგიური გრძნობების აფიშირება.ღიმილის მომგვრელია ამორალური ადამიანების მიერ,მორალზე ლექციების კითხვა.სამარცხვინოა იმ რელიგიის წიაღში იყო,რომელიც მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს და შენ კიდევ სიძულვილის ნიაღვარების გადმოფრქვევით იყო დაკავებული.

ერი,რომლის ფსიქიკაზე ათეული წლების განმავლობაში მარქსიზმი მძვინვარებდა და არ აძლევდა რაციონალურად განვითარების უფლებას,დამოუკიდებლობის აღდგენის და თავისულების მოპოვების,შემდგომ უნდა განთავისუფლებულიყო ჩვენი ტვინები ტოტალური კონტროლისგან.თითქოსდა უნდ გაგვეთვიცნობიერებინა,რომ ადამიანის უფლკებები უზენაესია,მაგრამ მარქსისტული დიკტატისგან განთავისუფლებულ ჩვენ გონებას მალევე გამოუჩნდა ახალი იდეოლოგიური პატრონი,კაკებეშნიკებითა და მხედრიონლებით სავსე ქართული სამოციქულო ეკლესიის სახით.ვერა და ვერ ვიქეცით ინდივიდების საზოგადოებად!!!ბოლო 22 წლის მანძილზე გაუნათლებელ,ბნელ,შეუწყნარებელ,ფუნდამენტალისტ და აგრესიულ ბრბოდ ჩამოვყალიბდით,რომლისთვისაც მთავარი ღირსება მოჩვენებითი მორწმუნეობა და ფსევდო პატრიოტიზმია.

17 მაისს ქვეყანა თეოკრრატიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.იმ დღეს სახელმწიფო ხელში აიღო ათასობით სახედაკარგულმა სასულიერო,თუ საერო პირმა,რომლებსაც მოწინააღმდეგის განადგურების მანიაკალური სურვილი გააჩნდათ.შემზარა ამდენი სისხლსმოწყურებული ქართველის ხილვამ,რომლებსაც არანაირი კავშირი მართლმადიდებლობასთან და მის არსთან არ ჰქონდათ.ეს იყო სახედაკარგული,სიძულვილით აღსავსე,მოძალადე ადამიანების ბრბო და მეტი არაფერი.

არსებობს მოსაზრება,რომ ქვეყანაში დაწყებული ხომეინიზაციის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს საპატრიარქომ,რა თქმა უნდა "ერთმორწმუნე" რუსეთის დახმარებით.მთავარი ის კი არ არის,ხელიუსფლება რამდენად აკონტროლებს ჯარს ან პოლიციას,არამედ ის თუ რამდენად შესაძლებელია საპატრიარქომ დე-ფაქტოდ აიღოს ძალაუფლება ხელში ?! ამ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით,ძალიან მარტივი ასახსნელია,რატომ ანხორციელებს საპატრიარქო და მასთან ასოცირებული ყველა სუბიექტი დასავლური ფასეულობები ნიველირებას,დასავლეთის გარყვნილების ბუდედ წარმოჩენას!!!

მე მიმაჩნია,რომ სიბნელის ერთადერთი წამალი განათლებაა (ძალიან ადვილია გაუნათლებელი მასით მანიპულირება).სანამ ადამიანები არ მიიღებენ სრულყოფილ განათლებას,მანამ შეუძლებელი იქნება ერში დავძლიოთ განსხვავებულების მიმართ მანიაკალურ სიძულვილი.ხელისუფლებების მთავარი ამოცანა უნდა იყოს გასცდნენ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს და დადგნენ კანონის უზენაესობის სადარაჯოზე(ეკლესიას მიუჩინონ ერთხელ და სამუდამოდ საკუთარი ადგილი).

 ჩვენმა ეკლესიამ და საულიერო პირებმა მეორედ,მაშინ მოკლა უფალი,როდესაც ფუნდამეტალისზმს,ძალადობას  და სიბნელეს ფართოდ გაუღო საკუთარი კარები.არა და არსად არცერთ მოსახვევში,თუ გზაჯვარედინზე,ქრისტიანობა ძალადობას და სიძულვილს არ ქადაგებს.ქრისტე სიყვარულია,ქრისტიანობა კი ყველაზე ჰუმანური რელიგია.უფალი ამბობს:"გიყვარდეთ ერთმანეთი და გადარჩებით"-ო.


No comments:

Post a Comment